ვლადიმირ ვაისი: გუნდი მაქსიმუმს გააკეთებს და ბოლომდე დაიხარჯება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა "დინამო არენაზე" ირლანდიასთან მუნდიალი 2018-ის შესარჩევი ეტაპის მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

"რთული მდგომარეობა გვაქვს იმ საკითხში, რომ ფეხბურთელებს სათამაშო პრაქტიკა აკლია, მაგრამ ყველა შეხვედრა მნიშვნელოვანია და შევეცდებით სამი ქულა ავიღოთ. გუნდი მაქსიმუმს გააკეთებს და ბოლომდე დაიხარჯება. არის მომენტები, როცა არ გვიმართლებს ან არ გამოგვდის, თუმცა შევეცდებით თავდასხმაში აქტიურები ვიყოთ.

მეტოქე ძლიერია და კარგი მწვრთნელიც ჰყავს. ირლანდია ფიზიკურად კარგი გუნდია.

ამ შესარჩევში ირლანდიასთან, სერბეთთან, უელსთან კარგად ვითამაშეთ და უკეთესს შედეგს ვიმსახურებდით, მაგრამ საქმე
ბოლომდე ვერ მივიყვანეთ. ვეცდებით ირლანდიასთან პირველი გოლი გავიტანოთ და გავიმარჯვოთ.

შევეცდებით ეს შესარჩევი ეტაპი მაჟორულ ნოტაზე დავამთავროთ.

ყოველთვის ვცდილობთ დადებითი შედეგის მიღწევას, თუმცა ხარისხიან ფეხბურთს ყოველთვის ვერ ვთამაშობთ, რაც ხელს გვიშლის სასურველი შედეგის მიღწევაში.

ირლანდიასთან ითამაშებენ ისინი, ვისაც გარკვეული პრაქტიკა და გამოციდელბა აქვს. არ გვეყოლება ჯაბა კანკავა, რომელსაც ყვითელი ბარათების ლიმიტი აქვს.

მეტოქესთან ცუდი სტატისკიკა გვაქვს, მაგრამ ამას ყურადღებას არ ვაქცევთ და ფეხბურთელებიც მოუთმენლად ელიან მატჩს", - თქვა ვაისმა.

შეგახსენებთ, რომ 2 სექტემბერს საქართველო-ირლანდიის მატჩი "დინამო არენაზე" 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრას "პირველი არხი" აჩვენებს.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ასეთი სუსტი ჯგუფი არ გყოლოათ და მაინც შეირცხვინეთ თავი. მიზეზები თქვენთვის შეინახეთ
1,2,3,5,8...
21:08 01-09-2017
1
ქართველ ფეხბურთელებზე ამბობს ბოლომდე დაიხარჯებიანო? მაქსიმუმ 20 წუთი, მერე გაბნეული ბრინჯი უფრო მარტივად შეგროვდება ვიდრე ეს გაჭირვებული 11კაცი
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული