12:18 02-09-2017
საქართველოს ნაკრების ბოლო ვარჯიში ირლანდიასთან მატჩის წინ [VIDEO]
AutoSharing Option
თამაშის წინა დღეს ვლადიმირ ვაისის გუნდმა "დინამო არენაზე" ბოლო ვარჯიში გამართა. საწვრთნელი პროცესი ერთ საათს გაგრძელდა. ვარჯიშამდე კი უკვე ტრადიციულად, ეროვნული გუნდის დებიუტანტმა გუნდისგან სამახსოვრო საჩუქარი მიიღო. თბილისის "ლოკომოტივის" ფეხბურთელს ირაკლი სიხარულიძეს, გურამ კაშიამ ნაკრების სახელით სიმბოლური ვიმპელი გადასცა.
რამდენიმე წამყვანი მოთამაშის არყოფნის მიუხედავად, გუნდში გამოძახებული თითოეული ფეხბურთელი ოპტიმალურ ფორმაშია და საკუთარი შანსის მოლოდინშია.
შეგახსენებთ, რომ ირლანდიასთან შეხვედრას ყვითელი ბარათების გამო ჯაბა კანკავა გამოტოვებს, ტრავმისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კი, გიორგი ლორია და ნიკა კაჭარავა მზადების პროცესს გამოაკლდნენ. ჯიმი ტაბიძე, რომელიც 21 წლამდელთა ნაკრებში იყო, ეროვნულ გუნდს უკვე დაუბრუნდა და მომდევნო ოფიციალური მატჩისთვის მოემზადება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
irlandia chamovidaa? araperi ar iwereba, an weria sadma da me ver vipove am labirint saitshi
1
0
makaridze-navalovski,kashia,kverkvelia,kakabadze-kvekveskiri,gvilia,ananidze-gazaishvili,chanturia,kvilitala am droistvis sauketeso gundi
1
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული