საქართველოს ნაკრები თბილისში ირლანდიას დაუზავდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2 სექტემბერს, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ D ჯგუფში VII ტურის შეხვედრა ირლანდიის ნაკრებთან გამართა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

თბილისში, "დინამო არენაზე" ანგარიში ირლანდიელებმა უკე მე-4 წუთზე, საჯარიმოს გათამაშების შემდეგ გახსნეს. იმ ეპიზოდში აშკარა იყო ბურთზე გამოსულ გიორგი მაკარიძეზე უხეშად თამაში, თუმცა არბიტრმა შეინ დაფის გოლი მაინც ჩათვალა - 0:1.

დასაწყისშივე გაშვებული გოლის მიუხედავად, ვლადიმირ ვაისის გუნდმა შეძლო უდიდესი სათამაშო უპირატესობის მოპოვება და ირლანდიელთა კართან სახიფათო მომენტების შექმნა. 34-ე წუთზე ჯანო ანანიძის ბრწყინვალე პასის შემდეგ კი
მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ვაკო ყაზაიშვილმა გოლის გატანა და ანგარიშის გათანაბრება მოახერხა - 1:1.

მეორე ტაიმში თამაშის სცენარი დიდად არ შეცვლია. გატანის შანსი ორივე გუნდს ჰქონდა, თუმცა ანგარიში უცვლელი დარჩა - ფრე 1:1.

ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა ირლანდიასთან ქულა მოიპოვა და D ჯგუფში 4 ქულით ბოლოსწინა, მეხუთე ადგილზე რჩება. ვლადიმირ ვაისის გუნდი მომდევნო შეხვედრას 5 სექტემბერს, სტუმრად ავსტრიასთან ჩაატარებს.

საქართველოს ნაკრებმა მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარა: გიორგი მაკარიძე, ოთარ კაკაბაძე, გურამ კაშია, საბა კვირკველია, გიორგი ნავალოვსკი, ნიკა კვეკვესკირი, ვაკო გვილია, ჯანო ანანიძე, ვაკო ყაზაიშვილი (90, დავით ხოჭოლავა), ჯაბა ჯიღაური (75, გიორგი ჭანტურია), გიორგი ქვილითაია (85, გიორგი მერებაშვილი).

დღესვე ჩვენს ჯგუფში სერბეთის ნაკრებმა მოლდოვას მოუგო (3:0), უელსი კი მოგვიანებით ავსტრიას დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 11 /
ჭანტურია არაა ნაკრების ფეხბურთელი, კაპიკის არაფერი არ გაუკეთებია და მის მაგივრად არაბიძე ჯანოსთან დაგლიჯავდა, ქვილითაია ფეხბურთს ითამაშებს, მერება კარგად შემოვიდა, მაკარა კაი მეკარეა, ის გამოსვლა რომ არა, რაც პენალი იყო აშკარა თან, სხვა ყველა მომეწონა. გოლი კი გაიტანა, მარა თავიდან ვაკო შეუმჩნეველი იყო, და მე თუ მკითხავთ მერება და არაბა მესამოცე წუთზე უკვე შემოყვანილი უნდა ყოლოდა . თამაშით კიმაყოფილი ვარ. რომ ამბობენ კანკავა ავსტრიასთან იქნებაო, ვის მაგივრად სვამენ ნეტა? გვილიასი ტუ კვეკვესკირის, რომლებმაც გადამწყვეტი როლი ითამაშეს მატჩი. საერთოდ გასაშვებია კანკავა, მისი ადგილი აღარაა, მადლობა მას დამსახურებებისთვის და პროშაი დასვიდანიეოო. მაინც ვერ გაბედა არაბიძის დაყენება, არადა ჭანტუს ბევრად აჯობებდა
vaso
02 სექტემბერი 2017 23:07
5
ყველაფერში გეთანხმები,ჭანტურია არარის ნაკრების დონის,ჯერ ყველა ბურთი დაკარგა და მერე ბურთს აწვალებს პასს არ იძლევა დროზე(და არა მარტო ჭანტურია) . ვაკო სუსტად გამოიყურებოდა, გოლი კი გაიტანა მაგრამ მაგ მომენტშიც არასწორედ იმოქმედა,ჯანომ ისეთი პასი მისცა რომ ერთი შეხებით უნდა დაერტყა. კანკავა საერთოდ უგუნდოდ არის და სად ეძახის ვაისი ან რაში სჭირდება?! სანამ თავს შეირცხვენს ჯობია აღარ დაუძახოს ნაკრებში.კვირკველიას მეტი შეუძლია და უნდა მოუმატოს. ამდენ საგოლე მომენტს რომ ვერ გამოიყენებ ფრეზე მადლობა უნდა თქვა,ქვილითაია არ მომეწონა, ვფიქრობ მჭედლიძე რომ გვყოლოდა ამ თამაშს მოვიგებდით! ჯანო დიდებული იყო, კიდევ კაკაბაძეს და კვეკვესკირს გამოვარჩევდი
Gio
03 სექტემბერი 2017 16:44
0
დავაკვირდი და ჭანტურია, როცა კი საბრძოლო ბურთი იყო ხან სახეზე იფარებდა ხელს და ხან საერთოდ ცილდებოდა იქაურობას. სავარაუდოდ დიდი ტრავმის მერე უფრხილდება საკუთარ თავს და ნორმალურია, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს ნაკრებში!!! ვაისსაც არ უნდა გამოეყვანა. ალბათ მაინც არაბიძე აჯობებდა. ასე თუ ისე კარგი თამაში ჩაატარა საქართველოს ნაკრებმა და ეტყობოდათ რომ 90 წუთი მოტივირებულები იყვნენ მოსაგებად. მადლობა ბიჭებო და იმედია მოუგებლად არ დავასრულებთ ამ ციკლს. ჯანო საოცარი იყო როგორც ყოველთვის...
ვაი
02 სექტემბერი 2017 22:26
0
ეს ვაისი გამაგიჟებს რა შეცვლებს ძალიან მოგვიანებით რატომ აკეთებს, როცა ხედავს რომ ფეხბურთელს აღარ შეუძლია სულ ტყუილად ტანჯა ქვილითაია მაგათ რომ მეორე სართულს ვერ მოუგებდა ხო იციდა წინასწარ. ჯიღაური დაიღალა და ბევრ შეცდომას უშვებდა და დამრტყმელი არ ყავდა აშკარად შორიდან არადა არაბიძეს მემგონი ნაკრებში ყველაზე კარგი შორი დარტყმა აქვს. შეცვლები დროის გასაყვანად გააკეთა . . . .რატო რაში გჭირდებოდა. ყველა თამაშში აგვიანებს შეცვლას ჩემი აზრით
gulshematkivari
02 სექტემბერი 2017 22:29
1
ვაისმა შეცვლები განახორციელა გვიან, ჯიღაური პირველი ტაიმის შემდეგ იყო შესაცვლელი უკვე. მეკარის არჩევანში შეცდა - უთამაშებელი კაცი ათამაშა, მართალია ერთი მაგარი ბურთი გამოაძრო, მაგრამ გამოსვლაზე ძალიან ცუდი შეცდომა დაუშვა და გოლი მივიღეთ. კიდევ ჩვენი მეკარე დროს იყვანდა(უკვე მერამდენე თამაშია ასე იქცევა!!!), ეგონა ალბათ ფრე გვაწყობდა?! არაბიძე არც ახალგაზრდულ ნაკრებში არ გაუშვეს და არც აქ ათამაშეს?!
ვაისი - არცერთი მოგება შესარჩევში!!!
02 სექტემბერი 2017 22:40
6
მე მოგება მეწერა საქართველოს 500 ლარი მედო დამტიენ მსჰიერი
anzori
02 სექტემბერი 2017 22:23
6
ჩემი აზრით ბატონი ვაისი უნდა დარჩეს მიეცეს დრო და მჯერა ჩვენ საოცნებო შედეგს დადებს საქართველოს ჯგუფიდან გაიყვანს.
ლაშა
03 სექტემბერი 2017 17:17
3
ფორუმებზე ყველას მზე და მთვარე ამოსდიოდა ჭანტურიაზე. რომ გამოვიდა და ვერ ითამაშა, მაშინ აყვირდა ყველა არაბიძე აჯობებდაო. არაბიძე რომ გამოეყვანა და იმასაც ვერაფერი ექნა დარჩენილ 20 წუთში, მაშინ ხალხი იტყოდა აი ჭანტურია უნდა გამოეყვანაო - ჩვენი "გიჟუაო" DD და საერთოდ იმ პოზიციაზე ჯიღაური ჯობია ჭანტურიასაც და არაბიძესაც.
sg
03 სექტემბერი 2017 10:00
3
მერამდენედ უნდა დაუშვას შეცდომა ვაისმა და ვაპატიოთ, ეგ არ იყო რომ ამბობდა ფეხბურთელი მაკედონიის ჩემპიონატში რომ წავა რა უნდა მოკითხოვო, ეხლა უცბად რა მოეწონა ამ ფეხბურთელის. მერამდენედ უნდა დაუმტკიცოს არაბიძემ რომ ის დღეს ღირსია ნაკრებში თამაშის, თამაშიდან არ გამოსულა გოლის გარეშე, დროული შეცვლა მაინც გააკეთე შე დალოცვილო, როცა არაბიძე და მერებაშვილი გყავს ვისაც კაცის მოტყუება და თამაშის გამწვავება შეუძლია. ბოლოს ქვილითაია ვეღარ ინძრეოდა ისე დაირალა, თვითონ თუ ვერ აზროვნებს მრჩევლები ხომ ყავს მაინც, სადამდე ვუყუროთ და ვითვალოთ ვაისის შეცდომები კმარაააააააა.
soso
04 სექტემბერი 2017 10:03
0
ვაის შე ოჯახაშენებულო, შეცვლაზე კაცი დროულად უნდა შეიყვანო და არა თამაშის დამთავრებამდე რამდენიმე წამით ადრე და ისიც დროის გასაყვანად, არაბიძე მე 60 ე წუთზე უნდა შემოეყვანა ჭანტურიას შემოსვლა არ იყო საჭირო, ტყუილად გამოვიდა , ვერაფრით დაგვამახსოვრა თავი, ვაისი გასაშვებია და რამეფრად ცხადაძე დააბრუნეთ, მომდევნო შესარჩევამდე ააწყოს გუნდი ფედერაციის ჩაურევლად მწვრთნელის საქმეებში,სხვანაირად ფეხბურთი მკვდარია საქართველოში, კაკაბაძეს გამოვარჩევდი ბოლო თამაშიდან, ყველაზე თამამად ითამაშაკვეკვესკირს და გვილიასაც არა უშავდათ, ჯანოს უკეთესადაც შეეძლო თამაში და ყაზაიშვილსაც!
giorgi
04 სექტემბერი 2017 12:06
0
რომ არა ნაჩუქარი გოლი მოვიგებდით, ასეთ გუნდს რომ ვერ მოუგებ თან სახლში, დასანანია ირლანდიას ფაქტიურად არაფერი გაუკეთებია ჩვენთვითონ გავიტანეთ ორივე ბურთი...
აფხაზი
03 სექტემბერი 2017 19:05
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული