საქართველოს ნაკრები თბილისში ირლანდიას დაუზავდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2 სექტემბერს, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ D ჯგუფში VII ტურის შეხვედრა ირლანდიის ნაკრებთან გამართა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

თბილისში, "დინამო არენაზე" ანგარიში ირლანდიელებმა უკე მე-4 წუთზე, საჯარიმოს გათამაშების შემდეგ გახსნეს. იმ ეპიზოდში აშკარა იყო ბურთზე გამოსულ გიორგი მაკარიძეზე უხეშად თამაში, თუმცა არბიტრმა შეინ დაფის გოლი მაინც ჩათვალა - 0:1.

დასაწყისშივე გაშვებული გოლის მიუხედავად, ვლადიმირ ვაისის გუნდმა შეძლო უდიდესი სათამაშო უპირატესობის მოპოვება და ირლანდიელთა კართან სახიფათო მომენტების შექმნა. 34-ე წუთზე ჯანო ანანიძის ბრწყინვალე პასის შემდეგ კი
მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ვაკო ყაზაიშვილმა გოლის გატანა და ანგარიშის გათანაბრება მოახერხა - 1:1.

მეორე ტაიმში თამაშის სცენარი დიდად არ შეცვლია. გატანის შანსი ორივე გუნდს ჰქონდა, თუმცა ანგარიში უცვლელი დარჩა - ფრე 1:1.

ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა ირლანდიასთან ქულა მოიპოვა და D ჯგუფში 4 ქულით ბოლოსწინა, მეხუთე ადგილზე რჩება. ვლადიმირ ვაისის გუნდი მომდევნო შეხვედრას 5 სექტემბერს, სტუმრად ავსტრიასთან ჩაატარებს.

საქართველოს ნაკრებმა მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარა: გიორგი მაკარიძე, ოთარ კაკაბაძე, გურამ კაშია, საბა კვირკველია, გიორგი ნავალოვსკი, ნიკა კვეკვესკირი, ვაკო გვილია, ჯანო ანანიძე, ვაკო ყაზაიშვილი (90, დავით ხოჭოლავა), ჯაბა ჯიღაური (75, გიორგი ჭანტურია), გიორგი ქვილითაია (85, გიორგი მერებაშვილი).

დღესვე ჩვენს ჯგუფში სერბეთის ნაკრებმა მოლდოვას მოუგო (3:0), უელსი კი მოგვიანებით ავსტრიას დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 11 /
ჭანტურია არაა ნაკრების ფეხბურთელი, კაპიკის არაფერი არ გაუკეთებია და მის მაგივრად არაბიძე ჯანოსთან დაგლიჯავდა, ქვილითაია ფეხბურთს ითამაშებს, მერება კარგად შემოვიდა, მაკარა კაი მეკარეა, ის გამოსვლა რომ არა, რაც პენალი იყო აშკარა თან, სხვა ყველა მომეწონა. გოლი კი გაიტანა, მარა თავიდან ვაკო შეუმჩნეველი იყო, და მე თუ მკითხავთ მერება და არაბა მესამოცე წუთზე უკვე შემოყვანილი უნდა ყოლოდა . თამაშით კიმაყოფილი ვარ. რომ ამბობენ კანკავა ავსტრიასთან იქნებაო, ვის მაგივრად სვამენ ნეტა? გვილიასი ტუ კვეკვესკირის, რომლებმაც გადამწყვეტი როლი ითამაშეს მატჩი. საერთოდ გასაშვებია კანკავა, მისი ადგილი აღარაა, მადლობა მას დამსახურებებისთვის და პროშაი დასვიდანიეოო. მაინც ვერ გაბედა არაბიძის დაყენება, არადა ჭანტუს ბევრად აჯობებდა
vaso
23:07 02-09-2017
5
დავაკვირდი და ჭანტურია, როცა კი საბრძოლო ბურთი იყო ხან სახეზე იფარებდა ხელს და ხან საერთოდ ცილდებოდა იქაურობას. სავარაუდოდ დიდი ტრავმის მერე უფრხილდება საკუთარ თავს და ნორმალურია, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს ნაკრებში!!! ვაისსაც არ უნდა გამოეყვანა. ალბათ მაინც არაბიძე აჯობებდა. ასე თუ ისე კარგი თამაში ჩაატარა საქართველოს ნაკრებმა და ეტყობოდათ რომ 90 წუთი მოტივირებულები იყვნენ მოსაგებად. მადლობა ბიჭებო და იმედია მოუგებლად არ დავასრულებთ ამ ციკლს. ჯანო საოცარი იყო როგორც ყოველთვის...
ვაი
22:26 02-09-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული