ვლადიმირ ვაისი: კმაყოფილები უნდა ვიყოთ შედეგით

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ირლანდიასთან ფრედ (1:1) დასრულებული მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

- საქართველოს ნაკრები თბილისში ირლანდიას დაუზავდა

"დღეს გვინდოდა 3 ქულის მოპოვება, თუმცა თამაშიდან გამომდინარე, კმაყოფილები უნდა ვიყოთ შედეგით. ირლანდია ძლიერი გუნდია ძლიერი ფეხბურთელებით.

იყო შეცდომები, გავუშვით გოლი, თუმცა ფეხბურთი უშეცდომოდ წარმოუდგენელია. კმაყოფილი ვარ ჩვენი ფეხბურთელების თამაშით, გამოვყოფდი კაკაბაძეს, ქვილითაიას, კვეკვესკირს და კაშიას.

დღევანდელი მატჩი შედეგს ასახავს. ამ თამაშმა გვანახა, რომ შეგვიძლია ორი ტაიმის თამაში ძლიერად. მადლობა ფეხბურთელებს, ისინი ბოლომდე დაიხარჯნენ. მე მიკვირს რატომ არ ათამაშებებენ
ანანიძეს "სპარტაკში", ის გენიალური ფეხბურთელია.

მერებაშვილი ეფექტური მოთამაშეა. შეიძლება ავსტრიაში ძირითად შემადგენლობაში ითამაშოს.

გაშვებულ გოლს რაც შეეხება, ვფიქრობ, რომ მეკარის ინდივიდუალური შეცდომა იყო, ის არ უნდა გამოსულიყო ბურთზე. სოლომონ კვირკველიას უნდა დაეფარა დაფი. შეიძლება იყო ჯარიმა, თუმცა გოლი ჩვენი ინდივიდუალური შეცდომით გავიდა.

რაც შეეხება დაღლილობას, ძალიან რთულია კლუბში უთამაშებლობის გამო 90 წუთი ჩაატარო დაუღლელად ნაკრებში. ამის მიუხედავად, მიმაჩნია, რომ მიმდიმარე ციკლში საუკეთესო მატჩი ჩავატარეთ.

დარწმუნებული ვიყავი, რომ არ წავაგებდით. გვინდოდა გამარჯვება, მაგრამ მეტოქეს პატივი უნდა ვცეთ... დღეს ალბათ უფრო სერბეთი გავახარეთ, ვიდრე სხვა გუნდები.

ჩვენს თამაშში პროგრესი შეიმჩნევა, თუმცა შედეგები არ არის დაკმაკმაყოფილებელი და ამაზე სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ", – თქვა სლოვაკმა სპეციალისტმა.

ლექსო ნაბახტეველი, სპეციალურად Sportall.ge-სთვის

 

მკითხველის კომენტარები / 12 /
დაცვა არის ნაკრების ყველაზე სუსტი რგოლი. გოლის დროს, მაკარიძის გამოსვლა კვირკველიას პოზიციური შეცდომით იყო განპირობებული. მე-20 წუთზე კვირკველიამ, შემდეგ კაკაბაძემ მარტო დატოვეს ვოლტერსი, რომლის თავურიც აცდა კარს. 30-ე ზე კვირკველიამ მაკლინს დაარტყმევია, კაკაბაძესაც უნდა შეეშალა ხელი. 44-ზე ისევ კვირკველიას შეცდომით, ისევ ნავესზე მაკარიძემ გადაგვარჩინა. 58-ზე ლონგი შეიპარა საჯარიმოში კვირკველიას მხრიდან, მარა მერე კიდევ კარგი დაკეტა. 59-ზე მაკარამ ივარგა. 68-ზე კივირკველიამ ლონგს დაარტყმევინა თავით, მარა ააცილა. 73-ზე კვირკველიას პოზიციიდან დაარტყა გარედან, მაკამ ისევ აიღო, კაკაბასაც შეეძლო ხელის შეშლა. 78-ზე ნავალამ თოხლა, მაკარამ კვლავ ივარგა. 79-ზე კუთხური მოგვიწოდეს, კვირკველია ისევ არ იყო, მაკარამ აიღო, მარა დაჯარიმდნენ.85-ზე კვირკველია გამოითიშა და ისევ მაკარამ გვიხსნა, და საერთოდ დაცვაში ახალი ხალხია საჭირო, კაშიას გარდა. კაკაბაძე შეტევაში ბევრად კარგია, დაცვაშიც კარგია, მარა კვირკველია აღალატებს. კვერკვე ერტი ერტზე, პერსონალურზე კარგია, დანარჩენზე კაპიკია ფასი. თავად განსაჯეთ ამდენი შეცდომა? ხოჭოლავატი მისი ჩანაცვლება არ იქნება ცუდი, დვალიც დასამატებელია და ლაკვეხელიანი ნავალას ნაცვლად. კაკაბა კიდე მოუმატებს. თუ რამე წავაგეთ, ბოლო 20 წელია, ან მეკარის, ბოლოს დაცვის ბრალია. დაცვა არის მთლიანად გადასახალისებელი.
dima
03 სექტემბერი 2017 19:01
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული