ესპანელთა მცველი: საქართველოს სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრების მცველმა რობენ ლე ნორმანმა ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში საქართველოს ეროვნულ გუნდთან დაპირისპირებაზე გააკეთა კომენტარი.

"ჩვენს თავში ძალიან დარწმუნებული ვართ, მაგრამ ცივსისხლიანობის შენარჩუნება გვმართებს. თუ ყველა ძალისხმევას გავიღებთ, ყველაფერი კარგად იქნება. საკუთარ თავში ზედმეტად დარწუნებული არ უნდა ვიყოთ, რადგან ჯერ არაფრისთვის მიგვიღწევია. ახლა 1/8-ფინალის გადალახვა გვჭირდება.

თუ ინტენსივობას შევინარჩუნებთ, შორს გავალთ. ბურთის დაკარგვისას ყველა უკან ვიხევთ და ეს მთავარია.

საქართველოს სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ, ვინაიდან ამჟამად მათ შესანიშნავი მომენტი აქვთ და ყველაფერს კარგად აკეთებენ. მეტოქეს ვიცნობთ, დაგვიმარცხებია, თუმცა ეს სხვა მატჩი
იქნება", - ციტირებს ლე ნორმანს "მარკა".

მკითხველის კომენტარები / 2 /
წაგება, ფრე, მოგება და მერე უკვე გასვლა ჯგუფიდან! როგორ გგონიათ ეს შემთხვევით მოხდა? ისე, რო საფეხბურთო ფორტუნა ჩვენს მხარესაა! ფეხბურთში ყველაფერი ხდება!!!!!!!!!!!!!
30-ში მთელი საქართველო ერთ მუშტად ჩვენი ნაკრებისთვის!!!!!!
13:07 28-06-2024
0
გაგანადგურებთ! დიდება საქართველოს
სვანსკი
10:29 28-06-2024
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული