მარტინ ო'ნილი: საქართველოს ნაკრებმა გვაჯობა თამაშში

AutoSharing Option
2 სექტემბერს, თბილისში გამართული საქართველო-ირლანდიის მატჩის (1:1) შემდეგ, ირლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარტინ ო'ნილმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

- საქართველოს ნაკრები თბილისში ირლანდიას დაუზავდა

"გეთანხმებით, რომ ამ შესარჩევ ეტაპზე ირლანდიამ ყველაზე ცუდი მატჩი ჩაატარა. ჩვენ ძალიან ადრე გავიტანეთ გოლი. ვითამაშეთ დაცვიდან, იშვიათად ვფლობდით ბურთს. პირველი ტაიმი ცუდად ჩავატარეთ. მიუხედავად ყველაფრისა, რამდენიმე შანსი გვქონდა გამარჯვების, თუმცა ვერ გამოვიყენეთ. საქართველოს ნაკრებმა გვაჯობა თამაშში.

ჩვენი მიზანი იყო მოგება, თუმცა ვიცოდით, რომ რთული თამაში გველოდა. საქართველოს ნაკრები კარგი გუნდია. ალბათ მეტი ქულა უნდა ჰქონდეს, თუმცა წინა
თამაშებში არ გაუმართლა. თამაშიდან გამომდინარე, გამარჯვება არ გვეკუთვნოდა.

სერბეთთან სამშაბათის მატჩისთვის უკეთ უნდა ვითამაშით, ვიდრე დღეს. რთული იქნება მატჩი, თუმცა გამარჯვება შეგვიძლია.

რაც მე ირლანდიის ნაკრების მწვრთნელი ვარ, ეს მეოთხე თამაში იყო საქართველოს წინააღმდეგ. ყველა თამაში რთული იყო. საქართველოს ამჟამინდელი პოზიცია ჯგუფში რეალურ შესაძლებლობებს არ ასახავს", - თქვა ირლანდიელთა მწვრთნელმა.

ლექსო ნაბახტეველი სპეციალურად Sportall.ge-სთვის

 

მკითხველის კომენტარები / 3 /
გაგვიმართლა მაგრად, განსკუთრებით პირველ ომენტში გადასუდად რომ ჩათვალა კვირკველიამ, ზუსტად ეგეთი ბურთებს უშვებენ
დინამო
10:58 03-09-2017
0
როგორც ქეცბაია ვაისიც შეშინდა და შეცვლები დააგვიანა და არ შეუტია ბოლოს... რა თქმა უნდა კარგი შედეგია მარა ბოლოს არ გაუმართლა ირლანდიას თორე იგივე მეორდებოდა რაც წინაზე... ანუ გაუმართლა ვაისს...
Levani
23:02 02-09-2017
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული