ოთარ კაკაბაძე: თამაშის ხარისხით კმაყოფილი ვარ, შედეგით - არა!

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა ოთარ კაკაბაძემ ირლანდიასთან ფრედ (1:1) დასრულებული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

"თამაშის ხარისხით კმაყოფილი ვარ, შედეგით - არა! დღეს ჩვენი ნაკრების შესაძლებლობები ყველამ ნახა. პირველი ტაიმი მეორეზე უკეთესი იყო, მთლიანობაში კი თამაში დადებითად შემიძლია შევაფასო.

ცუდად დავიწყეთ და ეს ნერვიულობის ბრალია, მაგრამ მალე დავლაგდით, ბურთზე კონტროლი დავაწესეთ და ამის მერე თამაში გაგვიმარტივდა", - თქვა კაკაბაძემ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული