ვლადიმირ ვაისი: მოპოვებული ერთი ქულით კმაყოფილი ვარ

AutoSharing Option
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ავსტრიასთან (1:1) მუნდიალი 2018-ის შესარჩევი ეტაპის მატჩის შემდეგ პრესკონფერენციას ჟურნალისტების კითხვებს პასუხები გასცა.

- ავსტრია-საქართველო 1:1 - კოლერის კილერი [VIDEO]

"შედეგით კმაყოფილი ვარ. მატჩი კარგად დავიწყეთ, კომბინაციურად ვთამაშობდით, ვუტევდით, ზონებსაც ვკეტავდით. თავდაპირველად, მოვახერხეთ გაგვენეიტრალებინა არნაუტოვიჩი, რომელიც მსოფლიო დონის ფეხბურთელია და რომელზეც დიდწილად არის დამოკიდებული ავსტრიის ნაკრების თამაში...

გაშვებული გოლის შემდეგ, ავსტრია უპირატესობას დაეუფლა და გაგვიჭირდა მათი შეტევების მოგერიება. მეტოქის საყრდენებისს პრესინგი აუცილებელი იყო და ამსითვის ღრმად ჩავდიოდით ავსტრიელების ნახევარზე, თუმცა, რიგ ეპიზოდებში, ამისთვის
ძალა არ გვყოფნიდა და ხან გვიმართლებდა, ხან არა.

ავსტრია უმაღლესი დონის გუნდია და ბუნებრივია, მომენტებიც ჰქონდა. კაკაბაძემ სუპერ თამაში ჩაატარა, მაგრამ არნაუტოვიჩმაც საოცრად ითამაშა.

შესვენებაზე ტაქტიკა შევცვალეთ, ორ საყრდენზე გადავედით და ჯანოსაც შევუცვალეთ პოზიცია. ამის შემდეგ, უფრო გაგვიადვილდა თამაში. ჯაბა კანკავასაც თითქოს მეორე სუნთქვა გაეხსნა. ავსტრია კარგი გუნდია და ჰყავს კარგი მწვრთნელი, რომელსაც დიდ პატივს ვცემ, მოპოვებული ერთი ქულით კი კმაყოფილი ვარ.

- თამაშამდე ავსტრიელმა ფეხბურთელებმა თქვეს, რომ ამ შეხვედრას მწვრთნელისთვის ითამაშებდნენ... მართლაც ასე იყო?
- დიახ, ეტყობოდათ, რომ გუნდის თავკაცისთვის მართლაც ბოლომდე იბრძოდნენ. თამაშის წინ, კოლერ მეც ვუსურვე წარმატება, მაგრამ... ასეთია მწვრთნელის ცხოვრება. მიმაჩნია, რომ ჩვენს ჯგუფში, სერბეთის შემდეგ, რომელმაც დღეს ირლანდიას მოუგო, სწორედ ავსტრიაა ყველაზე ძლიერი გუნდი.

- გუშინ თქვით, რომ ფეხბურთის ფედერაციამ ახალი კონტრაქტი შემოგთავაზათ. დათანხმდით თუ არა?
- მე აქ ვარ და პატივს ვცემ წინადადებას, რომელიც მივიღე, პატივს ვცემ ლევან კობიაშვილს და ფედერაციის ყველა თანამშრომელს, მაგრამ კიდევ ორი მატჩი გვაქვს დარჩენილი და ვნახოთ როგორ ვითამაშებთ....

- ჯერ-ჯერობით, ამ შესარჩევ ციკლში მოგება არ გვაქვს... დარჩენილ მატჩებში მაინც უნდა ველოდოთ?
- წინ კიდევ ორი თამაშია და ვეცდებით, შესარჩევი ციკლი მოუგებლად არ დავამთავროთ. რთული იქნება, მაგრამ შეევეცდებით.

რატი შელეგია ავსტრიიდან სპეციალურად Sportall.ge-სთვის
მკითხველის კომენტარები / 31 /
მეგობრებო მინდა რაღაც გთხოვოთ ეს არის ინტერნეტ საიტი და ვისაც რა უნდა იმას დაწერს კომენტარში (რა თქმა უნდა ზრდილობიან ფარგლებში). რატომ პასუხობთ ერთმანეთს ასე აგრესიულად ვერ ვხვდები. ამა იმიტომ ვწერ რომ ვიღაც გამოეხმაურა ჩემ კომენტარს და საიგადავა ბიჭმა. ანალიზი კომენტარში როგორ უნდა დაწერო ორი სამი წინადადებით ვერ ვხვდები. ეს უბრალოდ გულშემატკივრის მწუხარებაა რამდენიმეწინადადებაში გამოხატული.ანალიზი რას ნიშნავს თუ არ იცი ინტერნეტში ნახე.
რაც შეეხება არაბიძეს ან სხვა ფეხბურთელებს ვინც არ ათამაშა ვაისმა ჩვენ იმას კიარ ვამბობთ ვინ ვის ჯობია, უბრალოდ ვაისი ამბობს რომ უტამაშებლები ყავს და მაშინ ვისაც აქვს პრაქტიკა ის ათამაშოს. ახლა იმის გარჩევას ნუ დავიწყებთ რომ მაკედონიის ჩემპიონატს პოლონეთის და შახტარის დუბლები არ ჯობიაო. კარგი ესპანეთის მეორე ლიგა არ რომელს არ ჯობია? მაინც ერთი და იგივე ხალხი მოჯადოვებული წრეა რა. რას კარგავდა ან რას აგებდა რომ მოესინჯა საიმედო ახალგაზრდები? ხო არაფერს არა... ამას ამბობს აქ უმეტესობა ტორემ ფეხბურთირომაგაზე კარგად არ გვესმის ეგ ისედაც კი ვიცით. მადლობა ყველა
gulshematkivari
07 სექტემბერი 2017 17:38
0
როცა ევროპის ან მსოფლიოს ჯგუფურ ეტაპზე თამაშის პრეტენზია გაქვს, ვერ უნდა მიხვდე რომ დაცვის გარეშე არაფერი არ გამოვა? როცა გყავს აბურჯანია, ცისკარიძე, დვალი, ლაკვეხელიანი, ხოჭოლავა, რატო უნდა ათამაშო კვირკველია, კანკავა და ნავალოვსკი? რომლების უხეში შეცდომების ბრალია ყველა გოლი რაც კი გაგვიშვია? კარგია რომ მაკარიძე ჩაჯდა ნაკრებში, იმედია გუნდშიც ჩაჯდება. ასევე დიდი შეცდომა იყო არაბიძის უტამაშებლობა, ნუ ზამენაზე მერებას 30 წუთი მაინც უნდა მიეცეს. ამ 6 საკვანძო მოთამაშეებიდან 4-5 მინიმუმ ძირითადში უნდა იყვნენ, თუ ყველა არა, იმათ ნაცვლად ვინც დავასახელე და თუ არ მოიგებს , მერე ნახე. აი ამაშია ფედერაციის და მერე მწვრთნელის პასუხისმგებლობა. ახლა რატო ვერ ელევიან ამ ბიჭებს, ეგ არ ვიცი პლუს დვალიშვილი, ალბათ ეს თქვენ გეცოდინებათ რეპორტიორ. როცა ცუდის ნაცვლად უკეთესს ათამაშებ, მოიგებ აბა რას იზამ. ნახევარმცველს და თავდამსხმელს რო დაცვის იმედი არ ექნება, როგორ შეუტევს? სწორად და ნამუსიანად, ცოტა თამამადაც სანამ არ დააყენებ სასტავს, რომელიც გყავს, მანამ არაფერი გამოვა. სამუშაოა მეკარეზეც. კერძოდ მახარაძესთან, მაკარიძეს რო რამე მოუვიდეს, მეკარე არა გვყავს. ამაშია საქმე რეპორტიორო და დარწმუნებული იყავით, რომ გუნდი აუცილებლად მოხვდებოდა მსოფლიოზე, ეხლა თუ პოლიტიკის გამო შეგნებულად არ წავედით რუსეთში ეგ არ ვიცი და არც მჯერა. რაც შეეხება ვაისს, უნდა დარჩეს, რადგან, სასტავი მაინც ისე დალაგდება როგორც ვამბობ, სხვა გზა არაა და ამას ყველა ხედავს. დარწმუნებული ვარ, რომ შესაბამისი დასკვნები გაკეთდება და თუ სიკვდილის ჯგუფში არ მოვხვდით, ევროპაზე ვითამაშებთ. გოგიასთან სამუშაოა. წარმატებები რეპორტიორსაც და ნაკრებსაც და ფედერაციასაც
reportiors vasosgan
07 სექტემბერი 2017 16:32
0
ოქრი და მჭედლო ძალიან აკლია ნაკრებს,ქვილითაია კაგია მაგრამ მჭედლიძე სხვა კლასია.ოქრი ჯანო ვაკო მჭედლო აქედან ერთიც რომ აკლია კი ხედავთ რაც ხდება
სოსო
06 სექტემბერი 2017 18:03
0
სულ, გადავრჩით, გადავრჩით, იძახიან კომენტატორები ,მთელი თამაში
შიშში ვარ, ახლა გაგვიტანენ,ახლა გაგვიტანენ და ასე გადის წლები და სტაბილური,საიმედო გუნდი ვერ ყალიბდება
კოლი
06 სექტემბერი 2017 14:47
0
კომენტატორბი ცალკე თემაა, მგონი უნდოდათ რომ წაგვეგი, ჯერ ხომ ძილისპირულივით მიყავთ გადაცემა და ბოლო 5 წუთი იმას გაიძახოდნენ ავსტირელებს ძალიან ცოტა დრო რჩებათ თმაშის მოსაგებად და 3 ქულის მოსაპოვებლადო....
dave
06 სექტემბერი 2017 15:35
0
ეტყობა თქვენ,მხოლოდ მაამებლურ კომენტარებს აქვეყნებთ!
-ხოდა ასე ვიზამ მეც. აუ რაა ითამაშა ჩვენმა ნაკრებმაა?! პირდაპირ დაგლიჯა,რო იტყვიან ავსტრიელბს ბურთი ისე დაუმალეს რო ერთმანეთს ეკითხებოდნენ ხო არსად დაგინახიაო:))
საიტის მესვეურებს
06 სექტემბერი 2017 14:26
0
ჩვენების ეს ორი ფრე აშკარად აქტვიშია ჩასაწერი. აქამდე სულ ყურჩამოყრლები ვიყავით და განა ის უკვე კარგი არაა რომ გუნდ ირლანდიასთან სახლში და ავსრიასთან გასვლაზე მოგებას თხოვ ? ესეიგი ყველა ამჩნევს პროგრესს მაგრამ მაინც ერჩიან მწვრთნელს და ფეხბურთელებს. ცუდია როდესაც პრაქტიკის არმქონე ხვდება გუნდში, მაგრამ ხანდახან გამოცდილება ძალიან დიდ როლს თამაშობს და ამიტომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში კანკავაზე ვერაფერს ვიტყვი. მისი შემცვლელი აბურჯანიაც არ თამაშობს თავის გუნდში და ამ ორიდან გამოცდილებამ გადაწონა. რაც შეეხება არაბიძეს, კი ბატონო არგი ბიჭია და დიდი მომავალი აქვს, მაგრამ ისიც ხომ შახტარის დუბლებშია ? მიეცემა ამ ბიჭს თამაში საშუალება და თუნდაც ამხანაგურებში ან ბოლო მატჩში სერბეთთან. ჩემი აზრით სწორ გზაზე დგას გუნდი და ვაისმა უნდა განაგრძოს.
dave
06 სექტემბერი 2017 14:23
1
მეკარო,რომ არა დიდი ანგარიშით წავაგებდით.(ყოჩაღ მას)
-სხვა მხრივ ეს გუნდი არაფრათ არ ვარგა.იმის გახსენებაც კი მზარავს,რომ წლების მანძილძე ირლანდიის საშუალო გუნდს 9-ჯერ შევხვდით და ძლივს ერთი ფრე ავიღეთ.საქართველომ როგორც თავში წამოსარტყამმა გუნდმა მკვიდრად დაიმკვიდრა ეს სავალალო სახელი სამწუხაროა,მაგრამ ასეა.
ძველი
06 სექტემბერი 2017 13:50
0
ვაისი უნდა წავიდეს!
გოგი ქუთაისელი
06 სექტემბერი 2017 13:40
3
ვაისი უნდა დარჩეს ყოველ შემტხვევაში გუდ ეტყობა გამოსწორება და ეს რა ბოღმა კომენტარებია ბლიად. ის დრო გენატრებატ 90 წუტი დაცვასჰი რო ვიჯექით?საქართველო დღეს უკვე ყველა მეტოკისტვის ანგარისჰგასაწევი ნაკრებია ადრე კიდე ერთხელ რო დაგვერტყა კარსჰი გვიხაროდა. ძაან მაღალი დონის სპეციალისტია და დაუკვირდიტ მაინც ვისტან თხოვტ მოგებას. მარტო ალაბას ნახევარი ფასი გჰირს ჩვენი ნაკრების ყველა ფეღბურთელი ერტად
gio_01
06 სექტემბერი 2017 13:15
3
ძაან სასაცილოა ამდენი პროფესორები, როცა წერთ წაიკითხეთ ხოლმე რას წერთ, რეალისტები იყავით და ციდან დაეშვით, ფაქტია ეტყობა ნაკრებს რომ ასე თუ ისე გამართულ ფეხბურთს ვთამაშობთ, წლების მანძილზე ერთ წრეზე დავიდივართ და ცხადია ასე უცებ შედეგი ვერ იქნება, ვაისი უნდა დარჩეს, აშკარად ეტყობა მისი ხელი გუნდს, ამ ეტაპზე სამწუხაროდ ესაა ჩვენი გუნდის მაქსიმუმი, და მადლობა ბიჭებს.
გუგა
06 სექტემბერი 2017 12:53
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული