მარკო არნაუტოვიჩი: საქართველო ჯგუფში ყველაზე ძლიერი მეტოქე იყო

AutoSharing Option
"ვესტ ჰემ იუნაიტედის" ვარსკვლავი, "ავსტრიელთა იბრაჰიმოვიჩი" მარკო არნაუტოვიჩი ძალზე მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოს ნაკრებს:

"ჩემთვის საქართველოს ნაკრები ჯგუფში ყველაზე ძლიერი მეტოქეა. მათ უნდა მოეგოთ ირლანდიელებთან მატჩში. ამ გუნდს უნდა მოეგო უელსისთვისაც. არ შეიძლება ამ გუნდის დაუფასებლობა, თითქოს, საქართველო სუსტი მეტოქეა.

მათ აქ დასაკარგავი არაფერი ჰქონდათ, ჩამოვიდნენ აქ ქულებისთვის. მათ სუპერკონტრშეტევა შემოგვთავაზეს", - განაცხადა არნაუტოვიჩმა.

არნაუტოვიჩს მარტინ ჰინტერეგი ეთანხმება: "იგი 100%-ით მართალს ამბობს".

მკითხველის კომენტარები / 19 /
საქართველოში ყოვეთვის იყვნენ და არიან ძალიან კარგი ფეხბურთელები, მაგრამ სამწუხაროდ აქამდე ვერ შეიქმნა შესაბამისი დონის ნაკრები. ერთ დროს უნგრეთი აზანზარებდა ევროპას, მაგრამ კრიზისში ჩავარდა დიდი ხნით.(მგონი ნელ-ნელა ბრუნდება), იგივე ითქმის რუმინეთზე. დანია იყო უსახური გუნდი, მაგრამ 70-იან წლებში შემოიღეს პროფესიონალიზმი, მაგრად მოჰკიდეს ხელი და შედეგიც მიიღეს. თურქეთის მაგალითის მოტანაც შეიძლება. ამას იმიტომ ვამბობ, რომ თანამედროვე ფეხბურთი გარდა ტექნიკის, ტაქტიკის და ფიზიკური მომზადებისა მრავალ კომპონენტს შეიცავს. საჭიროა ფეხბურთის მესვეურების მუხლჩაუხრელი, პატიოსანი მუშაობა და შედეგიც მოვა. ქართული ნიჭი აუცილებრივ გაიმარჯვებს.
მერაბი
12 სექტემბერი 2017 11:55
0
მარკო არნაუტოვიჩს სმენა არა აქვს ბიჭო.
ზუროსი სიკოსი და მუსიკოსი
09 სექტემბერი 2017 05:46
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული