ელგუჯა გუგუშვილი: ვაისი უნდა დარჩეს!

AutoSharing Option
მწვრთნელი და მეცნიერი ელგუჯა გუგუშვილი, "ლელოსთან" საუბარში საინტერესოდ აფასებს საქართველოს ეროვნული ნაკრების ასპარეზობას მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში. გარდა ამისა, როგორც გუგუშვილმა გვითხრა, საჭირო და აუცილებელია ქართული ფეხბურთის განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავება...

"თავდაპირველად შედეგზე ვთქვათ. საქართველოს ნაკრებმა შესარჩევ ციკლში ჩაატარა 8 მატჩი. მარტივი მათემატიკაა - გუნდს შეიძლებოდა ჰქონოდა 24 ქულა და აქვს მხოლოდ 5. დაკარგულია 19 ქულა. რა თქმა უნდა, ეს ვერ ჩაითვლება კარგ შედეგად და ამაზე ორი აზრი არც შეიძლება იყოს...

ახლა ჩვენ წინაშე დგება საკითხი - როგორ უნდა მოხდეს ქართული
ფეხბურთის განვითარება სამომავლოდ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და სათუთი თემა, რომელსაც განსაკუთრებული მიდგომა სჭირდება. უნდა მოხდეს ჩვენი ფეხბურთის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმის შემუშავება...

ამ დროისთვის, საქართველოს ნაკრებს არ ჰყავს ურიგო შემადგენლობა. სამწვრთნელო შტაბის მთავარ ამოცანას უნდა წარმოადგენდეს ის, რომ ფეხბურთელებს მოუხსნან ფსიქოლოგიური წნეხი და კომპლექსი. სხვანაირად რომ ვთქვათ, მეტი რწმენა უნდა გვქონდეს, რომ გამარჯვების მოპოვება შეგვიძლია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი...

მინდა, გამოვეხმაურო საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვლადიმირ ვაისის თემას. ახლა ბევრი მსჯელობს იმაზე, უნდა დარჩეს თუ არა ის ეროვნული გუნდის სათავეში. ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ საქართველოს ნაკრებს არ აქვს შედეგი, მაგრამ მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე, არამც და არამც, არ შეიძლება ნაკრებიდან ვაისის გაშვება.

უბრალოდ, მან კონკრეტულ დეტალებს მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს, მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს ის ფეხბურთელები, რომლებიც ამჟამად მის განკარგულებაში არიან. კონტინგენტი ისეთი გვყავს, რომ მათ რეალურად შეუძლიათ ქართველი ქომაგის გახარება...

ცალკე თემაა მწვრთნელების განათლება საქართველოში. კი, ჩვენთან არის სამწვრთნელო კურსები და სერტიფიკატსაც ვაძლევთ მწვრთნელებს, მაგრამ არ ხდება მათი ცოდნის პერიოდულად შემოწმება. ერთი-ორი წლის შემდეგ ავიწყდებათ ადრე ნასწავლი და ეს ადამიანის ჩვეულებრივი თვისებაა...

რაც შეეხება ზოგადად ნაკრების გამოსვლის შეფასებას ამ ორ შეხვედრაში - ფეხბურთის მთავარი არსი არის გამარჯვება! შესაბამისად, ორი ფრე ვერ ჩაითვლება იდეალურ შედეგად, თუმცა ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ მეტოქეთა ძალაც...

- ავსტრია-საქართველო 1:1 - კოლერის კილერი [VIDEO]
- საქართველო-ირლანდია 1:1 - მოგებაც შეიძლებოდა [VIDEO]

ჩვენ ვლაპარაკობთ ტექნიკაზე, ჩემი აზრით, აუცილებლად უნდა განვაზოგადოდ ეს თემა. ტექნიკის თვალსაზრისით, მე ვერ ვუწოდებ "სრულყოფილს" ისეთ გუნდს ან ფეხბურთელს, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ფლობს ბურთს. დღევანდელ ფეხბურთში მთავარია სისწრაფე, გადაწყვეტილების სწრაფად მიღება...

ვიტყვი ტაქტიკაზეც. ჩემი დაკვირვებით, ბოლო ორი მატჩი საქართველოს ნაკრებმა აბსოლუტურად ერთნაირი ტაქტიკით ითამაშა. ზემოთ მე ვთქვი, რომ ვაისის გაშვება დღეს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, მაგრამ ეს არ გვიშლის ხელს, გავაანალიზოთ მისი მუშაობა და ვიმსჯელოთ, თუნდაც კრიტიკულად...

გარკვეულწილად მე დავინახე ამ ორ თამაშში ტაქტიკური შაბლონი და, პირდაპირ უნდა გითხრათ, ეს არ მომწონს. ჩემი აზრით, მწვრთნელი ტაქტიკას უნდა არჩევდეს მისი მოწინააღმდეგიდან გამომდინარე და ერთ ხაზს მკაცრად არ უნდა მიჰყვებოდეს...

ის კი არა, მატჩის მიმდინარეობის დროსაც უნდა იცვლებოდეს ტაქტიკური მონახაზი იმის მიხედვით, თუ რა ხდება მოედანზე. თუნდაც მატჩის მიმდინარეობის დროს მწვრთნელი მუდმივი ძიებისა და აზროვნების პროცესში უნდა იყოს, არ უნდა მოერიდოს თამამ გადაწყვეტილებებს", - გვითხრა ელგუჯა გუგუშვილმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
იყო ნორმალური გუნდი,იყო ნორმალური მწვრთნელი-ცხადაძე,მაგრამ გააჩერა კალაძე-კობიაშვილმა? 4 ქულისთვის ჩამოიყვანეთ ვაისი? გამარჯვების გემო დაავიწყდა ქართველ გულშემატკივარს. და მთავარი ჯიბეში რომ მიგაქვთ უზარმაზარი თანხები,ქუთაისში გააკეთეთ უფასო ფეხბურთის აკადემია და ეშველება ქართულ ფეხბურთს!
მართალი
22:56 08-09-2017
3
ბატონ ელგუჯას ძნელია არ დაეთანხმო. როცა მწვრთნელის შეცვლაზე ფიქრობ, მთავარი იმის გათვალისწინებაა ვინ უნდა შეცვალოს იგი. როცა ყოველ დახარჯულ კაპიკს მივტირით შეზღუდული თანხით უკეთეს მწვრთნელს ვერ მოვიყვანთ და რაღა აზრი აქვს მის შეცვლას? ჩვენს ჯგუფში მყოფ არცერთ გუნდთან ჩვენი ნაკრები მათზე სუსტად არ გამოიყურებოდა. ვთვლი რომ პრაქტიკულად ყველა თამაშში მოწინააღმდეგეს თუ არ ვაჯობეთ, მათზე უარესად ნამდვილად არ გამოვიყურებოდით. უამრავი მიზეზია იმისა, თუ რატომ გვაქვს ასეთი შედეგი. უთამაშებლობა, სუსტი ფიზიკა, ტრავმები, უიღბლობა და ა.შ. მთავარი კი მგონი ფეხბურთელებში დიდი ხნის ჩამოყალიბებული მენტალიტეტია, როცა მათ თვითონ ბოლომდე არ სჯერათ, რომ შეუძლიათ. რაც არ უნდა დაგვიჯდეს აუცილებელია მაღალი დონის ფსიქოლოგის მოყვანა ნაკრებში, ცოტა იღბალიც და მდგომარეობა გამოსწორდება და გამარჯვებებიც მოვა, რაშიც დარწმუნებული ვარ.
grisha dedakimovi
16:48 08-09-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული