საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგის ასეულს მიუახლოვდა

AutoSharing Option
დღეს ფიფამ "ფიფა-კოკა კოლას" რეიტინგ-ლისტი გამოაქვეყნა. წინა თვესთან შედარებით, საქართველოს ნაკრებს შესამჩნევი წინსვლა აქვს - 9 საფეხურით დაწინაურდა და 103-ე პოზიციაზეა.

ვლადიმირ ვაისის გუნდს 328 სარეიტინგო ქულა აქვს და საზიაროდ მაკედონიასთან იყოფს 103-ე პოზიციას.

რეიტინგ-ლისტში ეროვნული გუნდის წინსვლა მუნდიალის შესარჩევ მატჩებში ირლანდიასთან (1:1) და ავსტრიასთან (1:1) ფრედ დასრულებულმა შეხვედრებმა გამოიწვია.

ტოპ-10
1. გერმანია - 1606
2. ბრაზილია - 1590
3. პორტუგალია - 1267
4. არგენტინა - 1399
5. ბელგია - 1194
6. პოლონეთი - 1250
7. შვეიცარია - 1210
8.
საფრანგეთი - 1208
9. ჩილე - 1195
10. კოლუმბია - 1191
... 13. უელსი - 1089
... 32. სერბეთი - 789
... 34. ირლანდია - 769
... 57. ავსტრია - 632
... 156. მოლდოვა - 148
მკითხველის კომენტარები / 7 /
მარტივი ლოგიკა ვინც პიქრობს რომ დაბალი რეიტინგი გვაწყობს.დალოცვილებო რაგბში ვიხვეწებით ძლიერებს გვათამაშეთქო რომ გავიზარდოთ როგორც გუნდი და ფეხბურთში დეგრადაციას ვიტხოვთ ისედაც არ გვაკლია.ამიტომ მოგება და დზლიერ ჯგუფში მოხვედარ სამაგიეროდ შესარჩევში მოვხვდებით იოლში თუ დავწინაურდებით რეიტინგში
xoneli
05 ოქტომბერი 2017 12:50
0
ამ წუთის მდგომარეობით საკმარისია კიდევ 20 საფეხურით წავიწიოთ წინ (რაც შინ უელსთან გამარჯვების შემთხვევაში რეალურია) და C ჯგუფში აღმოვჩნდებით და ეს ერთადერთი შანსია ქართული ფეხბურთის გადარჩენის კი არა და გადარჩენის პერსპექტივის შენარჩუნებისა, რადგან არც მაჩანჩალებს შორის პირველობაა დიდი ნუგეში და ჩვენისთანა ბედოვლათებისთვის არც ეს პირველობაა ლანგრით მორთმეული. როგორ უნდა განვვითარდეთ, თუ მხოლოდ კოსოვოს და ჰიბრალტარს შევეჯიბრებით? ძალიან ცუდი გათვლაა, თითქოს D ჯგუფში მოხვედრა რამე სიკეთეს გვიქადდეს. სად გაგიგიათ ლაჩრებს შორის უმამაცესის, ან გონჯთა შორის უმშვენიერესის ქებათა ქება?! თუ განვითარება გვსურს, C ჯგუფში მოსახვედრად უნდა ვიკლავდეთ თავს და მერე იქ ვიბრძოდეთ თავგამეტებით პირველობისა და კიდევ უფრო ელიტურ დივიზიონში გადაკვალიფიცირებისთვის. D ჯგუფში ჩარჩენილი საქართველოსთვის ორიოდე ციკლიც იკმარებს, რომ ავსტრიასთან რის ვაი-ვაგლახით გაგორებული ფრე ლამაზ და განუმეორებელ ლეგენდად იქცეს. ქართული ფეხბურთი საბოლოოდ მოკვდება და და სადღაც ლიხტენშტეინსა და სან-მარინოს შორის ჰპოვებს სამუდამო განსასვენებელს.
cotne
15 სექტემბერი 2017 05:47
0
რამხელა შეღავათია. გიხაროდენ!
TanoLife
14 სექტემბერი 2017 22:20
2
ნუთუ გჯერათ, რომ უეფას მხრიდან ამხანაგურების გაუქმება და დახურული სისტემის შემუშავება ევროპალიგითვის (არაჩემპიონების ჩემპიონთა ლიგაზე ხომ ლაპარაკიც არ ღირს) რამე კარგს მოუტანს ფეხბურთს ზოგადად და ცალკე აღებულ ჩვენს ნაკრებს?! დიდი ხანია უეფა და ფიფა ფეხბურთის განვითარების ნაცვლად რაგბის 6 ერის მსგავსად მხოლოდ გაუმაძღარი ბობოლების ინტერესების დაცვაზე უფრო ფიქრობს და ფეხბურთიც როგორც ასეთი მთელ რიგ ქვეყნებში სულს ღაფავს. ეს ნაკრების შანსი კი არა ზოგადად მეტასტაზების გაღრმავებას ნიშნავს მხოლოდ და განვითარების ნაცვლად, მხოლოდ გაზრდის მსაჯების როლს და განვითარებისთვის არათანასწორ პირობებში ჩააყენებს მთელ რიგ ქვეყნებს. განა ბევრი მტკიცება უნდა რომ სუსტ ნაკრებებთან თამაში იმ პირობებში, როდესაც გაუქმებულია ამხანაგური თამაშები, კლასის ამაღლების ნაცვლად კიდევ უფრო დაქვეითებას შეუწყობს ხელს?
ზვიადი
14 სექტემბერი 2017 22:17
5
სანამ ნაკრები არ გამოასწორებს თამაშს მანამდეს სულ ასე ვიქნებით რეიტინგში წინსვლისთვის საჭიროა თამაშების მოგება და ქულების დაგროვება რაც უფრო წინ არის გუნდი რეიტინგში მით უფრო მეტად უმართლებს კენჭისყრაზე ამ შესარჩევ ციკლში მაქსიმუმ მე 4 ადგილი რომ დავიკავოთ ეს კარგი შედეგი იქნება ჩვენი დონის ნაკრებისთვის და რეიტინგშიც წინ წავალთ.
giorgi
14 სექტემბერი 2017 17:59
0
ვაი ჩვენი ცოდვა.....იმდენს ვიზამთ რო ცე დივიზიონში ამოვყოფთ თავს ....
ქუთაისი
14 სექტემბერი 2017 17:36
2
ისე არ ვქნათ, რომ მე-4 დივიზიონიდან მე-3-ში გადავიდეთ :) მეოთხე ჩვენი შანსია :)
1
14 სექტემბერი 2017 17:05
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული