103-ე ადგილი ვლადიმირ ვაისის მწვრთნელობის პერიოდში დაფიქსირებული საუკეთესო მაჩვენებელია
გუშინ, 14 სექტემბერს გამოქვეყნებულ "ფიფა-კოკა კოლას" განახლებულ რეიტინგში საქართველოს ნაკრები 9 ადგილით დაწინაურდა: თუკი აგვისტოში "ჯვაროსნები" 112-ე ადგილზე იყვნენ, ახლა 103-ეზე არიან...

- საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგის ასეულს მიუახლოვდა

ეს ვლადიმირ ვაისის მწვრთნელობის პერიოდში დაფიქსირებული საუკეთესო მაჩვენებელია. ნაკრებს სარეიტინგო ქულები 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ბოლო ორმა შეხვედრამ შემატა: წინსვლის საფუძველი შინ ირლანდიასა (1:1) და გასვლაზე ავსტრიასთან (1:1) ფრედ დასრულებული მატჩები გახდა.

საინტერესოა, რომ "ჯვაროსნებმა" 28 მარტის შემდეგ 5 შეხვედრა ჩაატარეს და ერთიც არ წააგეს: ირლანდია-ავსტრიამდე საქართველომ ლატვიასთან (5:0) და სენტ კიტსსა და ნევისთან (3:0) ამხანაგურები მოიგო, ხოლო მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩში გასვლაზე ფრედ (2:2) ითამაშა მოლდოვასთან.

მეხუთე: ჯგუფშიც და ცხრილშიც

ახლა ვნახოთ, რომელ პოზიციებზე იმყოფებიან 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში (D ჯგუფი) ჩვენი გუნდის მეტოქეები. საინტერესოა, რომ ექვს გუნდს შორის რეიტინგში საქართველო მე-5 ადგილზეა, ისევე, როგორც D ჯგუფის ცხრილში.

D ჯგუფი

ნაკრები აგვ სექ +/-

13 უელსი 1089 951 +5

32 სერბეთი 789 713 +10

34 ირლანდია 769 816 -5

57 ავსტრია 632 723 -20

103 საქართველო 328 290 +9

156 მოლდოვა 148 154 +3

პოსტსაბჭოეთი

საქართველომ პოსტსაბჭოელებში არსებული პოზიციაც გაიუმჯობესა და 15 "მოძმე რესპუბლიკას" შორის მე-8 ადგილზეა.

პოსტსაბჭოთა ქვეყნები

ნაკრები აგვ სექ +/-

24 უკრაინა 888 843 +3

64 რუსეთი 558 590 -2

69 უზბეკეთი 511 579 -5

77 ბელორუსი 454 503 -6

83 სომხეთი 414 480 -11

84 ესტონეთი 413 334 +14

92 აზერბაიჯანი 388 427 -13

103 საქართველო 328 290 +9

120 ლიტვა 266 333 -21

122 ყირგიზეთი 260 248 +6

126 ყაზახეთი 254 308 -21

136 თურქმენეთი 221 200 +5

140 ტაჯიკეთი 213 180 +11

148 ლატვია 182 242 -17

156 მოლდოვა 148 154 +3

საინტერესოა, რომ რეიტინგში გვისწრებენ სირია (75), ლიბია (81), ყატარი (85), ბენინი, კენია და ნაომარი ერაყი (88-90), პალესტინა (91), ფარერები (93), მავრიტანია (98), ლუქსემბურგი და მადაგასკარი (101-102), თუნდაც აზერბაიჯანი, სომხეთი და ესტონეთი.

საუკეთესო და უარესი რეიტინგები

"ფიფა-კოკა კოლას" რეიტინგში საქართველოს საუკეთესო შედეგი 42-ე ადგილი იყო, რომელიც 1998 წლის თებერვალში დაფიქსირდა.

დავით ყიფიანის ხელში "ჯვაროსნების" წინსვლა 1997 წლის 14 ივნისის (როცა გასვლაზე პოლონეთთან 1:4 წავაგეთ) შემდეგ დაიწყო. 10 სექტემბერს თბილისში იტალიასთან 0:0 ვითამაშეთ, 24 სექტემბერს გასვლაზე 9 კაცით დარჩენილმა ყიფიანის გუნდმა (კახა კალაძე და გიორგი ქინქლაძე გააძევეს) მოლდოვას თემურ ქეცბაიას გოლით მოუგო 1:0, ხოლო 11 ოქტომბერს თბილისში პოლონეთს 3:0 სძლია (ა. არველაძე, ცხადაძე, ქეცბაია).

მაგრამ მოხდა მოულოდნელი რამ: გუნდში დისციპლინის არქონის გამო(?!) ყოფიანი გაათავისუფლეს და 1998 წლის დასაწყისიდან ნაკრები ვლადიმერ გუცაევმა ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით "ჯვაროსნებმა" საკონტროლო შეხვედრები საუკეთესოდ ჩაატარეს: თებერვალში, მალტის საერთაშორისო ტურნირზე ლატვიას გოჩა ჯამარაულის დუბლით 2:1 მოვუგეთ, ორ დღეში ალბანეთს - 3:0 (ქეცბაია, ყაველაშვილი, იაშვილი), ხოლო მასპინძელ მალტას - 3:1 (ყაველაშვილი - 2, ჯამარაული) ვძლიეთ. მერე იყო 1:1 (ქინქლაძე) ტუნისთან გასვლაზე და ასევე 1:1 (ზაზა ჯანაშია) თბილისში რუსეთთან.

1997 წლის ოქტომბერში საქართველო 20 ადგილით დაწინაურდა, ხოლო 1998 წლის ამხანაგურების შემდეგ კიდევ 14 საფეხურით მაღლა ავედით, ანუ ჯამში +34. საერთოდ, რეიტინგში 1994 წელს ჩაგვრთეს და პირველ წელს, მაისში, 2-2 მოგება-წაგებით 27 ადგილით დავწინაურდით, 1995 წლის ოქტომბერში - 23 ადგილით.

მაგრამ ფიფას სტატისტიკით, საუკეთესო ნახტომი კახა ცხადაძის ხელმძღვანელობის დროს გვქონდა, როდესაც გუნდმა რეიტინგში პოზიცია ერთბაშად 37 ადგილით გაიუმჯობესა.

ფიფას სტატისტიკას თუ ვენდობით, ნაკრებს ყველაზე დიდი უკუსვლა 2015 წლის აპრილში, თემურ ქეცბაიას მწვრთნელობის დროს ჰქონდა, როცა ერთდროულად 22 პოზიციით დავქვეითდით.

საუკეთესო ნახტომი

წელი თვე (მწვ) +/-

2015 ოქტომბერი (ცხადაძე) +37

2007 ოქტომბერი (ტოპმიოლერი) +33

1994 მაისი (ჩივაძე) +27

2010 სექტემბერი (ქეცბაია) +21

დიდი ჩავარდნა

წელი თვე (მწვ) +/-

2015 აპრილი (ქეცბაია) - 22

2012 აპრილი (ქეცბაია) - 21

2008 ოქტომბერი (კუპერი) - 20

საუკეთესო ადგილი

1998 თებერვალი 42

უარესი ადგილი

2015 ივნისი 154

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

შაკო
ბევრი აკლია ამ სიას, თუნდაც რომან ფიფია და ილია კოკაია
ხოხერ
მილიარდერი უვიცებო!
პრემიემინისტრი
სქართველოს სახელმწიფო ვალი 5 მილიარდ $ შეადგენს და ამდენი მსუყე ქონიანი ხალხი ყოლია,ცოტა ჩამოითალონ რა მოხდება რო!!??
ბერო
არ დაგეზარა მაინც ჰააააა!!?? რა უბედურებაა მაგდენი 10 წლის საქართველოს ბიუჯეტი ჩამოწერე.
daTo
აი ამდენი მილიონერი და მილიარდელი გყავს და ერთმა მაინც რომ გაიღოს ფული რაღაცა ეშველებოდა ფეხბუთს მარტო ერთი ბიძინა არ გვყავს :))))) .ბიძინა ივანიშვილი- 8.000.000.000$ 2.ტარიელ ვასაძე-5.000.000.000$ 3.ნიკოლოზ გოგიტიძე-4.000.000.000$ 4.თემურ სეფიაშვილი-3.100.000.000$ 5.დავით იაკობაშვილი-2.700.000.000$ 6.თენგიზ ხასაია-2.500.000.000$ 7.ზურაბ წერეთელი-2.000.000.000$ 8.დავით ჟვანია-1.000.000.000$ 9.გიორგი ჯოხთაბერიძე-1.000.000.000$ 10.ანზორ კიკალაშვილი-1.000.000.000$ 11.კახა ბენდუქიძე-900.000.000$ 12.თამაზ სომხიშვილი-325.000.000$ 13.აბრამ ნანიკაშვილი-320.000.000$ 14.დავით ბეჟაშვილი-300.000.000$ 15შოთა ბოტერაშვილი-270.000.000$ 16 ბუტა ელიავა-250.000.000$ 17ლევან ვასაძე-225.000.000$ 18.თემურ ქარჩავა-210.000.000$ 19. მიშა მირიაშვილი-200.000.000$ 20.მამუკა ხაზარაძე156.000.000 21.ვალერი მელაძე-150.000.000$ 22.პანტიკო თორდია-150.000.000$ 23.კახა ოკრიშვილი100.000.000$ 24.ფრიდონ ინჯია-100.000.000$ 25.ვანო ჩხარტიშვილი-100.000.000$ 26.პაატა კურტანიძე-100.000.000$ 27.სანდრო მეჯევიძე-100.000.000$ 28.ტარიელ ონიანი-100.000.000$ 29.ალექსანდრე ებრალიძე-82.000.000$ 30.მაია რჩეულიშვილი-80.000.000$ 31.ლაურა გაჩავა-60.000.000$ 32.თემურ უგულავა-60.000.000$ 33.გოგი თოფაძე-50.000.000$ 34.კოტე გოგელია-50.000.000$ 35.ნუგზარ შევარნადძე-50.000.000$ 36.ლაშა პაპიაშვილი-50.000.000$ 37.ვანო ზოდელავა-50.000.000$ 38.ილო მოსიაშვილი-50.000.000$ 39.გოგი ლიპარტელიანი-50.000.000$ 40.თამაზ გაიაშვილი-42.000.000$ 41.კახი კალაძე-40.000.000$ 42.გია შერაძე- 25.000.000$ 43.ლევან პირველი-22.000.000$ 44.აკაკი ჩხაიძე-20.000.000$ 45.ავთანდილ ჯორბენაძე-20.000.000$ 46.თემურ აპსაძე-20.000.000$ 47.არჩილ გეგენავა-15.000.000$ 48.ირაკლი იაშვილი-15.000.000$ 49.ალეკო გოცირიძე-10.000.000$ 50.ლევან გაჩიჩილაძე - 10.000.000$
ხეთა
1998-ში ყიფიანი და ძოძუაშვილი განთავისუფლეს მოტივაციით რომ გუნდში დისციპლინა არ ქონდათო(მერე გუცაევიც გაუშვეს იმან რაღა დააშავა?), მაშინ ვაისითან რა მოტივაციით აგრძელებენ კონტრაკტს (ყიფიანი 5 ვაის გამოიჭრიდა)!!!???
პოლო
რაც არ უნდა ვაქოთ ნაკრები და მოთამაშეები ვაისმა ეს შესარჩევი ჩააგდო და რაც გასამრჯელო აღო არ გაამართლა და აი რატომ: შევადაროთ საქართველო და სირია ქვეყანა რომელშიც ომია გაჩაღებული და ხალხი იხოცება (ვის ცალია ფეხბურთისთვის). სირიის ნაკრები თავის ჯგუფში იმყოფება მესამე ადგილზე და დიდი ალბათობით გავა მსოფლიოზე ამავე დროს ჯგუფში ჩატოვებს უზბეკეთს, ჩინეთს !!!!!! და ყატარს!!! (ეს ბოლო ორი ქვეყანა ფულით არის გაძეძგვილი), ბოლო შეხვედრა სირიამ 2-2 ითამაშა ირანთან და ფიფას რეიტინგში მე-75 ადგილზეა (საქართველო 103-ე ადგილზეა). ეხლა ვთქვათ სირია ბეჭდავს ნიჭირ მოთამაშეებს თუ მათმა მწრთვნელმა გაქნა ნაკრები ასე? ღმერთმა ომი გვაშოროს და სირიის დგეში ნუ ჩაგვაგდოს მაგრამ თუ გავცვლით ორი ქვეყნის მდგომარეობას მემგონი საქართველო კაი ხანი ფეხბურთს არ ითამაშებდა საერთოდ. აი რატომ უნდა წავიდეს ვაისი და არ უნდა შევხაროდეთ ამ ჩანჩალა ჯგუფში 5 ქულას. სხვათა შორის უზბეკეთის ნაკრების მწრთნელი სამველ ბაბაიანი გაანთავისუფლეს თანამდებობიდან თავის შტაბთან ერთად! მიზეზი-უზბეკეთი ვერ გავიდის ჯგუფიდან მსოფლიო ჩემპიონატზე! ფიფას რეიტინგში უზბეკეთი 69 ადგილზეა!!!!!!!!!!!!!
ზაალი
მილიარდელების რა მოგახსენოთ, მაგრამ მილიონერები (კახა კალაძის ცათვლით), სამაოზე ბევრია საქართველოში, თუმცა მათ ფეხბურთი ერთ ადგილზე კიდიათ.

რეიტინგის სისტემა ფიფას შესაცვლელი აქვს და აღიარეს კიდეც. რა მავრიტანია, მადაგასკარი და პალესტინა, საერთოდ როგორ ანიჭებენ ქულებს?
უამრავი მილიარდელი არა........
"უმარავი მილიარდელი ქართველი გყავს", გვამცნობს ერთი ადამიანი (daTo), თუმცა ყველასათვის ცნობილია, რომ ოფიციალურად მილიარდელი მხოლოდ ერთი ეთნიკურად ქართველია (ბიძინა-ბორის ივანიშვილი), ერთიც აწ განსვენებული ქართველი ებრაელი არკადი (ბადრი) პატარკაციშვილი. სხვათა შორის არკადიმ ჩადო ფული "დინამო"-ში ანუ შეიძინა გუნდი, მაგრამ მისი სიკვდილის შემდეგ ოჯახმა მოიშორა ეს "ტვირთი".
N
ამიერკავკასიაში რომ ბოლო ადგილზე ვართ, ეს არ არის აღსანიშნავი?!
ქუთაისი
აუ,ბიჯო...ეგენი იმდენს იზამენ,რომ ერთა ლიგაზე მეოთხე დივიზიონის მაგივრად მესამეში ამოვყოფთ თავს... ახლა გეიგიჟეს თავი მანდამაინც...
მერაბი
რეიტინგი ზოგადად მისაქცევია, ქვეყნის პრესტიჟის საკითხია. ამ პოტენციალით 60-იან ადგილებზე უნდა ვიყოთ. მთავარია გუნდს თავდაჯერებულობა მოემატოს.
ფეოლა
ელვისებურ თავდასხმას და გრიგალისებურ გარღვევას გაუმარჯოს!
avto
ქეცბაიას შედეგებს იმკის დღესაც ნაკრები კიდევ ითვლება ეგ შედეგები აი ნახეთ 2019 წლისთვის 60-ეულში ვიქნებით ქეცბაიას შედეგები რომ გაუქმდება
daTo
რეიტინგს დიდიხანია აღარ ვაქცევ ყურადღება იყო დრო როცა 30 ადგილზე ვიყავით წარსულში და 100 შიც მაღალი პოზიციები გვეკავა,მაგრამ მაინც ვერ ვახერხებდით ვერსად გასვლას და თან მითუმეტეს მაშინ ბევრად უფრო ძლირი ნაკრები გვყავდა სანამ ქართულ ფეხბურთში საკლუბო დონეზე არ ჩაიდება ფული და არ განვითარდებიან კლუბები და არ გაჩნდება ძლიერი გამოცდილი რეზერვი იქამდე ჩვენ სულ ასე ვიწვალებთ უმარავი მილიარდელი ქართველი გყავს მარა ფეხბურთში ფულის ჩადება არავის უნდა სახელმწიფოს მიერ ჩადებული ფული კი არ არის საკმარისი ძლიერი ჩემპიონატის ჩამოსაყალიბებლად აგრე აზერბაიჯანელებმა ჩადეს ფული საკლუბო დონეზე და შედეგიც დაიდო აზერბაიჯანულმა გუნდებმა დაიწყე ევროპა ლიგაზე ჯგუფში გასვლა წელს უკვე ჩემპიონთა ლიგაზეც გავიდნენ და ნაკრებმაც განიცადა პროგრესი მე 3 ადგილზეა თავის ჯგუფში და ჩვენ ისევ იგივე წრეზე ვბრუნავთ
რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?
სანიოლი: მივიღეთ პასუხები კითხვებზე - მხოლოდ 11 მოთამაშით მიზნებს ვერ მივაღწევთ
[VIDEO] საქართველოს ნაკრების არადამაჯერებელი თამაში და ფრე კაბო-ვერდესთან
7-ქალა | ისტორიული ლელო მაკარსკადან
კანავარომ შესაძლოა, რუსული კლუბი გაწვრთნას
"ნაპოლი" სუდაკოვს არ შეიძენს
ოდიშარია: მეტოქეს არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ
სვანაძე: საფრანგეთთან ზედმეტი მოტივაცია არ გვჭირდება - სულ სხვა ასპარეზი იშლება ჩვენს წინაშე
გატუზო იტალიის ნაკრებს ოფიციალურად ჩაუდგება სათავეში
კვერნაძეს სერია A-ს გუნდში გადასვლის შანსი აქვს - ბევრი რამ ევროპირველობაზე მის თამაშზე იქნება დამოკიდებული
"დილას" იტალიელი მწვრთნელი ჩაუდგა სათავეში
20 წ. | ბოლო რეპეტიცია მსოფლიომდე
[VIDEO] მსაჯების უსამართლო გადაწყვეტილება - სარდალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს ნაადრევად გამოეთიშა
ტრაგედია მიხეილ აშვეთიას ოჯახში...
"ასეთი რაღაც როგორ შეიძლება?" - გვარდიოლამ ესპანური კლუბები გააკრიტიკა
[VIDEO] "რეალმა" არნოლდი წარადგინა - ინგლისელმა პრესკონფერენციაზე ყველა გააკვირვა
"36 წლის ძიუბა ბევრ ევროპულ გრანდს გააძლიერებდა" - ბრაზილიელ აგენტს არტიომის იმედი აქვს
"ნაპოლი" "ლივერპულის" კიდევ ერთი შემტევის გადაბირებას შეეცდება
შენგელიას 29 ქულა და MVP-ის ტიტული | "ვირტუსმა" ფინალური სერია მოგებით გახსნა
კიეზას "ლივერპულში" თამაში არ უწევს და "ნაპოლიში" გადასვლა სურს
"მეფე აქ არის" - "ნაპოლიმ" დე ბრუინი დაიმატა
ასეთი შეხვედრა მოუწყვეს "კვარას" და პსჟ-ს აშშ-ში - ლუის ენრიკე პარიზში გამარჯვებული დაბრუნებას აპირებს
კვარაცხელია მსოფლიო ჩემპიონატს იწყებს - მესისთან დაპირისპირების შანსი
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
15 ფეხბურთელი, რომლითაც კავკასია ამაყობს
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
მატჩის დღე. საქართველო VS ფარერები - ლორიასთან დამშვიდობება
ვლადიმირ ვაისი: ჯოჯოხეთი გველის, მაგრამ სასწაულის მოხდენას შევეცდებით
ბუდუც დაგვაკლდა - სავარაუდო შემადგენლობა ფარერებთან
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
ქართველი ზიდანი თუ ფრანგი ყიფიანი - რომელია უფრო სწორი ეპითეტი?
ქართველმა ფეხბურთელმა სიმსივნე დაამარცხა და მოედანს დაუბრუნდება! - 22 ოქტომბრის დაიჯესტი
ნაკრების დებიუტანტები ახლო ხედით - ბიჭი, ვისზედაც ევროპა საუბრობს...
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
მატჩის დღე! საქართველო VS კაბო-ვერდე
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია
რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?
"თამაშის სტილით ყიფიანს შევადარებდი" - მიხეილ აშვეთია ხვიჩა კვარაცხელიაზე
საბჭოთა კავშირის საუკეთესო ნაკრები 5 ქართველით - და როგორ გაწირა ბესკოვმა ყიფიანი...
"როდესაც გადაწყვიტეს, რომ გამხდარიყვნენ მწვრთნელები, თავიანთ განვითარებაზე უნდა ეზრუნათ...მათ დიდი წვლილი, პასუხისმგებლობა მიუძღვით, აი, იმ თაობის სათანადოდ ვერგამოყენებაში..." - რა განაცხადა გიორგი გველესიანმა ალექსანდრე ჩივაძესა და დავით ყიფიანზე?