დასწრება და ბილეთი: რა ღირდა საქართველოს ნაკრების გასვლით მატჩებზე ყოფნა

AutoSharing Option
დაიწყო საქართველო-უელსის მატჩის ბილეთების გაყიდვა, რომელიც 5-დან 25 ლარამდე მერყეობს.

საინტერესოა მუნდიალი 2018-ის საკვალიფიკაციო ეტაპის დროს საქართველოს ნაკრების გასვლით შეხვედრებში რა ღირდა ბილეთები და რამდენი ადამიანი ესწრებოდა მატჩებს. ასევე თუ როგორ გვხვდება სერბეთი და რა ღირს ბელგრადის სტადიონზე ბილეთები.

- საქართველო - უელსი - ბილეთების გაყიდვა დაიწყო

გთავაზობთ დეტალურ ინფორმაციას საქართველოს ნაკრების გასვლითი მატჩებიდან.

ირლანდია - საქართველო 1:0 : მატჩი 2016 წლის 6 ოქტომბერს დუბლინში "ავივას სტადიონზე" გაიმართა, რომლის ტევადობაც 51 700 ადგილია. თამაშს 39 793 ადამიანი დაესწრო, იგივე მატჩს
2015 წელს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში 27 200 ადამიანი დაესწრო. "დინამო არენაზე" მსოფლიოს საკვალიფიკაციოზე ირლანდიელიების წინააღმდეგ კი 19 669 ადამიანი შეიკრიბა. რაც შეეხება ბილეთებს ჩვენს ფულზე 30 ლარიდან 292 ლარამდე მერყეობდა. დუბლინში 527 612 ადამიანი ცხოვრობს.

Sportall.Ge

უელსი - საქართველო 1:1 : მატჩი 2016 წლის 9 ოქტომბერს კარდიფში "კარდიფ სითის სტადიონზე" გაიმართა, რომლის ტევადობაც 33 280 ადგილია. თამაშს 32 652 ადამიანი დაესწრო და თუ ისტორიას გავიხსენებთ 2008 წელს ამხანაგურ მატჩში 6438 ადამიანი ესწრებოდა. ხოლო 1994 წელს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში, რომელიც ქინქლაძის გოლით მოვიგეთ 8241 ადამიანი.

რაც შეეხება ბილეთის ფასებს ჩვენს ვალუტაზე, 66 ლარიდან იწყებოდა და 166 ლარამდე აღწევდა. კარდიფში 341 000 ადამიანი ცხოვრობს,

Sportall.Ge

მოლდოვა - საქართველო 2:2: მატჩი 2017 წლის 11 ივნისს  კიშინიოვში "ზიმბრუ არენაზე" გაიმართა, რომლის ტევადობაც 10 400 ადგილია. თამაშს 4 803 კაცი ადამიანი დაესწრო, რაც აღნიშნულ დაპირისპირებაში "დინამო არენაზე" მისული მაყურებლების მეათედია - 40 642. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ბილეთების ფასები 14 ლარიდან 56 ლარამდე იყო. კიშინიოვში 669 694 ადამიანი ცხოვრობს.

Sportall.Ge

ავსტრია - საქართველო 1:1: მატჩი 2017 წლის 5 სექტემბერს ვენაში "ერნსტ ჰაპელის სტადიონზე" გაიმართა, რომლის ტევადობაც 50 865 ადგილია. თამაშს 13 400 ადამიანი დაესწრო, რაც თბილისურ მატჩზე დამსწრეთა ნახევარია -28 500 ადამიანი. ბილეთის მინიმალური ფასი 64 ლარი იყო, ყველაძე ძვირი კი 164 ლარი ღირდა. ვენაში 1 767 000 ადამიანი ცხოვრობს.

Sportall.Ge

სერბეთი - საქართველო: მატჩი 2017 წლის  9 ოქტომბერს გაიმართება, ბილეთის ღირებულება 10 ლარიდან 30 ლარამდეა. მატჩი "რაჟკო მიტიჩის სტადიონზე" გაიმართება, რომლის ტევადობა 51 755 ადგილია. თბილისურ დაპირისპირებაზე 31 328 კაცი დაესწრო და ამ მატჩში სტუმრებმა 1:3 იმარჯვეს. ბელგრადში 1 369 000 ადამიანი ცხოვრობს.

ჩვენ ამ დღეებში შემოგთავაზებთ, თუ როგორ შეგეძლებათ იაფად დაესწროთ აღნიშნულ დაპირისპირებას ბელგრადში და რა უნდა გაითვალისწინოთ.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ბილეთის ფასი უნდა იყოს 15-დან 50 ლარამდე, ადგილების მიხედვით. 15 ლარზე(5 ევრო) ნაკლები უბრალოდ, ფეხბურთის შეურაცხყოფაა.
მათე
12:34 02-10-2017
0
ჩამოთვლილი დედაქალაქებიდან, თბილისის მოსახლეობა უფრო მეტია , სამწუხაროა ძალიან... ცუდ ტენდენციაზე მიუთითებს, აშკარად დეცენტრალიზაციაა საჭირო...(დაახლოებით იმდენივე ვართ, რამდენიც ვენაში) რაც შეეხება ბილეთებს , ავსტრიაში რომ ყველაზე ძვირი იქნებოდა, ლოგიკურიც იყო ^_^ და როგორც სჩანს პატივს არ გვცემენ მოწინააღმდეგეთა გულშემატკივრები , რადგან არ ესწრება ბევრი ხალხი, ეს კიდევ ძალიან ცუდია ...
ვახტანგი
20:48 01-10-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული