საქართველოს ნაკრები: ოქრიაშვილი გამოირიცხა, ანანიძე საეჭვოა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი თორნიკე ოქრიაშვილი უელსსა (6 ოქტომბერი, შინ) და სერბეთთან (9 ოქტომბერი, სტუმრად) სანაკრებო მატჩებს გამოტოვებს.

- ვლადიმირ ვაისმა უელსსა და სერბეთთან მატჩებისთვის 27-კაციანი სია გამოაცხადა

ნაცნობი სურათია - ახლოვდება თუ არა შესარჩევი მატჩები, საქართველოს ნაკრებს ტრავმების ეპიდემია უტევს. არადა, ოქრიაშვილმა სულ ცოტა ხნის წინ მოიშუშა მძიმე ტრავმა, "კრასნოდარს" დაუბრუნდა და გოლიც გაიტანა. ახლა კი ის ისევ დაშავდა ტულის "არსენალთან" შეხვედრაში.

- ოქრიაშვილი ისევ დაშავდა, რამდენად სერიოზულია მუხლის ტრავმა? [VIDEO]

ამ დროისთვის ღიად რჩება ჯანო ანანიძის საკითხი. ჩვენი
ინფორმაციით, ის თბილისში ჩამოვა და ამის შემდეგღა გაირკვევა, მისცემს თუ არა მას "სპარტაკში" მიღებული ტრავმა ამ ორ შეხვედრაში თამაშის საშუალებას.

"ანჟისთან" მატჩის შემდეგ "სპარტაკის" იტალიელმა მწვრთნელმა მასიმო კარერამ ტრავმირებულებზე ილაპარაკა. ეს ჯანოსაც ეხებოდა.

"რისკზე წასვლა არ გვსურს. ჩემპიონატში მალე პაუზა იქნება და ამ მოთამაშეებს ექნებათ დრო გამოჯანმრთელებისთვის. ახლა მალე ნაკრებები ითამაშებენ. ფედერაციებს უფლება აქვთ, ყველა ფეხბურთელი გამოიძახონ. უბრალოდ, ტრავმირებული მოთამაშეები თან წაიღებენ ცნობას, რომ მათ თამაში არ შეუძლიათ", - თქვა კარერამ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 14 /
ეჰ, ისევ გუგავა თუ გვიშველის
პენსიონერი
12:06 02-10-2017
5
გამოიძახოს ეხლა ვაისმა არაბიძე და ვაწაძე, დვალიშვილი და ლობჟანიძე კი უკან ყაზახეთში გაუშვას.
Dato
14:09 02-10-2017
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული