- ვლადიმირ ვაისი: ხვალინდელ მატჩში გამარჯვებას შევეცდებით
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩს უელსის ნაკრებთან 6 ოქტომბერს, "დინამო არენაზე" გამართავს.
"ხვალინდელი მატჩი ძალიან რთული იქნება, ვეთამაშებით ევროპის საუკეთესო გუნდს. მიუხედავად იმისა, რომ არ იქნება გარეთ ბეილი, უელსის ნაკრებში თამაშობს აარონ რემზი და სხვა ვარსკვლავები.
ძალიან სამწუხარო ამბავია ოქრიაშვილის ტრავმა, ყველა გვერდში ვუდგევართ მას და
ნაკრებში ძალიან კარგი ატმოსფეროა და დროა, ქართველ გულშემატკივარს სიხარული დავუბრუნოთ. წესით, ჯგუფიდან გასვლისთვის უნდა გვებრძოლა, მაგრამ უიღბლობამ შეგვიშალა ხელი. ფაქტია, რომ ჩვენ ძალიან კარგ თამაშს ვაჩვენებთ და გამარჯვებას ვიმსახურებთ.
ჩემს სათამაშო ფორმას რაც შეეხება, კლუბში არ ვთამაშობ, მაგრამ ინდივიდუალურად ვვარჯიშობ. ჩემთვის სასიხარულოა, რომ ვლადიმერ ვაისი მენდობა და ვეცდები, გავამართლო მისი იმედები.
ხვალ მატჩს უელსის 2000 ფანი დაესწრება. მინდა მოვუწოდო ქართველ გულშემატკივარს, რომ მოვიდეს და მხარი დაგვიჭიროს", - თქვა გვილიამ.
ჩვენი ნაკრების ბოლო თამაშები(განსაკუთრებით სულ ბოლო) იყო "კაჭისთვის" შესაფერი თამაში და ამიტომაც უფრო გამოჩნდა მისი ნიჭი.
რატომღაც ბურთის "თრევა" გვგონია ქართული ფეხბურთი, მაგრამ ქართული ფეხბურთის ლამაზი თამაში "ერთ შეხებაშიც" შეგვიძლია. აქ უფრო სჩანს ქართველების უდიდესი ნიჭი, სხარტი, გონება მახვილი და ცოტაც "ეშმაკური" აზროვნება.