"შედეგი მომეთხოვება, მაგრამ დააკვირდით, სად თამაშობენ თქვენი ფეხბურთელები"

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა 6 ოქტომბერს, უელსთან მატჩის შემდგომი პრესკონფერენცია "დინამო არენაზე" გამართა.

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში, საქართველოს ნაკრებმა უელსის ნაკრები მიიღო და 0:1 დამარცხდა.

- საქართველოს ნაკრებმა უელსთან ისტორიაში პირველად წააგო [VIDEO+PHOTO]

- წაგების მიზეზი იყო თუ არა ნახევარდაცვის ცენტრში უთამაშებელი ფეხბურთელების ყოფნა?
- რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო. სხვა გამოსავალი ამ მომენტისთვის არ გვქონდა, ძალიან ბევრი უთამაშებელი ფეხბურთელი გვყავდა. ამიტომ იყო თამაშის ხარისხი დაბალი და გადამწყვეტ მომენტში ბოლო პასი გვაკლდა. ამ ფაქტორმა
მთელს საკვალიფიკაციო ეტაპზე დიდი პრობლემები შეგვიქმნა.

ჩემს ფეხბურთელებს ვერ ვუსაყვედურებ, რადგან ისინი ბოლომდე დაიხარჯნენ.

- როგორ აღიქვამთ თქვენს პროფესიულ კარიერაში მსოფლიო ჩემპიონატის ციკლის მოგების გარეშე ჩატარებას?
-
დიახ, მე ვარ მწვრთნელი და მომეთხოვება შედეგი, მაგრამ დააკვირდით, სად თამაშობენ თქვენი ფეხბურთელები. ყაზახეთი, პოლონეთი, დანია და ა.შ.

ურთულესი თამაში იქნება სერბეთში. დიდი მნიშვნელობა ექნება იმას, თუ როგორ ითამაშებს ჩვენი მომავალი მეტოქე ავსტრიაში. ჩვენ მოსაგებად გავალთ მოედანზე, მაგრამ ფაქტია, რომ სერბეთს უკეთესი მოთამაშები ჰყავს.

რა თქმა უნდა, მოლდოვასთან თამაში უნდა მოგვეგო, მაგრამ არ გაგვიმართლა. დანარჩენს რაც შეეხება, წარმატებისკენ სვლა ხანგრძლივი პროცესია და ეს მალე არ მოხდება.

- ამ ეტაპზე, პროგრესს ხედავთ ეროვნულ ნაკრებში?
-
რა თქმა უნდა, ქულების რაოდენობის მხვრივ არ არის პროგრესი, მაგრამ გუნდმა შეიძინა დიდი გამოცდილება და გამოჩნდნენ ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებმაც კარგ დონეზე ჩაატარეს თამაში. შეცდომები ბევრია და მეც ვუშვებ შეცდომებს. ვფიქრობ, რომ ამ გუნდს პროგრესიც აქვს და პერსპექტივაც.

მე ვიქნები თუ არა მწვრთნელი, საქართველოს ნაკრები შემდეგ საკვალიფიკაციოზე შეძლებს წარმატების მიღწევას, რადგან იქ სუსტი გუნდები იქნებიან.

- თქვენ ამბობთ, რომ ძლიერი ამარცხებს სუსტს. მაგრამ თქვენვე დააწერინეთ ისტორია სლოვაკეთის ეროვნულ ნაკრებს, სადაც ძლიერები დაამარცხეთ. რატომ ვერ ვაკეთებთ ამას ჩვენ?
- პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ სლოვაკეთის ნაკრები არის ძალიან ძლიერი გუნდი და უკეთესი რეიტინგიც აქვს. სამწუხაროდ, ყველაფერი ისე არ ხდება ხოლმე, როგორც გვინდა...

- როდესაც პრაქტიკას გულისხმობთ, როგორ შეაფასებდით ჯაბა კანკავას 90 წუთს, არ იყო ეს შეცდომა? რატომ ვიგვიანებთ შეცვლებს, ხომ არ ჯობდა მეტ შემტევ ფეხბურთელს ეთამაშა?
-
ყველანაირად ვეცადეთ, რომ შემტევი ფეხბურთი გვეთამაშა და მომენტები შეგვექმნა. ვფიქრობ, ჯაბა კანკავამ კარგად ჩაატარა ეს თამაში, შესანიშნავი პროფესიონალია და იმსახურებს, რომ კარგ გუნდში ითამაშოს. სხვა ვერაფერს ვიტყვი.

- როგორი ტაქტიკით ითამაშებთ სერბეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ?
-
ტაქტიკას ყველა თამაშისთვის ვცვლით. რაც შეეხება სერბეთთან თამაშს, რამდენიმე ცვლილება აუცილებლად იქნება.
მკითხველის კომენტარები / 111 /
უნდა დაიწყონ ახალი ფეხბურთელების გამოძახება ნაკრებში და ახალი გუნდის შენება, როცა უთამაშებელ ფეხბურთელს იძახებ ნაკრებში შენი ბრალია აბა ვისი!!! ფედერაცია არ უნდა იძახებდეს ფეხბურთელებს არამედ მწვრთნელი, სანამ ესე არ იქნება აზრი არაა აქ ამათზე ნერვიულობას.
ლაშა
07 ოქტომბერი 2017 11:56
3
ჩვენს ფეხბურთს ისე ეშველება როგორც მკვდარს უშველის კლიზმა
vava
07 ოქტომბერი 2017 11:01
0
ცხადაძე დააბრუნეთ!!!
geo
07 ოქტომბერი 2017 07:31
6
თქვა სიმართლე - "ჭ" კლასის გუნდებში მოთამაშე ფეხბურთელებისგან ჩვენი ნაკრების ვითხოვთ ევროპის ლიდერად გახდომას.
შოთა
08 ოქტომბერი 2017 16:58
1
ეს რომ დამოუკიდებელი მწვრთნელი იყოს და არა ფედერაციის ბულკივით ბიჭი
ბევრ რამეს თავის თავზე აიღებდა,თუნდაც ბოლო თამაშში ბელგრადში სულ სხვა ნაკრებს წაიყვანდა თუ შედეგი არ იქნება ის ახალგაზრები გამოცდილებას მაინც მიიღებენ და აუგი მათზე არც არავის დასცდება.
-ახლა კი რა გამოდის? მორიგი საცოდავი წაგების შემდეგ ყველა კმაყოფილა;ფეხბურთელიც მწვრთნელიც ფედერაცია და ა.შ. ქართული ფეხბურთის ,,მესვეურები" პატრონი და პასუხის მომთხოვნი არავიმ ჰყავთ.გასასამართლებელი საბუთიც ისეთი აქვთ ქვას გახეთქავს.
ნახეთ სად თამაშობენ ჩვენი ფეხბურთელებიო. ამ შეგნებით და ამ გაგებით მინდორზე საერთოდ არ უნდა გახვიდე
ბ_-
08 ოქტომბერი 2017 13:19
1
ვაისსი სლოვაკეთის ფეოლაა!!!!ამონარიდი კინოფილმიდან "ფეოლა": "უქიმერიონი" "სატევარს" ეთამაშება და "სატევარს" მეორე ბურთი გააქვს "უქიმერიონის" კარში ამ დროს ხვედელიძე მიირბენს ფეოლასთან და ეუბნება:"რა ვქნათ ფეოლა ხომ ხედავ ვაგებთ,ა!!??" ფეოლა ხვედელიძეს: " რავიცი რავქნათ, გააგრძელეთ ბიჭებო თამაში მე თქვენით ძალიან კმაყოფილი ვარ". აი ასეა ეხლა ჩვენი ნაკრების საქმე (ნახეთ ფილმი "ფეოლა). ვაისსი სლოვაკეთის ფეოლაა!!!!ამონარიდი კინოფილმიდან "ფეოლა": "უქიმერიონი" "სატევარს" ეთამაშება და "სატევარს" მეორე ბურთი გააქვს "უქიმერიონის" კარში ამ დროს ხვედელიძე მიირბენს ფეოლასთან და ეუბნება:"რა ვქნათ ფეოლა ხომ ხედავ ვაგებთ,ა!!??" ფეოლა ხვედელიძეს: " რავიცი რავქნათ, გააგრძელეთ ბიჭებო თამაში მე თქვენით ძალიან კმაყოფილი ვარ". აი ასეა ეხლა ჩვენი ნაკრების საქმე (ნახეთ ფილმი "ფეოლა).
ვაისსი სლოვაკეთის ფეოლაა!!!!
08 ოქტომბერი 2017 13:44
1
მარტო ამ სიტყვებისთვისაა გასაშვები. ე.ი. სულ ამით გაიმართლებს თავს... მაშინ რა აზრი აქვს მის მწვრთნელობას? ამისთვის არ შეიძლება კონტრაქტის გაგრძელება.
geo
08 ოქტომბერი 2017 08:49
1
გულსჰემატკივრებმა კატეგორიულად უნდა მოვიტხოვოტ ამ მცვრტნელის გასჰვება ცინააგმდეგ სჰემტხვევასჰი სტადიონზე არმისვლიტ გავაპროტესტოტ.
bajo
07 ოქტომბერი 2017 08:32
5
ცხადაძე მაღალი ხელფასის საბაბით დაითხოვეს ნაკრებიდან.
ამ ვაისს იცის ვინმემ რამდენი აქვს ანაზღაურება? რატომ არის გასაიდუმლოებული.
ან შედეგზე პასუხი მომეთხოვებაო რომ გაიძახის, რაში გამოიხატება ეს პასუხისმგებლობა? კობიაშვილი ყოველშემთხვევაში მადლობას უხდის, კმაყოფილი ვარ შედეგითო
lashamax
08 ოქტომბერი 2017 14:38
1
ჩემი ნება რომ იყოს სახელმწიფო ბიუჯეტიტან თეთრ არ გამოვყოფდი ფექხურთზე - მათ შორის ნაკრებზეც... რატომ? იმიტომ, რომ არავინ არ ზრუნავს უპატრონო ფექხბურტელებზე...ეს ყველაფერი იმის ბრალია, რომ ფული არასწორად იყოფა ფეხბურთელს, მის დამწყებ მრთვნელს და პირველ გუნდს შორის.....და რა თქმა უნდა პატრონი...
ბონდო
07 ოქტომბერი 2017 23:26
2
ძალიან არ მომეწონა და ძალიან ცუდად მენიშნა ვაისის ეგ გამოთქმა,ისევე როგორც ყველა აქ დამპოსტავს.ვაისი თამაშის წინ აცხადებდა,გამარჯვებისათვის ვიბრძოლებთო,მაგრამ თამაშმა აჩვენა რომ გუნდი გამარჯვებისთვის საბრძოლველად კი არ იყო მომართული,არამედ არ წასაგებად.მთელი 75 წუთი გუნდის სათამაშო ვექტორი არა გასამწვავებლად იყო მიმართული,არამედ უკან,ანგარიშის შესანარჩუნებლად.ასეთ თამაშში კი ძალიან ძნელია ანთებული თვალებით და გულით თამაში.შედეგიც შესაბამისი მივიღეთ.როდესაც გუნდში შემქმნელი ფეხბურთელები გაკლია და მწვავე პასი ვერ კეთდება,თანაც ცენტრში მაღალი ქვილითაია გიდგას,ლოგიკური იქნებოდა ფლანგებიდან ჩაწოდებები და მისი დასწრებაზე თამაში,მაგრამ ამის მცდელობაც კი ვერ ვნახე,გარდა ერთისა და მაშინაც მცველთა ზურგს უკან დამალულ ქვილითაიას,პირდაპირ თავზე დაასვეს ბურთი,მაგრამ ვერ შეირგო პასი,კარს ააცილა სრულიად ხელშეუშლელად დარტყმული.რეალურად რა გამოვიდოდა არ ვიცი,მაგრამ რასაც ნაკრები თამაშობდა,ჩემი აზრით,გაცილებით პროდუქტიული იქნებოდა ქვილითაიას ნაცვლად სიხარულიძის დაყენება,შეცვლებმა კი როგორც ყოველთვის დააგვიანა ,დაღლილმა ბიჭებმა ახალშემოსულებთან ერთად თამაშის გამწვავება სულ რამდენიმე წუთითღა შეძლეს და ძველ ბატარეასავით ჩაქრნენ.ჩემთვის გაცილებით მისაღები იქნებოდა ბიჭებს წაეგოთ,მაგრამ წაეგოთ საკუთარი შანსის ძებნაში,ჩვენ კი ვნახეთ წაგება,როგორმე არ წავაგოთ,თამაშით.ქეცბაიადან წამოსული,ისევ ქეცბაისთან მივედით თამაშითაც,შედეგითაც და სიტყვებითაც.ყველაფერი ისევ ის არის,მხოლოდ კიდევ ორი წელი გავიდა.
სოსო
07 ოქტომბერი 2017 20:54
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული