"შედეგი მომეთხოვება, მაგრამ დააკვირდით, სად თამაშობენ თქვენი ფეხბურთელები"

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა 6 ოქტომბერს, უელსთან მატჩის შემდგომი პრესკონფერენცია "დინამო არენაზე" გამართა.

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში, საქართველოს ნაკრებმა უელსის ნაკრები მიიღო და 0:1 დამარცხდა.

- საქართველოს ნაკრებმა უელსთან ისტორიაში პირველად წააგო [VIDEO+PHOTO]

- წაგების მიზეზი იყო თუ არა ნახევარდაცვის ცენტრში უთამაშებელი ფეხბურთელების ყოფნა?
- რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო. სხვა გამოსავალი ამ მომენტისთვის არ გვქონდა, ძალიან ბევრი უთამაშებელი ფეხბურთელი გვყავდა. ამიტომ იყო თამაშის ხარისხი დაბალი და გადამწყვეტ მომენტში ბოლო პასი გვაკლდა. ამ ფაქტორმა
მთელს საკვალიფიკაციო ეტაპზე დიდი პრობლემები შეგვიქმნა.

ჩემს ფეხბურთელებს ვერ ვუსაყვედურებ, რადგან ისინი ბოლომდე დაიხარჯნენ.

- როგორ აღიქვამთ თქვენს პროფესიულ კარიერაში მსოფლიო ჩემპიონატის ციკლის მოგების გარეშე ჩატარებას?
-
დიახ, მე ვარ მწვრთნელი და მომეთხოვება შედეგი, მაგრამ დააკვირდით, სად თამაშობენ თქვენი ფეხბურთელები. ყაზახეთი, პოლონეთი, დანია და ა.შ.

ურთულესი თამაში იქნება სერბეთში. დიდი მნიშვნელობა ექნება იმას, თუ როგორ ითამაშებს ჩვენი მომავალი მეტოქე ავსტრიაში. ჩვენ მოსაგებად გავალთ მოედანზე, მაგრამ ფაქტია, რომ სერბეთს უკეთესი მოთამაშები ჰყავს.

რა თქმა უნდა, მოლდოვასთან თამაში უნდა მოგვეგო, მაგრამ არ გაგვიმართლა. დანარჩენს რაც შეეხება, წარმატებისკენ სვლა ხანგრძლივი პროცესია და ეს მალე არ მოხდება.

- ამ ეტაპზე, პროგრესს ხედავთ ეროვნულ ნაკრებში?
-
რა თქმა უნდა, ქულების რაოდენობის მხვრივ არ არის პროგრესი, მაგრამ გუნდმა შეიძინა დიდი გამოცდილება და გამოჩნდნენ ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებმაც კარგ დონეზე ჩაატარეს თამაში. შეცდომები ბევრია და მეც ვუშვებ შეცდომებს. ვფიქრობ, რომ ამ გუნდს პროგრესიც აქვს და პერსპექტივაც.

მე ვიქნები თუ არა მწვრთნელი, საქართველოს ნაკრები შემდეგ საკვალიფიკაციოზე შეძლებს წარმატების მიღწევას, რადგან იქ სუსტი გუნდები იქნებიან.

- თქვენ ამბობთ, რომ ძლიერი ამარცხებს სუსტს. მაგრამ თქვენვე დააწერინეთ ისტორია სლოვაკეთის ეროვნულ ნაკრებს, სადაც ძლიერები დაამარცხეთ. რატომ ვერ ვაკეთებთ ამას ჩვენ?
- პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ სლოვაკეთის ნაკრები არის ძალიან ძლიერი გუნდი და უკეთესი რეიტინგიც აქვს. სამწუხაროდ, ყველაფერი ისე არ ხდება ხოლმე, როგორც გვინდა...

- როდესაც პრაქტიკას გულისხმობთ, როგორ შეაფასებდით ჯაბა კანკავას 90 წუთს, არ იყო ეს შეცდომა? რატომ ვიგვიანებთ შეცვლებს, ხომ არ ჯობდა მეტ შემტევ ფეხბურთელს ეთამაშა?
-
ყველანაირად ვეცადეთ, რომ შემტევი ფეხბურთი გვეთამაშა და მომენტები შეგვექმნა. ვფიქრობ, ჯაბა კანკავამ კარგად ჩაატარა ეს თამაში, შესანიშნავი პროფესიონალია და იმსახურებს, რომ კარგ გუნდში ითამაშოს. სხვა ვერაფერს ვიტყვი.

- როგორი ტაქტიკით ითამაშებთ სერბეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ?
-
ტაქტიკას ყველა თამაშისთვის ვცვლით. რაც შეეხება სერბეთთან თამაშს, რამდენიმე ცვლილება აუცილებლად იქნება.
მკითხველის კომენტარები / 111 /
მე მესმის ხალხის გულის ტკივილი და მართლებიც არიან ჩვენ განა უნდა დავდგეთ და თავები ვიმართლოთ განა უნდა ვიფიქროთ რომ მაინც არაფერი გვეშველება და დინებას მივყვეთ დღეს ასათი ხალხითაა სავსე ფეხბურთი და ყველას უნდა დავემშვიდობოთ მოვიყვანოთ ის ხალხი ვინც საქმეს გააკეთებს და მომავლის სჯერავს!!!
Dragonfly
08 ოქტომბერი 2017 07:57
1
ამათ ზევსიც ვეღარ უშველის
გრაფი
07 ოქტომბერი 2017 22:49
1
როგორმე უკეთესი ფეხბურთელები უნდა გავზარდოთ, მაგრამ როგორ? აჯობებს ამაზე ვთქვათ, თორემ ამ ფეხბურთელებიდან არაფერი გამოვა.
ბადრი
07 ოქტომბერი 2017 22:08
3
ხო იცოდა სადაც მოდიოდა? არ არის ცუდი მწვრთნელი მაგრამ საერთოდ რატომ უნდა ვიხადოთ მინიმალურზე მეტი როდესაც ამ შემადგენლობით წარმოუდგენელია რაიმე ღირსეულის მიღწევა.
gia
07 ოქტომბერი 2017 16:27
4
არველაძე მწვრთნელად
Soso
07 ოქტომბერი 2017 13:03
8
რაც არველაძეები გამოჩდნენ იმის მერე ქართული ფეხბურთი მოკვდა
გიორგი
07 ოქტომბერი 2017 14:00
7
Cxadadzis gashveba ar sheidzleboda, nakrebi ragacas daamsgavsa nel-nela.ratomac gaushves yvelam vicit.araferi ar eshveleba qveyanas, sanam ase gagrdzeldeba axali xelisufleba mova da yvelgan tavis xalxs tenis da ase grdzeldeba 25 welia samwuxarod
Dato
07 ოქტომბერი 2017 12:21
3
რა შედეგი დადო ცხადაძემ 4-0 ბს რო აგებდა?? ესპანეთს ცხადაძემ მოუგო
A
07 ოქტომბერი 2017 12:31
4
ვაისი კი არა მიშა წავიდა. იგი წავა და სხვა მოვაო ხომ გაგიგიათ. უბრალოდ ქართულ რეტრო ფეხბურთს რა ეშველება.
haha
07 ოქტომბერი 2017 11:45
2
გვარდიოლა, მოურინიო და ანჩელოტი რომ დანიშნოთ ერთად, უკეთეს შედეგს დადებენ? არა მგონია. ამაში ყველანი დარწმუნებული ხართ(თუ არა მიმართეთ ექიმს).სანამ ფეხბურთელები არ გვეყოლება არაფერი არ გამოგვივა და ვერანაირი მწვრთელი ვერ გვიშველის!!! უბრალოდ, დანიშნონ ქართველი ვინც უნდათ, ამდენი ფული აღარ გაედინება საზღვარგარეთ და რამოდენიმე ქართული ოჯახი გამდიდრდება. ესაა მთელი ფილოსოფია...
fan
12 ოქტომბერი 2017 13:28
0
midi saqartvelo serbebtan ar unda cavagot unda movigot es calian kargi iqneba mtvaria ar davnebet mogebit agar unda movigot momentra gamarjveba.
kaxa
08 ოქტომბერი 2017 08:27
3
კონტრაქტს რომ ხელს აწერდა მაშინ სხვა გუნდებში თამაშობდნენ თუ რაშია საქმე.ანდა ეხლა რატო ცდილობ ს გაგრძელებას,შეიძლება რაღაც იცის და გვიმალავს(მაჩესტერში,ბარსაში,რეალში,ბავარიაში მიჰყავთ თურმე ჩვენი ფეხბურთელები.ამას გაუგია ჩუმად)
კახა ქირია
08 ოქტომბერი 2017 01:56
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული