"მძიმე მატჩი იყო. დავმარცხდით. ნორმალურად ვითამაშეთ, მომენტები შევქმენით. განსაკუთრებით მეორე ტაიმში. დრომ ისე უცბად გაირბინა. უელსი დაცვაში ჩადგა. შესაძლოა, ანგარიშის შენარჩუნებას ცდილობდნენ, მაგრამ ჩვენ ბურთს ვაკონტროლებდით.
ვფიქრობ, რუსეთის ჩემპიონატზე მათი დონის გუნდები არიან. ისინი სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფებიან. იგივე "სპარტაკი" და "ზენიტი". თუმცა, "სპარტაკი" ახლა ძველებურად ვეღარ თამაშობს... უელსი ტიპიურ ბრიტანულ სტილში თამაშობს, ოღონდ ოდნავ თავისუფლად, ცენტრიდან ცდილობს შეტევას.
რა თქმა უნდა, ოქრიაშვილს დავურეკე. ამჟამად მას არ ულხინს.