გიორგი ლორია: ნორმალურად ვითამაშეთ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მეკარემ გიორგი ლორიამ უელსთან მუნდიალის საკვალიფიკაციო ტურნირის შეხვედრაზე კომენტარი გააკეთა:

"მძიმე მატჩი იყო. დავმარცხდით. ნორმალურად ვითამაშეთ, მომენტები შევქმენით. განსაკუთრებით მეორე ტაიმში. დრომ ისე უცბად გაირბინა. უელსი დაცვაში ჩადგა. შესაძლოა, ანგარიშის შენარჩუნებას ცდილობდნენ, მაგრამ ჩვენ ბურთს ვაკონტროლებდით.

ვფიქრობ, რუსეთის ჩემპიონატზე მათი დონის გუნდები არიან. ისინი სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფებიან. იგივე "სპარტაკი" და "ზენიტი". თუმცა, "სპარტაკი" ახლა ძველებურად ვეღარ თამაშობს... უელსი ტიპიურ ბრიტანულ სტილში თამაშობს, ოღონდ ოდნავ თავისუფლად, ცენტრიდან ცდილობს შეტევას.

რა თქმა უნდა, ოქრიაშვილს დავურეკე. ამჟამად მას არ ულხინს.
ტრავმა მოირჩინა, გოლი გაიტანა, 3 მატჩი ჩაატარა. ძალიან მოტივირებული იყო და ასეთი რამ შეემთხვა... მინდა, მედიასაშუალებების საშუალებით მხარდაჭერა გამოვუცხადო. მთელი ნაკრები მხარს უჭერს, მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს და დაბრუნებას ელის".
მკითხველის კომენტარები / 9 /
ლორია, ალბათ მაქედან სხვანაირად ჩანს ან არაადექვატური ხარ , წადი ძმაო თავი დაგვენებე, იქნებ გოლიც არ გაგიშვია. მაკარიძე მაგრა გჯობია, წადი, დროა. თანამც თრსი ხარ. სერბეთსი 5 ბურთს გაუშვებ.
ჯდჰ
15:28 09-10-2017
0
ბავსჰვის სჰეყვანას ვაპირებდი პეხბურტზე და სჰემყვანის დედაც
kosta
04:25 08-10-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული