ვაკო გვილია: არ გვეშინია!

AutoSharing Option
სერბეთთან მატჩამდე ქართველ ჟურნალისტებს ეროვნული გუნდის საყრდენ ნახევარმცველთან, ვაკო გვილიასთან გასაუბრების საშუალება მოგვეცა.

- სერბეთი VS საქართველო - გამოსამშვიდობებელი?

"რა თქმა უნდა, სერბეთის ნაკრები ძლიერი გუნდია. ამის მიუხედავად, ჩვენი მიზანია, ვაჩვენოთ ის ფეხბურთი, რომელიც შეგვიძლია. ჩვენ შევძელით, რომ გარკვეული პატივისცემა დაგვემსახურებინა ჩვენი მოწინააღმდეგეებისა. ვიცით, რომ დღეს ანშლაგი იქნება სტადიონზე, მაგრამ ასეთივე ანშლაგი იყო უელსსა და ირლანდიაში.

რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გვაკლია - ოქრიაშვილი, ანანიძე, მჭედლიძე, იგივე კაჭარავა. ამის მიუხედავად, ჩვენ გვჯერა, რომ წარმატებით შეგვიძლია თამაში.

ჩემი თანაგუნდელია ბატე-ში სერბეთის ნაკრების
მცველი მილუნოვიჩი. მას ადრე ვესაუბრე ამ თამაშის შესახებ. შევთანხმდით, რომ ბელგრადში შევხვდებით. ჩვენი მეტოქე ძალიან კარგი გუნდია, დომინანტური ფეხბურთის მიმდევარია, მაგრამ ჩვენ ჩვენი გეგმები გვაქვს.

ახლა მხოლოდ სანაკრებო ამბებზე ვარ კონცენტრირებული და არ მინდა, საკლუბო თემაზე გავაკეთო კომენტარი. ვიტყვი მხოლოდ ერთს: რა თქმა უნდა, მე მინდა, რომ მეტი სათამაშო პრაქტიკა მქონდეს და თუ ზამთარში იქნება საყურადღებო შეთავაზება, მას უსათუოდ განვიხილავ", - გვითხრა გვილიამ.

ალეკო კაკაურიძე ბელგრადიდან
სპეციალურად Sportall.ge-სთვის
მკითხველის კომენტარები / 7 /
ნეტა რისი თავი გაქვთ ვახმურკა
2
რა გაშინებთ რაა პირველა ხომ არ წააგებთ?!
saqme
19:33 09-10-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული