თუ ვაისი წავა... ქომაგთა რჩეული კახა ცხადაძეა

AutoSharing Option
რუსეთში გასამართავ მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოსა და უკრაინის ჰიმნები ვერ აჟღერდება. თუ საქართველოს ნაკრების შემთხვევაში მალევე გაირკვა, რომ შანსი არ გვქონდა, უკრაინელები ბოლო ტურში საკუთარ სტადიონზე დამარცხდნენ ხორვატიასთან და მიზანი ვერ აისრულეს.

დღეს ქართულ ფეხბურთში უკვე მთავარი განსახილველი თემა ნაკრებში ვლადიმირ ვაისის დარჩენა-არდარჩენის საკითხია. ყველაფერი საქართველოს ნაკრების სამშობლოში დაბრუნების შემდეგ უნდა გაირკვეს, რის შემდეგაც გვეცოდინება სლოვაკი სპეციალისტის პასუხი. არ არის გამორიცხული, ჩვენი ნაკრების მთავარ მწვრთნელს შეთავაზება ყაზახეთის ნაკრებიდანაც ჰქონდეს.

რამდენიმე გამოკითხვის შედეგად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საქართველოს ნაკრების გულშემატკივართა უმეტესობა ვაისის დარჩენის
მომხრეა, უბრალოდ, მთავარი მოთხოვნაა, სლოვაკმა სპეციალისტმა საქართველოში უფრო დიდი დრო გაატაროს და მოთამაშეებს დააკვირდეს.

მეორე ნაწილი, ვისაც ვაისთან დამშვიდობება სურს, ნაკრებში ადგილობრივი მწვრთნელის დანიშვნას ემხრობა. მწვრთნელობის სავარაუდო კანდიდატებს შორის რამდენიმეს ყველაზე მეტად ასახელებენ.

Sportall.Ge
აქტიურად განიხილება კახაბერ ცხადაძის ნაკრებში დაბრუნების საკითხი. ბევრი ქომაგი ფიქრობს, რომ ეროვნულ გუნდში მის მიერ დაწყებული ცვლილებები ძალიან კარგი იყო და უნდა გაგრძელებულიყო...

ცხადაძე 2014 წელს თემურ ქეცბაიას ნაცვლად დაინიშნა და ეროვნულ ნაკრებს 10 თამაშში გაუძღვა: 3 მოიგო, 1 ფრედ ითამაშა და 6 წააგო.

გულშემატკივრის მთავარი პრეტენზია კახა ცხადაძისადმი ნაკრებში მისი ვაჟის, ბაჩანას მიწვევას უკავშირდებოდა. სხვა შემთხვევაში, ქომაგი მწვრთნელის მიმართ აშკარად პოზიტიურად იყო განწყობილი, მაგრამ ფედერაციამ ცხადაძე ნაკრებიდან ხელფასის საკითხზე შეუთანხმებლობის გამო გაუშვა და მის მაგივრად ვლადიმირ ვაისი მოიწვია.

ბოლო პერიოდში ქართველი მწვრთნელი ალმათის "ქაირათში" მუშაობდა, დღეს კი ახალ სამსახურს ეძებს.

Sportall.Ge
მეორე სპეციალისტი, რომელსაც საქართველოს ნაკრებთან მიმართებაში ახსენებენ, გია ცეცაძეა. სულ ცოტა ხნის წინ მან "სამტრედია" დატოვა.

თუ ცეცაძის კარიერას გადავხედავთ იმერულ კლუბში, მას შიდა ასპარეზზე წარმატებული უნდა ვუწოდოთ, რადგან არსებული კონტინგენტით მუდმივად ახერხებდა დადებითი შედეგის მიღწევას.

რაც შეეხება საერთაშორისო სარბიელს, ცეცაძემ ევროტურნირებზე, ორ საკვალიფიკაციო ეტაპზე ვერაფერი დაუპირისპირა აზერბაიჯანულ კლუბებს.

ცეცაძე ეროვნულ ნაკრებში კახაბერ ცხადაძის ასისტენტიც იყო და შემდგომ, ვლადიმირ ვაისისაც. მანამდე მან საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები გაიყვანა ევროპის ჩემპიონატზე. გია ცეცაძე 43 წლისაა...

Sportall.Ge
თბილისის "ლოკომოტივის" მთავარი მწვრთნელი გიორგი დევდარიანი გულშემატკივართა კეთილგანწყობას აქამდე ინარჩუნებს, რაც დიდწილად გორის "დილაში" მის მუშაობას უკავშირდება. მისი ხელმძღვანელობით გორის გუნდმა ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე შთამბეჭდავად ითამაშა.

44 წლის მწვრთნელს საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებებშიც აქვს ნამუშევარი და საერთაშორისო გამოცდილებაც გააჩნია. "ტრაბზონსპორში" შოთა არველაძის ასისტენტი იყო.

რაც შეეხება დევდარიანის დამოძღვრილ "ლოკომოტივს", ევროტურნირების ზონაში მოსახვედრად იბრძვის და საკმაოდ ნაყოფიერად.

Sportall.Ge

საუბრობენ შოთა არველაძეზეც, რომელიც დღეს ტაშკენტის "ფახთაქორის" მთავარი მწვრთნელია.

საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი აქამდე ვერ ახერხებდა წარმატებული სამწვრთნელო კარიერის აწყობას და კლუბებს ხშირად იცვლიდა, სანაკრებო დონეზე კი არასდროს უმუშავია.

განსაკუთრებით გამორჩეული გუნდი, სადაც შოთას უმუშავია, ჰოლანდიური "ალკმაარია". იქ ის ლუი ვან გაალის ასისტენტი იყო.

Sportall.Ge
გია გეგუჩაძეს საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში უარყოფითი ბალანსი აქვს, მაგრამ მისი წარმატებები ქართველ გულშემატკივარს არ ავიწყდება და 52 წლის სპეციალისტი ეროვნულ გუნდში მიწვევის ერთ-ერთი კანდიდატია.

ხოლო ის, თუ რატომ ვერ დაატყო თავის ხელი გეგუჩაძემ ახალგაზრდულ ნაკრებს, ბევრისთვის გამოცანაა.

ცნობისთვის, გია გეგუჩაძესთან ერთად თბილისის "დინამოს" უეფას თასზე უთამაშია, "ზესტაფონს" კი ძალიან ცოტა დააკლდა ევროტურნირზე მოსახვედრად.
მკითხველის კომენტარები / 62 /
უკვე ამაზრზენია თქვენი და ცხადაძის სასიყვარულო სტატიები, სოფლის ჟურნალივით იქცევით, გავიგეთ რომ ძაან გინდათ დააბრუნოთ მწვრთნელად მარა უკვე გულისამრევია ეს ყველაფერი.
რუსთაველი
11 ოქტომბერი 2017 09:35
3
ცხადაძე ნაკრებში.
კალაძე-კობიაშვილის ბანდა სასწრაფოდ მოსაშორებელია ფედერაციიდან სანამ სულ არ დაასამარებენ ისედაც მომაკვდავ ქართულ ფეხბურთს.
ნუთუ არ რცხვენია ამ კალაძეს მერის არაჩევნებში რომ იყრის კენჭს.
თან რომ ფარისევლობს 2 მილიონი დაუჯდა ბიუჯეტს თავის საძმაკაცო ვეტერანების ვოიაჟი თბილისში და 400 ათასი შემოვიდა მატჩიდან და ბორჯომის ტყის გადასარჩენად გადავრიცხეთო. ვითომ ეხლა ის 2 მილიონი თავისი ჯიბიდან დახარჯა.
lashamax
11 ოქტომბერი 2017 07:49
4
ვაიასა წავა ცხადაძე მოვა!!?
ვინ ვის ადარებს, როგორ ადარებს,
ქართველია თუ უცხოელია,
გუნდი ერთია ამ ქვეყანაზე.
poeti
11 ოქტომბერი 2017 03:21
1
იქნებ მომაგონოთ ესტონეთთან რომ შევრცხვით მწვრთნელი ვინ იყო?...ფაისს ერთი მოსაგები თამაში აქვს წაგებული ორი ბურთის სხვაობით(სერბიასთან, ისევ ვაკო მაგონდება), დანარჩენში ყველა ბრძოლაში დავთმეთ თითო ბურთით და ცოტა იღბალი რომ გვქონოდა სხვა ვითარება იქნებოდა ეხლა. ცხადაძესაც ისე მისტირიხართ, როგორც მანამდე გენიოს ქეცბაიას. დარჩეს ვაისი იმ პირობით, რომ დვალიშვილს და ლობჟანიძეს აღარ დაგვანახებს გაფართოებულშიც კი:)
emigranti
11 ოქტომბერი 2017 02:29
4
დანიშნეთ ძოძუაშვილი, ეგ სულ სხვა "გიჟია" აგერ ნახავთ თუ არ გაიყვანს. გეუბნებით რა, იმენა კბილებით გაიტანსმაინც თავისას შედეგს დადებს. მაგის გუნდში გაფიქრებაც არ იქნება წაგების ან რამის შეგუების, სუფთა კაცია მებრძოლი და კერკეტი კაკალი. იციან რომ გაიყვანს და მაგიტომ არ ნიშნავენ.
Diego
11 ოქტომბერი 2017 02:09
4
შენ ცოტა ხომ არ ჭედავ? იციან რომ გაიყვანს და იმიტომ არ ნიშნავენ ცოტა არალოგიკური ხომ არ გეჩვენება? ძოძუაშვილი მეც მაგრად მევასება, ცოტა ასაკში კი არის მაგრამ ამათ ყველას აჯობებს ჯერ კიდევ
oeee
11 ოქტომბერი 2017 11:49
0
ვაისი,ცხადაძე,გეგუჩაძე და ა.შ. სამწუხაროდ აბსოლიტურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება ეროვნულის თავკაცი.გადახედეთ ჩვენს შემადგენლობას, ვინ სად თამაშობს და რამდენს თამაშობს და რატომ აღმოჩნდნენ ამ დონეზე. გადახედეთ ჩვენს გასაცოდაებულ ეროვნულ ჩემპიონატს და გავიხსენოთ ევროტურნირებზე ქართული კლუბების კრახი. გადახედეთ ვინ ასწავლის და რას ასწავლის ბავშვთა ფეხბურთში. ეს სფერო ძირიდან კენწერომდე დალპა უკვე დიდი ხანია და საკუთარ წვენში ჩაიხრაკა. არც თვითონ იციან რა ქნან წარმატებისთვის და არც დამრიგებელი ყავთ ვინმე და რომც ყავდეთ თვალებს დაუკორტნიდნენ ალბათ.
ირაკლი
11 ოქტომბერი 2017 00:25
1
გეგუჩაძე, გესმით...გეგუჩაზე დავნიშნოთ....
gia
10 ოქტომბერი 2017 22:57
9
დატოვეთ ეს მწვრთნელი ბოლოსდაბოლოს 6 ნოლებს მაინც აღარ ვაგებთ.ცოტა გამოფხიზლდით რას თხოვთ ამ კაცს ამ ეზოს ფეხბურთელებს ვერ აქცევს მესებად და მარადონებად. ჩემპიონატი ჩვენ არ გვაქვს ფეხბურთს კორუფცია ჭამს ამ კაცმა რაქნას ? უნდა დარჩეს და ახალი თაობა მოიყვანოს ნაკრებში
aleko
10 ოქტომბერი 2017 22:33
4
თუ წავა ვაისი, მაშინ ცხადაძე უნდა დაინიშნოს..! საქართველოს ეროვნული ნარკები იმიტომ ქვია, რომ ის ქართვევლი გულშემატკივრისაა პირველ რიგში და კობიაშვილმა უნდა გადადოს თავისი ამპარტავნება გვერდით და მისცეს ადამიანს მუშაობის საშუალება..! თორე დიდი სიამოვნებით გავაპროტესტებ ფედერაციის წინ! დარწმუნებული ვარ ბევრი ქომაგი შემოუერთდება აქციებს!! თავისი სიტყვა ქართველ გულშემატკივარს ყოველთვის ეთქმის!!!!
Zura
10 ოქტომბერი 2017 21:47
1
ვაისმა ყველაზე ცუდი კონტიგენტით,ყველაზე გამართული ფეხბურთი ათამაშა ნაკრებს უნდა ვაცადოთ
გია
10 ოქტომბერი 2017 21:22
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული