თუ ვაისი წავა... ქომაგთა რჩეული კახა ცხადაძეა

AutoSharing Option
რუსეთში გასამართავ მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოსა და უკრაინის ჰიმნები ვერ აჟღერდება. თუ საქართველოს ნაკრების შემთხვევაში მალევე გაირკვა, რომ შანსი არ გვქონდა, უკრაინელები ბოლო ტურში საკუთარ სტადიონზე დამარცხდნენ ხორვატიასთან და მიზანი ვერ აისრულეს.

დღეს ქართულ ფეხბურთში უკვე მთავარი განსახილველი თემა ნაკრებში ვლადიმირ ვაისის დარჩენა-არდარჩენის საკითხია. ყველაფერი საქართველოს ნაკრების სამშობლოში დაბრუნების შემდეგ უნდა გაირკვეს, რის შემდეგაც გვეცოდინება სლოვაკი სპეციალისტის პასუხი. არ არის გამორიცხული, ჩვენი ნაკრების მთავარ მწვრთნელს შეთავაზება ყაზახეთის ნაკრებიდანაც ჰქონდეს.

რამდენიმე გამოკითხვის შედეგად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საქართველოს ნაკრების გულშემატკივართა უმეტესობა ვაისის დარჩენის
მომხრეა, უბრალოდ, მთავარი მოთხოვნაა, სლოვაკმა სპეციალისტმა საქართველოში უფრო დიდი დრო გაატაროს და მოთამაშეებს დააკვირდეს.

მეორე ნაწილი, ვისაც ვაისთან დამშვიდობება სურს, ნაკრებში ადგილობრივი მწვრთნელის დანიშვნას ემხრობა. მწვრთნელობის სავარაუდო კანდიდატებს შორის რამდენიმეს ყველაზე მეტად ასახელებენ.

Sportall.Ge
აქტიურად განიხილება კახაბერ ცხადაძის ნაკრებში დაბრუნების საკითხი. ბევრი ქომაგი ფიქრობს, რომ ეროვნულ გუნდში მის მიერ დაწყებული ცვლილებები ძალიან კარგი იყო და უნდა გაგრძელებულიყო...

ცხადაძე 2014 წელს თემურ ქეცბაიას ნაცვლად დაინიშნა და ეროვნულ ნაკრებს 10 თამაშში გაუძღვა: 3 მოიგო, 1 ფრედ ითამაშა და 6 წააგო.

გულშემატკივრის მთავარი პრეტენზია კახა ცხადაძისადმი ნაკრებში მისი ვაჟის, ბაჩანას მიწვევას უკავშირდებოდა. სხვა შემთხვევაში, ქომაგი მწვრთნელის მიმართ აშკარად პოზიტიურად იყო განწყობილი, მაგრამ ფედერაციამ ცხადაძე ნაკრებიდან ხელფასის საკითხზე შეუთანხმებლობის გამო გაუშვა და მის მაგივრად ვლადიმირ ვაისი მოიწვია.

ბოლო პერიოდში ქართველი მწვრთნელი ალმათის "ქაირათში" მუშაობდა, დღეს კი ახალ სამსახურს ეძებს.

Sportall.Ge
მეორე სპეციალისტი, რომელსაც საქართველოს ნაკრებთან მიმართებაში ახსენებენ, გია ცეცაძეა. სულ ცოტა ხნის წინ მან "სამტრედია" დატოვა.

თუ ცეცაძის კარიერას გადავხედავთ იმერულ კლუბში, მას შიდა ასპარეზზე წარმატებული უნდა ვუწოდოთ, რადგან არსებული კონტინგენტით მუდმივად ახერხებდა დადებითი შედეგის მიღწევას.

რაც შეეხება საერთაშორისო სარბიელს, ცეცაძემ ევროტურნირებზე, ორ საკვალიფიკაციო ეტაპზე ვერაფერი დაუპირისპირა აზერბაიჯანულ კლუბებს.

ცეცაძე ეროვნულ ნაკრებში კახაბერ ცხადაძის ასისტენტიც იყო და შემდგომ, ვლადიმირ ვაისისაც. მანამდე მან საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები გაიყვანა ევროპის ჩემპიონატზე. გია ცეცაძე 43 წლისაა...

Sportall.Ge
თბილისის "ლოკომოტივის" მთავარი მწვრთნელი გიორგი დევდარიანი გულშემატკივართა კეთილგანწყობას აქამდე ინარჩუნებს, რაც დიდწილად გორის "დილაში" მის მუშაობას უკავშირდება. მისი ხელმძღვანელობით გორის გუნდმა ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე შთამბეჭდავად ითამაშა.

44 წლის მწვრთნელს საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებებშიც აქვს ნამუშევარი და საერთაშორისო გამოცდილებაც გააჩნია. "ტრაბზონსპორში" შოთა არველაძის ასისტენტი იყო.

რაც შეეხება დევდარიანის დამოძღვრილ "ლოკომოტივს", ევროტურნირების ზონაში მოსახვედრად იბრძვის და საკმაოდ ნაყოფიერად.

Sportall.Ge

საუბრობენ შოთა არველაძეზეც, რომელიც დღეს ტაშკენტის "ფახთაქორის" მთავარი მწვრთნელია.

საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი აქამდე ვერ ახერხებდა წარმატებული სამწვრთნელო კარიერის აწყობას და კლუბებს ხშირად იცვლიდა, სანაკრებო დონეზე კი არასდროს უმუშავია.

განსაკუთრებით გამორჩეული გუნდი, სადაც შოთას უმუშავია, ჰოლანდიური "ალკმაარია". იქ ის ლუი ვან გაალის ასისტენტი იყო.

Sportall.Ge
გია გეგუჩაძეს საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში უარყოფითი ბალანსი აქვს, მაგრამ მისი წარმატებები ქართველ გულშემატკივარს არ ავიწყდება და 52 წლის სპეციალისტი ეროვნულ გუნდში მიწვევის ერთ-ერთი კანდიდატია.

ხოლო ის, თუ რატომ ვერ დაატყო თავის ხელი გეგუჩაძემ ახალგაზრდულ ნაკრებს, ბევრისთვის გამოცანაა.

ცნობისთვის, გია გეგუჩაძესთან ერთად თბილისის "დინამოს" უეფას თასზე უთამაშია, "ზესტაფონს" კი ძალიან ცოტა დააკლდა ევროტურნირზე მოსახვედრად.
მკითხველის კომენტარები / 62 /
კახა რომ შემოგტავაზონ უარი არ ტკვა იცოდე, შენს ტავზე მაგლა დადეგი და იცი რატომ/ მოგება და სიხარული მოგვენატრა
vaxo
10 ოქტომბერი 2017 21:07
3
წვერს განა იმიტომ არ იპარსავენ რომ მოდაა, უბრალოდ გაპარსვა ეზარებათ. ბევრი ვიცი ასე რომ აკეთებს. ალბათ ვარჯიშიც ეზარებათ და იმიტომაც არიან "ჭ" დივიზიონის გუნდებში ზამენებზე რომ ზიან. თორემ ვერ დავიჯერებ, რომ უნიჭო ხალხი ვართ.
bacho
10 ოქტომბერი 2017 20:50
2
პირველ რიგში ნაკრების შეკრებაზე დალაქია (პარიკმახერი) მოსაყვანი, გასაპარსია ყველა, რას გვანან, მოჯახედები არიან თუ რა ხდება... ფეხბურთელებო! იქნებ საკუთარ თავს და გულშემატკივრებსაც გვცეთ პატივი და გაიპარსოთ ეგ წვერები... არ დაიწყოთ ახლა მოდა არის ანდა ფეხბურთელები ცრუმორწმუნენი არიანო, რომელი თამაში მოიგეს გაუპარსავებმა? ადამიანი ჯერ საკუთარ ტავს უნდა სცემდეს პატივს, მართლაცდა რა უბედურებაა, რას გვანან... მახსოვს ადრე, როდესაც დანიელ პასარელა დანიშნეს არგენტინის ნაკრებში, დისციპლინის დამყარება დაიწყო და აუკრძალა ფეხბურთელებს გრძელი თმებით თამაში (წვერზე ხომ ზედმეტი იყო საუბარი). თვით გაბრიელ ბატისტუტას და კლაუდიო კანიჯასაც მიუხურა ნაკრების კარი, შედეგი? ორთავე ფეხბურთელმა თმების სიგრძე დაიმოკლა (მხრებამდე)... ეს არაფერ შუაშია, მაგრამ გუნდს მწვრთვნელად უნდა ყავდეს პრინციპული, მომთხოვნი, მცოდნე სპეციალისტი...
123321
10 ოქტომბერი 2017 20:31
2
დათო-ს მე არ მითქვამს ჩვენ რით გვჯობია არამედ ვთქვი ხორვატიას უკრაინას და თურქეთს პირველზე რომ გავიდნენ!!!!! ბოლომდე წაიკითხე ხოლმე თუ პასუხს მცემ
svan
10 ოქტომბერი 2017 20:06
1
მწვრთნელის ცვლილება შედეგს ვერ შეცვლის. ვაისის დამსახურება ისაა, რომ გუნდს აშკარად სწორ ფეხბურთს ათამაშებს. შედეგი კი იმიტომ არაა, რომ გუნდში შემსრულებლები არ არიან. ორნი მეკარესთან რომ გადიან პირისპირ და გოლს ვერ იტანენ, ვერანაირი მწვრთნელი ვერ უშველის ამას. ამ ეტაპზე რაც მიაღწია ვაისმა ის არის, რომ ბურთს უაზროდ არ იშორებენ, რაღაცა კომბინაციების გაკეთებას ცდილობენ (უბრალოდ შესრულების ოსტატობა არ ყოფნით) და ადვილად ვეღარ გვამარცხებენ.
bacho
10 ოქტომბერი 2017 19:39
2
შაბურის ვარიანტი გამოირიცხა? როგორც გავიგე შაბურ მანდბუბარდიმანაგვანდილიშვილის კანდიდატურაა ყველაზე რეალურიო.
იქნებ ამან გვიშველოს.

მიდი შაბურ!
გენადი
10 ოქტომბერი 2017 18:01
1
არცერთი..
დატოვეთ ვაისი. მაგათ ყველას ჯობია.
გიორგი
10 ოქტომბერი 2017 17:55
3
ქართველი დანიშნონ ჯობია
Levan
10 ოქტომბერი 2017 17:48
9
ვან გაალს ვერ გავქაჩავთ?
ILIA
10 ოქტომბერი 2017 17:21
2
კი როგორ არა, გავქაავთ ვან გაალსაც და არტემ ჯანჯუღაზიანსაც.

არტემი ჯობია, უფრო გულიანად მიუდგება საქმეს.
კრისტიანო რონალდო
10 ოქტომბერი 2017 17:59
0
მოკლედ კობიაშვილმა უნდა გადადოს ამბიციები გვერდზე და ცხადაძე დააბრუნოს ნაკრებში
თემური
10 ოქტომბერი 2017 16:55
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული