თუ ვაისი წავა... ქომაგთა რჩეული კახა ცხადაძეა

AutoSharing Option
რუსეთში გასამართავ მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოსა და უკრაინის ჰიმნები ვერ აჟღერდება. თუ საქართველოს ნაკრების შემთხვევაში მალევე გაირკვა, რომ შანსი არ გვქონდა, უკრაინელები ბოლო ტურში საკუთარ სტადიონზე დამარცხდნენ ხორვატიასთან და მიზანი ვერ აისრულეს.

დღეს ქართულ ფეხბურთში უკვე მთავარი განსახილველი თემა ნაკრებში ვლადიმირ ვაისის დარჩენა-არდარჩენის საკითხია. ყველაფერი საქართველოს ნაკრების სამშობლოში დაბრუნების შემდეგ უნდა გაირკვეს, რის შემდეგაც გვეცოდინება სლოვაკი სპეციალისტის პასუხი. არ არის გამორიცხული, ჩვენი ნაკრების მთავარ მწვრთნელს შეთავაზება ყაზახეთის ნაკრებიდანაც ჰქონდეს.

რამდენიმე გამოკითხვის შედეგად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საქართველოს ნაკრების გულშემატკივართა უმეტესობა ვაისის დარჩენის
მომხრეა, უბრალოდ, მთავარი მოთხოვნაა, სლოვაკმა სპეციალისტმა საქართველოში უფრო დიდი დრო გაატაროს და მოთამაშეებს დააკვირდეს.

მეორე ნაწილი, ვისაც ვაისთან დამშვიდობება სურს, ნაკრებში ადგილობრივი მწვრთნელის დანიშვნას ემხრობა. მწვრთნელობის სავარაუდო კანდიდატებს შორის რამდენიმეს ყველაზე მეტად ასახელებენ.

Sportall.Ge
აქტიურად განიხილება კახაბერ ცხადაძის ნაკრებში დაბრუნების საკითხი. ბევრი ქომაგი ფიქრობს, რომ ეროვნულ გუნდში მის მიერ დაწყებული ცვლილებები ძალიან კარგი იყო და უნდა გაგრძელებულიყო...

ცხადაძე 2014 წელს თემურ ქეცბაიას ნაცვლად დაინიშნა და ეროვნულ ნაკრებს 10 თამაშში გაუძღვა: 3 მოიგო, 1 ფრედ ითამაშა და 6 წააგო.

გულშემატკივრის მთავარი პრეტენზია კახა ცხადაძისადმი ნაკრებში მისი ვაჟის, ბაჩანას მიწვევას უკავშირდებოდა. სხვა შემთხვევაში, ქომაგი მწვრთნელის მიმართ აშკარად პოზიტიურად იყო განწყობილი, მაგრამ ფედერაციამ ცხადაძე ნაკრებიდან ხელფასის საკითხზე შეუთანხმებლობის გამო გაუშვა და მის მაგივრად ვლადიმირ ვაისი მოიწვია.

ბოლო პერიოდში ქართველი მწვრთნელი ალმათის "ქაირათში" მუშაობდა, დღეს კი ახალ სამსახურს ეძებს.

Sportall.Ge
მეორე სპეციალისტი, რომელსაც საქართველოს ნაკრებთან მიმართებაში ახსენებენ, გია ცეცაძეა. სულ ცოტა ხნის წინ მან "სამტრედია" დატოვა.

თუ ცეცაძის კარიერას გადავხედავთ იმერულ კლუბში, მას შიდა ასპარეზზე წარმატებული უნდა ვუწოდოთ, რადგან არსებული კონტინგენტით მუდმივად ახერხებდა დადებითი შედეგის მიღწევას.

რაც შეეხება საერთაშორისო სარბიელს, ცეცაძემ ევროტურნირებზე, ორ საკვალიფიკაციო ეტაპზე ვერაფერი დაუპირისპირა აზერბაიჯანულ კლუბებს.

ცეცაძე ეროვნულ ნაკრებში კახაბერ ცხადაძის ასისტენტიც იყო და შემდგომ, ვლადიმირ ვაისისაც. მანამდე მან საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები გაიყვანა ევროპის ჩემპიონატზე. გია ცეცაძე 43 წლისაა...

Sportall.Ge
თბილისის "ლოკომოტივის" მთავარი მწვრთნელი გიორგი დევდარიანი გულშემატკივართა კეთილგანწყობას აქამდე ინარჩუნებს, რაც დიდწილად გორის "დილაში" მის მუშაობას უკავშირდება. მისი ხელმძღვანელობით გორის გუნდმა ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე შთამბეჭდავად ითამაშა.

44 წლის მწვრთნელს საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებებშიც აქვს ნამუშევარი და საერთაშორისო გამოცდილებაც გააჩნია. "ტრაბზონსპორში" შოთა არველაძის ასისტენტი იყო.

რაც შეეხება დევდარიანის დამოძღვრილ "ლოკომოტივს", ევროტურნირების ზონაში მოსახვედრად იბრძვის და საკმაოდ ნაყოფიერად.

Sportall.Ge

საუბრობენ შოთა არველაძეზეც, რომელიც დღეს ტაშკენტის "ფახთაქორის" მთავარი მწვრთნელია.

საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი აქამდე ვერ ახერხებდა წარმატებული სამწვრთნელო კარიერის აწყობას და კლუბებს ხშირად იცვლიდა, სანაკრებო დონეზე კი არასდროს უმუშავია.

განსაკუთრებით გამორჩეული გუნდი, სადაც შოთას უმუშავია, ჰოლანდიური "ალკმაარია". იქ ის ლუი ვან გაალის ასისტენტი იყო.

Sportall.Ge
გია გეგუჩაძეს საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში უარყოფითი ბალანსი აქვს, მაგრამ მისი წარმატებები ქართველ გულშემატკივარს არ ავიწყდება და 52 წლის სპეციალისტი ეროვნულ გუნდში მიწვევის ერთ-ერთი კანდიდატია.

ხოლო ის, თუ რატომ ვერ დაატყო თავის ხელი გეგუჩაძემ ახალგაზრდულ ნაკრებს, ბევრისთვის გამოცანაა.

ცნობისთვის, გია გეგუჩაძესთან ერთად თბილისის "დინამოს" უეფას თასზე უთამაშია, "ზესტაფონს" კი ძალიან ცოტა დააკლდა ევროტურნირზე მოსახვედრად.
მკითხველის კომენტარები / 62 /
vaisi unda darches!
dato
10 ოქტომბერი 2017 14:43
8
ვაისი, ამ კანდიდატებს ყველას სჯობს, ამ რესურსით გააკეთა მაქსიმუმი, უცხოელი მწვრთნელი არაფერს შუაშია, უცხოელები გვყავს რაგბში და კალათბურთში, მაგრამ გარკვეული წარმატებები გვაქვს...
თემური
10 ოქტომბერი 2017 14:33
7
ცხადაძეს ისე უყვარს ფული და იმდენს მოითხოვს ფეხბურთელები უტრუსიკოდ დარჩებიან
nnn
10 ოქტომბერი 2017 14:32
11
ვინც არ უნდა მოიყვანოთ ნაკრების მწვრთნელად მაინც არაფერი გვეშველება მონდომება არ აკლიათ ჩვენს ფეხბურთელებს უბრალოდ მეტი არ შეუძლიათ, მე უფრო მეცოდებიან, როგორც ასწავლეს ისე თამაშობენ, არადა ახალგაზრდები კიდევ უფრო უარესები არიან. მოკლედ ცუდად არის საქმე, არაფერი გვეშველება, თუ ჩვენმა გუნდმა მაგ. დინამომ რომელიც ძირითადად ნაკრებით იქნება დაკომპლექტებული არ მიიღო სხვა ქვეყნის პირველობაში მონაწილეობა მაგ. უკრაინის ან სხვა ქვეყნის (რუსეთს არ ვგულისხმობ არ დამეტაკოთ)თორემ ამ ეროვნულმა პირველობამ რა შედეგიც მოიტანა სახეზეა.
zmo
10 ოქტომბერი 2017 14:20
1
rom we aq umetesobas vaisa moswonso,saidan askvni?pederacias da mati kochis gamgoreblebs gulisxmob?tipi elementarulad cvlilebebis azze araa da shedegic saxeze gvaq da es mogwont??
euhh
10 ოქტომბერი 2017 14:18
4
არ მგონია საკუთარ ამპარტავნებას გადაახტეს კობიაშვილი და ცხადაძე დააბრუნოს ისევ, ერთხელ მაინც გაითვალისწინეთ გულშემატკივრის აზრი რომ ცხადაძე უნდა დაბრუნდეს!!! ქართველი მწვრთნელი მაინც არ დაგვაყვედრის თუ სად თამაშობენ ჩვენი ფეხბურთელები! უკეთესი ფეხბურთელები ყავდა ისლანდიას ხორვატიაზე, თურქეთზე და უკრაინაზე პირველზე რომ, გავიდა ჯგუფში???????!!!!!!!!!
svan
10 ოქტომბერი 2017 14:09
9
კი უკეთესი ფეხბურთელები...
ნიჭიერი და ზარმაცი - მასეთების დრო დასრულდა.
ისლანდიელმა იცის როგო გაიხსნას, როგორ დაკეტოს ფეხბურთელები, შეუძლია 90 წუთი ირბინოს, კონცენტრაციას არ კარგავს და ბავშურ შეცდომებს არ კარგავს... ასე რომ ბევრად სჯობს ქართელ ფეხბურთელებს და დროა თვალი გავახილოთ :( ბავშვთა ფეხბურთში უნდა დავასრულოთ იდიოტიზმი და მერე ველოდოთ წლები შედეგს
დათო
10 ოქტომბერი 2017 15:29
1
ცეცაძე და დევდარიანის წყვილი ძალიან კარგი იქნებოდა. ორივეს რაღაც გამოცდილება აქვს და წარმატებაც. საინტერესო ტაქტიკასაც გვთავაზობენ და უსამართლობას არ ეგუებიან
ბრემენელი
10 ოქტომბერი 2017 14:07
10
ვაისი არაა ცუდი მწვრთნელი, მაგარამ მგონია, რომ ქართველი აჯობებეს დავნიშნოთ. ხშირად ცდება სასტარტოსს დაყენების დროს და რატომ აგვიანებს შეცვლებს გაუგებარია. მოლდოვასთან უგერგილო თამაშები ჩემი აზრით ყველაზე ცუდი იყო მისი ხელმძღვანელობით. რა დაუშავა ჭანტურიამ ვერ ვხდები და რის გამო ვერ ანებებს ვეტერან დვალიშვილს თავს გაუგებარია.ისე კახა კაჭარავა სჯობს ამათ ყველას მწვრთნელად!
kika
10 ოქტომბერი 2017 13:57
6
ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ ცხადაძე ან ცეცაძე უნდა დაინიშნოს დანარჩენები ამ ეტაპზე უნდა გამოირიცხოს. იქიდან გამომდინარე რომ ცხადაძე სოლიდურ ხელფასს მოითხოვს ცეცაძე ძალზედ რეალური კანდიდატია და არა ნაკლები სპეციალისტი. ეს მან უკვე რამდენჯერმე დაამტკიცა
Dragonfly
10 ოქტომბერი 2017 13:48
12
ბოლოს წინა ადგილი და არცერთი მოგება 10 თამაშიდან ეს საკმარისი საფუძველია,რომ მწვრთნელი წავიდეს 5წაგება 5 ფრეე ეს არაა დადებითი შედეგი თავმოყვარე მწვრთნელი თვითო წავიდოდა.
100% უნდა დააბრუნონ ცხადაძე ნაკრებში საქართველოს ნაკრებს ქართველი მწვრთნელი უნდა ჰყავდეს არცერთმა უცხოელმა მწვრთნელმა არ გაამათლა ქართველი ვინ უფრო მეტად ჩახედულია ქართულ ფეხბურთში და იცის ყველაფერი უალტერნატივოა კახა ცხადაძე და თუ ცხადაძე არ დათახმდება მაშინ ცეცაძე.
daTo
10 ოქტომბერი 2017 13:48
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული