ლევან კობიაშვილი: ქომაგმა უნდა იცოდეს ის არგუმენტები, რის გამოც ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გაზეთ "ლელოსთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

ვაისს ფინანსები არ აინტერესებს...
- უნდა გკითხოთ ვლადიმირ ვაისზე. ვიცით, რომ მასთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე მუშაობა მიმდინარეობს. რა ვითარებაა ამ მხრივ?
- ჩვენი სურვილია, რომ ვლადიმირ ვაისი დარჩეს საქართველოს ნაკრებში და ამაზე ადრეც ვილაპარაკე. ცოტა ხნის წინაც შევხვდით ერთმანეთს და კიდევ შევხვდებით. შეიძლება ითქვას, ერთ საერთო წერტილამდე ვართ მისულები. რა თქმა უნდა, გულშემატკივარმა უნდა იცოდეს ის არგუმენტები, რის გამოც ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ.

მე არ
გავურბივარ პასუხისმგებლობას და ვამბობ, რომ იყო შეცდომები როგორც ფედერაციის, ისე ფეხბურთელებისა და ვაისის მხრიდან, მაგრამ კარგად ვიცი ნაკრების შიდა სამზარეულო და ისიც ვიცი, როგორი ურთიერთობა აქვთ ერთმანეთში ფეხბურთელებსა და მწვრთნელს. ამიტომაც მივიღეთ ეს გადაწყვეტილება.

ხოლო იმას, რომ საქართველოს ნაკრებმა მოგების გარეშე ჩაამთავრა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი, ჩემზე მეტად განიცდის ის ხალხი, ვინც ვაისთან ახალი კონტრაქტის გაფორმების წინააღმდეგია? ეს შედეგი ჩემთვისაც მიუღებელია და არც მე ვარ ბედნიერი ამის გამო.

როცა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ხარ და ნაკრებს ასეთი შედეგი აქვს, ახალი კონტრაქტი სხვანაირად აღიქმება, მაგრამ ჩვენ მაინც მივდივართ ამაზე. ამას მარტო იმიტომ არ ვაკეთებთ, ყოველ შესარჩევ ციკლში მწვრთნელი არ იცვლებაო, რომ ამბობენ. ესეც არის ერთ-ერთი არგუმენტი, მაგრამ დამიჯერეთ, ვლადიმირ ვაისი არ არის საქართველოს ნაკრების პრობლემა.

გეგუჩაძის მჯერა
- რით ახსნით ახალგაზრდული ნაკრების სასტარტო ფიასკოს?
- ეს ჩემთვისაც ძალიან მოულოდნელი იყო, მაგრამ მე მაინც მჯერა გია გეგუჩაძის სამწვრთნელო კვალიფიკაციის და მჯერა, უახლოეს ორ თამაშში მოედანზე სულ სხვა გუნდს ვნახავთ.

მწვრთნელი არ არის ამ ნაკრების პრობლემა. მიმაჩნია, რომ თუნდაც ფეხბურთელების მიდგომა საქმისადმი უშუალოდ მინდორზე უნდა იყოს ცოტა სხვანაირი.

ზესტაფონის თემა მალე დაიხურება
- კოკაია ახსენეთ და, "ზესტაფონის" თემასაც შევეხოთ, რომელიც წინა ფედერაციიდან მემკვიდრეობით "გადმოგყვათ"...
- ჩვენი აზრით, "ზესტაფონი" სჭირდება ქართულ ფეხბურთს და საქართველოს ჩემპიონატი, ძლიერ "ზესტაფონთან" ერთად, უფრო ძლიერი ტურნირი იქნება. იყო შეხვედრა და ორივე მხრიდან არის მზაობა, რომ ეს საკითხი მოგვარდეს, ეს თემა დაიხუროს ისე, როგორც უკეთესი იქნება ქართული ფეხბურთის ინტერესებისთვის. ჯერ დეტალურად ვერ ვილაპარაკებ. მიდის მუშაობა ამ საკითხზეც...

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ Lelo.ge-ზე
მკითხველის კომენტარები / 31 /
წადი!
წადი!
09:59 01-11-2017
8
სად ისწავლეს ეს დახვეწილი ლაპარაკი ამათმა?რაც არუნდა კრიტიკული შეკითხვა დაუსვა, მაინც ისე გპასუხობს რო ისეა სწორი როგორც თვითონ ფიქრობს, და განა არ განიცდის რო?? ძალიანაც განუცდის მაგ მაინც თავისას უბერავს.../ ქართველ პოლიტიკოსებს აქვთ ასეთი საუბარი ზუსტად , გადაიყვანენ ხალხს ჩკუიდან და მერე შერბილებული , დამაწყნარებელი ტონით შეუშვებენ დაბოლებას ... აღარაა ეს ის კობიაშვილი ამის თამაშის სანახავად ხან რომელ აყროლებულ ტოტალიზატორში ვიჯექი და ხან სად კიდე... ამათ თავიანთი გულშემატკივარი კიდიათ , აი ისეთი გულშემატკივარი ყველა ნაბიჯი რო იციან ამათი , სამაგიეროდ ისეთი გულშემატკივრის აზრი არი მათთვის მნიშვნელოვანი , მაგალითად: ნანუკა ჟორჯოლიანი და ინგა გრიგოლია :D :D :D ფეხბყრთის და რაგბის ბურთი რომელი რომელია არ იციან :D
Vasili
10:45 01-11-2017
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული