რა ფორმაშია საქართველოს ნაკრები და რამდენად მომზადებული ხვდება ამხანაგურ მატჩებს? ამ კითხვებზე პასუხის გაცემას ქვემოთ შევეცდებით.
მეკარეები
გიორგი ლორია ("ანჟი", რუსეთი): გიორგი ლორიამ "ანჟის" ბოლო 4 მატჩში ითამაშა და ბოლო ადგილიდან მახაჭყალელებმა ორი პოზიციით ზემოთ აინაცვლეს. ბოლო სამ შეხვედრაში გუნდმა 7 ქულა მოიპოვა: დაამარცხეს "ამკარი",
როინ კვასხვაძე ("ტორპედო", ქუთაისი): 28 წლის მეკარე ქუთაისელთა შეუცვლელი მეკარეა და ეროვნულ ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესოა. საქართველოს ჩემპიონატის 33 მატჩში 28 გოლი აქვს გაშვებული, რაც სტატისტიკურად საუკეთესო მაჩვენებელია.
მცველები
ოთარ კაკაბაძე ("ხიმნასტიკი", ესპანეთი): ჩვენებურის კლუბს კარგი პერიოდი არ უდგას, ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში მე-16 ადგილზეა. კაკაბაძე გუნდის ძირითადი შემადგენლობის წევრია და კლუბში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია.
გურამ კაშია ("ვიტესი", ჰოლანდია): არნემელთა ქართველი კაპიტანი არასდროს უჩიოდა სათამაშო დროს. არნემელთა შემადგენლობაში ამ სეზონში 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლის გატანაც მოახერხა. "ვიტესი" ამ სეზონში ევროპა ლიგაზეც თამაშობს.
ლაშა დვალი ("პოგონი" პოლონეთი): ქართველი ლეგიონერი პოლონეთის ექსტრაკლასაში სტაბილურად ასპარეზობს, 11 მატჩი აქვს ჩატარებული და ყოველ შეხვედრაში 90 წუთს თამაშობს. "პოგონი" 11 ტურის შემდეგ მე-16 ადგილზეა.
გიორგი ნავალოვსკი (სკა, რუსეთი): 31 წლის მცველი ხაბაროვსკელთა შემადგენლობაში შეუცვლელი ფიგურაა და გუნდში ერთ-ერთი საუკეთესოა. სკა 12 ქულით მე-16 ადგილზეა.
ლაშა შერგელაშვილი ("რიგასი", ლატვია): ლატვიის ვირშლიგაში 24 ტურია ჩატარებული და შერგელაშვილი უმეტესწილად ძირითად შემადგენლობაშია. 25 წლის ქართველ მცველს 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემაც აქვს გაკეთებული და მისი გუნდი მე-4 ადგილზეა.
დავით ხოჭოლავა ("შახტარი", უკრაინა): 24 წლის მცველმა წინასწარ იცოდა, რომ "შახტარში" სათადარიგო შემადგენლობისთვის მიჰყავდათ, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის სურნელსა და უკრაინის ჩემპიონობას დიდი ძალა აქვს. მაგრამ ზოგჯერ ქართველ ფეხბურთელებსაც უმართლებთ და კლუბში მისმა მთავარმა კონკურენტმა რაკიტსკიმ ჩემპიონთა ლიგაზე წითელი ბარათი მიიღო, ვარჯიშზე კი - პატარა ტრავმა, რის შედეგადაც უკრაინის ჩემპიონატში ბოლო ორი თამაში ხოჭოლავამ სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და ჩემპიონთა ლიგაზეც "ფეინიორდთან" ძირითად შემადგენლობაში იყო.
ლევან გეგეჭკორი ("დინამო", თბილისი): 23 წლის პერსპექტიული მცველის თამაში უყურადღებოდ ვლადიმირ ვაისს არ დარჩენია და ამხანაგურ შეხვედრებში საქართველოს ნაკრებში უხმო. გეგეჭკორს ეროვნულ ლიგაში 22 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული, ორი გოლი და ორი საგოლე გადაცემაა მის ანგარიშზე.
გია გრიგალავა (ტულის "არსენალი", რუსეთი): მძიმე ტრავმის შემდეგ, ბოლო ოთხი თამაშია დაუბრუნდა რუსეთის პრემიერლიგას და მალევე შეძლო გუნდის ძირითად შემადგენლობაში დაბრუნება. "არსენალი" რუსეთის პრემიერლიგაში მე-7 პოზიციაზეა.
ნახევარმცველები
ნიკა კვეკვესკირი ("ტობოლი", ყაზახეთი): 25 წლის ნახევარმცველის ტრანსფერი ყაზახეთში წარმატებული არ გამოდგა, 14 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. "ტობოლი" ყაზახეთის პრემიერლიგაში 47 ქულით მე-5 ადგილზე გავიდა.
ჯაბა კანკავა (თავისუფალი აგენტი): საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯერ კიდევ უგუნდოდაა და უკვე ჭორებიც აღარ ისმის, თუ სად ითამაშებს.
ვაკო გვილია ("ბატე", ბელორუსი): ამ სეზონში გვილიას ბორისოველები არ სწყალობენ, ქართველი ნახევარმცველი მხოლოდ 4-ჯერ იყო ძირითად შემადგენლობაში და 5-ჯერ სათადარიგო სკამიდან ჩაერთო. ბოლოს გვილიამ 9 სექტემბერს ითამაშა.
გიორგი აბურჯანია ("სევილია 2", ესპანეთი): 22 წლის ნახევარმცველმა 6 მატჩში ითამაშა: ხუთში მეორე ტაიმში ჩაერთო და ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ერთ მატჩში იყო.
ვაკო ყაზაიშვილი ("სან ხოსე", ამერიკა): ვაკომ ამერიკაში სეზონი დაასრულა, "სან ხოსე" პლეი-ოფს პირველსავე ეტაპზე გამოეთიშა. 13 მატჩიდან რვა შეხვედრაში ძირითადი შემადგენლობის წევრი იყო, ამ პერიოდში კი 5 გოლი და 2 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.
გიორგი მერებაშვილი ("ვისლა", პოლონეთი): გიორგი მერებაშვილი ძალიან კარგ ფორმაშია, ბოლო რვა მატჩში ხუთი საგოლე გადაცემა და ორი გოლი ჩაიწერა აქტივში. პოლონეთში სტატისტიკაზე მეტად თამაშით გამოარჩიეს, რადგან გიორგი პლოცკელთა შეტევების ლიდერია.
ჯაბა ჯიღაური ("ვარდარი", მაკედონია): ჯაბა მაკედონიური გუნდის ძირითადი შემადგენლობის წევრია, "ვარდარი" ევროპა ლიგაშიც ასპარეზობს და ჯიღაურმა ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა. მიმდინარე სეზონში 18 მატჩში ითამაშა, 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა მის ანგარიშზე.
გიორგი პაპუნაშვილი ("სარაგოსა", ეპანეთი): პაპუნაშვილი ესპანეთში ბოლომდე ვერ ახერხებს თავის დამკვიდრებას. სეგუნდა დივიზიონის მხოლოდ ერთ მატჩში იყო ძირითად შემადგენლობაში, სხვა შემთხვევაში სათადარიგოა. სეგუნდაში 1 გოლი აქვს გატანილი, კოპა დელ რეიზე 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული.
საბა ლობჟანიძე ("რანდერსი", დანია): 3 გოლი და 3 საგოლე გადაცემა დანიის თასზე, 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემა დანიის სუპერლიგაში - საბა ლობჟანიძე, კლუბისგან განსხვავებით, მშვენივრად გამოიყურება და იმ დროში, რასაც მას უთმობენ, მშვენიერი სტატისტიკაა.
თავდამსხმელები
ირაკლი სიხარულიძე ("ლოკომოტივი", თბილისი): "შეუჩერებელი" - ასე შეიძლება ვუწოდოთ "ლოკომოტივის" ფორვარდს, რადგან მას ამ სეზონში 25 გოლი და 6 საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული. ოქტომბრის თვეში მის ანგარიშზე ორი გოლი და ორი საგოლე გადაცემაა.
გიორგი ქვილითაია ("რაპიდი", ავსტრია): გიორგის ამ სეზონში ავსტრიის ბუნდესლიგაში 10 მატჩი აქვს ჩატარებული, ამათგან ექვსი სასტარტო შემადგენლობაში და გოლი არ აქვს გატანილი. ერთადერთი გოლი ავსტრიის თასზე, ავსტრიის მე-4 ლიგის წევრ "ელექტრას" გაუტანა.
ნიკა კაჭარავა ("კორონა", პოლონეთი): თავდასხმის ხაზში საქართველოს ნაკრების მთავარი იმედი ტრავმის შემდეგ დაბრუნდა და პოლონეთის ექსტრაკლასაში სამ ჩატარებულ მატჩში, მისი თამაშით ყველას თავბრუ დაახვია. სამი გოლი, ორი საგოლე გადაცემა, მოპოვებული პენალტი და ორჯერ ექსტრაკლასას სიმბოლურში მოხვედრა - ასეთ მცირე დროში ეს არის მისი მონაგარი.
ეგებ ვინმემ ამიხსნას რატომ არ იძახებენ ზაქარია ბეგლარიშვილს? ესტონეთის ჩემპიონატი დაბალი დონეა? რაც არ უნდა დაბალი დონე იყოს,ტიპს შესანიშნავი სტატისტიკა აქვს...
ქვილითაია, როგორც სჩანს, სათადარიგოდ ესახება ვაისს.
პაპუნაშვილი, სამწუხაროდ, ჩაილურის წყალგადავლებულია.
არაბიძე ვერასდროს ითამაშებს ფეხბურთს... ალბათ.
კაჭარავა...