ბელორუსის მწვრთნელმა საქართველოს სტუმართმოყვარეობაზე ისაუბრა

AutoSharing Option
13 ნოემბერს, საქართველოს ნაკრები ბელორუსს ქუთაისში დაუპირისპირდება.

ფეხბურთის ფედერაციამ ბელორუსის ნაკრების მწვრთნელთან, იგორ კრიუშენკოსთან კონტრაქტი გააგრძელა. ამის შემდეგ კრიუშენკომ პრესკონფერენციაზე საქართველოზე ისაუბრა.

- თქვენ საქართველოსა და სომხეთში მიდიხართ, რომლებიც გამოირჩევიან სტუმართმოყვარეობით. თუ ლაპტევი იქნება შემადგენლობაში, იქნება თუ არა კონტროლის მექანიზმები, რომ მან არ დაარღვიოს წესები?

- ჩვენ ვაკონტროლებთ ყოველდღიურად ფეხბურთელებს ფიზიკურად და მათ პულსს ვიკვლევთ. იმედი მაქვს, რომ ამ საკითხს აღარ დავუბრუნდებით. ვფიქრობ, სტუმართმოყვარეობა უფრო საწვრთნელ შტაბს შეეხება, ვიდრე ფეხბურთელებს.

- რას იტყვით ბელორუსის ნაკრების უახლოეს მეტოქეებზე?

- საქართველოსა და
სომხეთის ნაკრებები, საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული, გამოირჩეოდნენ ტექნიკურობით. ჩემთვის საინტერესო იქნება სხვა სტილის გუნდებთან თამაში. გარდა ამისა, ეს ნაკრებები შეიძლება ერთა ლიგაში დაგვიპირისპირდნენ და კარგად გავეცნობით ჩვენს ოპონენტებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული