ფეხბურთის ფედერაციამ ბელორუსის ნაკრების მწვრთნელთან, იგორ კრიუშენკოსთან კონტრაქტი გააგრძელა. ამის შემდეგ კრიუშენკომ პრესკონფერენციაზე საქართველოზე ისაუბრა.
- თქვენ საქართველოსა და სომხეთში მიდიხართ, რომლებიც გამოირჩევიან სტუმართმოყვარეობით. თუ ლაპტევი იქნება შემადგენლობაში, იქნება თუ არა კონტროლის მექანიზმები, რომ მან არ დაარღვიოს წესები?
- ჩვენ ვაკონტროლებთ ყოველდღიურად ფეხბურთელებს ფიზიკურად და მათ პულსს ვიკვლევთ. იმედი მაქვს, რომ ამ საკითხს აღარ დავუბრუნდებით. ვფიქრობ, სტუმართმოყვარეობა უფრო საწვრთნელ შტაბს შეეხება, ვიდრე ფეხბურთელებს.
- რას იტყვით ბელორუსის ნაკრების უახლოეს მეტოქეებზე?
- საქართველოსა და