- რატომ არ არის გამოძახებული საბა კვირკველია?
- საბა არ არის ცუდი მოთამაშე. ბოლო პერიოდში საკმაო დატვირთვები ჰქონდა კლუბში, ნემსებსაც იკეთებდა მცირე ტრავმის გამო. ცხადია, ძირითადი შემადგენლობის განუყოფელი მოთამაშეა და რომ მოიშუშებს ტრავმას, დაგვიბრუნდება.
- ახალი კონტრაქტის საკითხი როგორია ამ დროისთვის, თუ არის შეთანხმებული ყველა დეტალი?
- მე გადავწყვიტე და ჩვენ შევთანხმდით, რომ კიდევ ორი წელი ვიმუშავებ საქართველოს ნაკრებში.
-
-ასე ვთქვათ, ისეთი გუნდებია, რომლებსაც შევხვდებით ერთა თასზე და ეს თამაში წაგვადგება, რომ მეტოქეებს გავეცნოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთი წლით ადრე დავგეგმოთ ყველაფერი. მომავალი შემოდგომა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა იმედი გვქონდეს ევროპის ჩემპიონატზე გასვლის. ჩვენ ავარჩიეთ გორი და ქუთაისი იმიტომ, რომ საქართველოს რეგიონებშიც ნახოს ხალხმა ნაკრების თამაში.
- ახალი ტაქტიკა ხომ არ შეგიმუშავებიათ ამ თამაშებისთვის?
- პირველ თამაშს ვითამაშებთ 4-3-2-1 ტაქტიკით. მე მინდოდა, ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის მიმეცა შანსი, ისეთებისთვის, როგორებიცაა: სიხარულიძე, ლობჟანიძე, პაპუნაშვილი. მართალია, არ გვყავს წამყვანი მოთამაშეები დღეს, მაგრამ ისინი ჩვენი განუყოფელი ნაწილები არიან.
- ბაჩანა არაბულს რატომ არ იძახებთ?
- სად არის გამორჩეული არაბული? ერთი წლის წინ ჩვენთან ერთად იყო და ვიცი მისი შესაძლებლობები. მე გამოვიძახე სხვა ფეხბურთელები, ვისაც ვთვლიდი საჭიროდ.
- რამდენად კმაყოფილი ხართ ახალგაზრდა ფეხბურთელებით და მათი გარჯით ვარჯიშზე?
- რაც შეეხება ვარჯიშის პროცესს, ჩამოსვლიდან არანაირი პრობლემა არ გვქონია ახალგაზრდებთან. საწვრთნელი პროცესი არის მომზადება მატჩისთვის და რა თქმა უნდა, არის პრობლემები. უნდა ვილაპარაკოთ ისევ ვერგამოყენებულ მომენტებზე, ამას უნდა მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება და გამოვასწოროთ.
- შესაძლებელია, მომავალ თამაშებზე გურამ კაშიას მიმართ იყოს გარკვეული პროტესტი. რა შეგიძლიათ უთხრათ გულშემატკივარს?
- მე ყოველთვის ვიქნები კაშიას და კანკავას გვერდით. ფაქტობრივად, ისინი არიან ყველაზე პროფესიონალი ფეხბურთელები ქართულ ფეხბურთში. ეს ადამიანები არიან პატრიოტები და ყოველთვის მზად არიან ნაკრებში სათამაშოდ.
ვაი ჩვენს პატრონს
კი ბატონო მეც მინდა მოგება, მაგრამ ვერმოგების შემთხვევაში მიწაში არ ჩავდებ არც ვაისს და არც ფეხბურთელებს. ერთადერთი რაც არ მომეწონა ვაისში არის ის, რომ არაბულზე და ზოგადად ფეხბურთელზე ასე უტაქტოდ არ უნდა ილაპარაკო, მეტი დიპლომატიაა და ზრდილობა-ტაქტი.
წარმატებები ბიჭებს ორივე მატჩში!
რაც შეეხება ვაისის განცხადებას,კაშიასთან და კანკავასთან გვერდით დგომის გამო,ამას ვერასოდეს დავეთანხმები გურამ კაშიასთან მიმართებაში.გურამს ძალიან ვაფასებდი და ახლაც ვაფასებ როგორც ფეხბურთელს,მაგრამ დიდი შეცდომა დაუშვა ადამიანური კუთხით და ვერც იმას ვხედავ,ამ შეცდომას ნანობდეს.ჰოლანდია ჰოლანდიაა და საქართველო, საქართველო,თუმცა ამაშიც ბოლომდე უკვე აღარ ვარ დარწმუნებული.