ვლადიმირ ვაისი: მე ყოველთვის ვიქნები კაშიას და კანკავას გვერდით

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა. შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები 10 ნოემბერს კვიპროსს და 13 ნოემბერს ბელორუსს დაუპირისპირდება.

- რატომ არ არის გამოძახებული საბა კვირკველია?
- საბა არ არის ცუდი მოთამაშე. ბოლო პერიოდში საკმაო დატვირთვები ჰქონდა კლუბში, ნემსებსაც იკეთებდა მცირე ტრავმის გამო. ცხადია, ძირითადი შემადგენლობის განუყოფელი მოთამაშეა და რომ მოიშუშებს ტრავმას, დაგვიბრუნდება.

- ახალი კონტრაქტის საკითხი როგორია ამ დროისთვის, თუ არის შეთანხმებული ყველა დეტალი?

- მე გადავწყვიტე და ჩვენ შევთანხმდით, რომ კიდევ ორი წელი ვიმუშავებ საქართველოს ნაკრებში.

-
შეაფასეთ საქართველოს ნაკრების მეტოქეები, რომლებსაც მომავალ თამაშებში დავუპირისპირდებით...

-ასე ვთქვათ, ისეთი გუნდებია, რომლებსაც შევხვდებით ერთა თასზე და ეს თამაში წაგვადგება, რომ მეტოქეებს გავეცნოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთი წლით ადრე დავგეგმოთ ყველაფერი. მომავალი შემოდგომა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა იმედი გვქონდეს ევროპის ჩემპიონატზე გასვლის. ჩვენ ავარჩიეთ გორი და ქუთაისი იმიტომ, რომ საქართველოს რეგიონებშიც ნახოს ხალხმა ნაკრების თამაში.

- ახალი ტაქტიკა ხომ არ შეგიმუშავებიათ ამ თამაშებისთვის?
- პირველ თამაშს ვითამაშებთ 4-3-2-1 ტაქტიკით. მე მინდოდა, ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის მიმეცა შანსი, ისეთებისთვის, როგორებიცაა: სიხარულიძე, ლობჟანიძე, პაპუნაშვილი. მართალია, არ გვყავს წამყვანი მოთამაშეები დღეს, მაგრამ ისინი ჩვენი განუყოფელი ნაწილები არიან.

- ბაჩანა არაბულს რატომ არ იძახებთ?
- სად არის გამორჩეული არაბული? ერთი წლის წინ ჩვენთან ერთად იყო და ვიცი მისი შესაძლებლობები. მე გამოვიძახე სხვა ფეხბურთელები, ვისაც ვთვლიდი საჭიროდ.

- რამდენად კმაყოფილი ხართ ახალგაზრდა ფეხბურთელებით და მათი გარჯით ვარჯიშზე?

- რაც შეეხება ვარჯიშის პროცესს, ჩამოსვლიდან არანაირი პრობლემა არ გვქონია ახალგაზრდებთან. საწვრთნელი პროცესი არის მომზადება მატჩისთვის და რა თქმა უნდა, არის პრობლემები. უნდა ვილაპარაკოთ ისევ ვერგამოყენებულ მომენტებზე, ამას უნდა მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება და გამოვასწოროთ.

- შესაძლებელია, მომავალ თამაშებზე გურამ კაშიას მიმართ იყოს გარკვეული პროტესტი. რა შეგიძლიათ უთხრათ გულშემატკივარს?

- მე ყოველთვის ვიქნები კაშიას და კანკავას გვერდით. ფაქტობრივად, ისინი არიან ყველაზე პროფესიონალი ფეხბურთელები ქართულ ფეხბურთში. ეს ადამიანები არიან პატრიოტები და ყოველთვის მზად არიან ნაკრებში სათამაშოდ.
მკითხველის კომენტარები / 16 /
me gadavwyvite da kidev ori weli davrchebi((utavmoyvareo arakaci...me vaisasadmi undoblobas stadionze armisvlit gamovxatav...nakrebs ratqmaunda warmatebas usurveb..p.s.aba tqven icit dabloket esemesi
euhh
09 ნოემბერი 2017 15:56
11
ჯამაგირი უნდა მოუმატონ, თორემ ლარი ფუჭდება, ინფლიაცია ხომ არის და არის და თუ არ მოუმატებენ ხელფას გაიქცევა და მერე რაღა გვეშველება უმაგისოდ!!
კოტე
09 ნოემბერი 2017 15:28
11
აბა შენ იცი!! თუ კვიპროსთან და ბოლორუსებთან ვერას გახდები ნეტა მერე რას მოიგონებ!!??
ნოდარი
09 ნოემბერი 2017 15:21
6
აი რა იცის ვაი-პოლიტიკოსების სპორტში ჩარევამ - ეხლა ჩემმა მტერმა უყუროს ვაისს და მის მოუგებელ სერიას კიდევ ორი წელი!
შევარდენი
09 ნოემბერი 2017 15:20
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული