გიორგი არაბიძე: ბევრ არასწორ საქციელს ვხედავ, მითუმეტეს საქართველოში

AutoSharing Option
19 წლის გიორგი არაბიძე უდავოდ ნიჭიერ ფეხბურთელად ითვლება. ქართველი გულშემატკივარი მასზე დიდ იმედებს ამყარებს.

გიორგის დიდი ხანია მედიასთან არ უსაუბრია და მის შესახებ ინტერესიც შესაბამისად გაზრდილია.

Sportall.ge გიორგის უკრაინაში დაუკავშირდა და საინტერესო საკითხებზე ესაუბრა.

- გიორგი, როგორც ვიცით, ახალგაზრდული ნაკრების შეკრებაზე მცირე ტრავმით ჩამოხვედი. როგორია ამჟამად შენი ჯანმრთელობის მდგომარეობა?
- თავს სრულიად ჯანმრთელად ვგრძნობ.

- გასულ სატრანსფერო პერიოდში იყო საუბარი იმის შესახებ, რომ "შახტარს" დატოვებდით და კარიერას სხვა კლუბში განაგრძობდით. თუ შეგიძლიათ გვითხრათ რომელი კლუბებიდან იყო შემოთავაზება და რატომ არ
შედგა ტრანსფერი?

- ტრანსფერს ხელი "შახტარმა" შეუშალა. მათ ჩემი გაშვება არ უნდოდათ. კონტრაქტის დასრულებამდე 6 თვე დარჩა და გუნდს დიდი ალბათობით ზამთარში დავტოვებ.

- რომელი გუნდებიდანაა ინტერესი?
- ინტერესი ბევრი გუნდიდანაა, მაგრამ ჩემი პრიორიტეტი უმაღლესი ლიგის საშუალო დონის გუნდია, სადაც მუდმივი სათამაშო პრაქტიკა მექნება.

- მირჩა ლუჩესკუს მწვრთნელობის პერიოდში "შახტარში" თამაშის და თავის გამოჩენის საშუალება გეძლეოდათ, რასაც ვერ ვიტყვით პაულო ფონსეკაზე. რატომ არ გენდობათ პორტუგალიელი სპეციალისტი და როგორი ურთიერთბა გაქვთ მასთან?
- მწვრთნელთან კარგი ურთიერთობა მაქვს. ლუჩესკუს სხვანაირი მიდგომა ჰქონდა, ის შანსს ახალგაზრდა ფეხბურთელებს აძლევდა, ფონსეკა კი ამ საქმეს სხვანაირად უყურებს.

- აქვს თუ არა "შახტარს" თქვენთან კონტრაქტის გაგრძელების სურვილი?
- მათ ახალი კონტრაქტის გაფორმება დიდიხანია სურთ, მაგრამ ამ გუნდში ჩემს ადგილს ვერ ვხედავ... დალოდებას და დროის დაკარგვას არ ვაპირებ.

- ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი ძალიან ცუდად დაიწყო, გულშემატკივარმა კი განსაკუთრებულად მწვავედ ფარერის კუნძულებთან მარცხი განიცადა. ევროშესარჩევის ჯგუფში ჩარჩა 19 წლამდელთა ნაკრებიც...
- ბევრი პრობლემაა ნაკრებში ფეხბურთის და მოედნის გარდა, რის აღოფხვრასაც დიდი დრო დასჭირდება.

- რა პრობლემებს გულისხმობთ?
- ამ თემაზე საუბარი არ მსურს. ბევრ არასწორ საქციელს ვხედავ, მითუმეტეს ჩვენს ქვეყანაში. ისეთი რაღაცები ხდება სხვა ქვეყნის გუნდებში ან ნაკრებებში გამორიცხულია და ამიტომ არიან ჩვენზე წინ. ეს ყველაფერი ჩვენი ბრალია და სხვისი არავის.

- ეროვნულ ნაკრებზეც გკითხავთ. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულების შემდეგ მოგების გრაფაში ნული გვიწერია. ამის ფონზე, რას იტყოდით საქართველოს ეროვნულ ნაკრებზე?
- მართალია შესარჩევი ეტაპი მოგების გარეშე დავასრულეთ, მაგრამ პროგრესი აშკარად არის. მჯერა, რომ უახლოეს პერიოდში შედეგი აუცილებლად იქნება. მთავარია სწორი მიდგომა და მუშაობა, ნაკრებს ჰყავს ისეთ ფეხბურთელები, რომლებსაც შედეგის დადება შეუძლიათ.

- საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ვლადიმერს ვაისს კონტრაქტი კიდევ ორი წლით გაუგრძელა. უნდა დარჩენილიყო თუ არა სლოვაკი სპეციალისტის გუნდის მთავარ მწვრთნელად?
- როგორც უკვე ავღნიშნე ნაკრების თამაშში პროგრესს ვხედავ. ვაისი სწორად მუშაობს და ვფიქრობ, ფედერაციამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

- საქართველოს ყოველთვის ჰყავდა და ახლაც ჰყავს ნიჭიერი და პერსპექტიული ფეხბურთელები, მაგრამ ამის ფონზე წარმატებას ვერ ვაღწევთ, რატომ ვტკეპნით ერთ ადგილს?
- არასწორი მიდგომა ახალგაზრდა ფეხბურთელებთან და სათამაშო პრაქტიკა, რომელიც კლუბებში საკმარისი არაა.

- რატომ არ გამოგიძახათ ამხანაგურ შეხვედრებში ვლადიმერ ვაისმა?
- ახალგაზრდულ ნაკრებს ოფიციალური თამაში ჰქონდა, ეროვნულს კი ამხანაგური. ეს მათი გადასაწყვეტია და მე არაფრის თქმა არ შემიძლია.

- როგორ ფიქრობთ, ეძლევა ყველა იმ ფეხბურთელს ეროვნულ ნაკრებში თავის გამოჩენის საშუალება, ვინც ამას იმსახურებს?
- ვერც კის ვიტყვი, ვერც არას.

- რთულია საქართველოში ფეხბურთელად გაზრდა? რა პრობლემებს აწყდება ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი?
- პირველ რიგში უსამართლობას. არ არის განვითარების დონე, ინფრასტრუქტურა, რაც უმნიშვნელოვანესია და კიდევ ბევრი რამ.

- იქნებ დაგვიკონკრეტოთ, რა უსამართლობაზეა საუბარი?
- არც კლუბში და არც ნაკრებში არ ეძლევა იმ ფეხბურთელებს თავის გამოჩენის საშუალება, ვინც მართლა ნიჭიერი და ღირსია. ასე ვთქვათ ბევრი იჩაგრება...

- ერთთა ლიგის სახით საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად დამატებითი შანსი გაუჩნდა...
- დიახ, ძალიან კარგია. ვფიქრობ, რომ ჩვენი გასვლის შანსი ახლა უფრო გაზრდილია.

ავტორი: ლაშა ბეგიაშვილი
მკითხველის კომენტარები / 25 /
ძალიან მიკვირს არაბიძის თამაში იყენებს კაცის მოტყუების მხოლოდ ერთ ფინტს გარბის მარცხნივ,თუ გამოუვიდა გადააქვს ბურთი მარცხენა მცველზე და ამის შემდეგ იმის ნაცვლად რომ თავქუდმოგლეჯილი გარბოდეს საჯარიმოში და ცდილობდეს გოლის გატანას ....ის ჩერდება ადგილზე.ბურთზე არ იხსნება თხოულობს ფეხში მესხის სტილში ის ერთი იყო თანაც დღის სხვა ფეხბურთია. მოკლედ თუ არდაიწყებს ორივე მხარეს პოდსიდენიების გაკეთებას,ბურთის სისწრაფეში მიღებას და საგოლე პასების გაკეთებას არაფერი გამოუვა და ის დიდ ფეხბურთს ვერ ითამაშებს ნუთუ ყველა მწრთვნელი უვიცია და ამას არ ავალებს,მე პირიქით მგონია და ნეტავი ვცდებოდე
რეხო
16 დეკემბერი 2017 18:40
0
საქართველოს ყავს ევროპაში უძლიერესი დაცვა და სხვა რგოლის ფეხბურთელებიც არავიზე ნაკლები არ არიან.საუბედუროდ არასოდეს გვყოლია ძლიერი,მოაზროვნე მწვრთნელი ჩვენს შემდეგ მათ თავი ვერსად გამოიჩინეს ისინი ყველა გაყარეს და დღეს ყველა უმუშევარია.ვაისი ყველაზე უარესია სად ნახეთ პროგრესი მას არა აქვს გეგმა თუ როგორ უნდა გავიტანოთ გოლი.მე ვერ დავინახე ვერცერთი დამუშავებული შეტევა ვერცერთი დამუშავებული სტანდარტი ყველა გუნდი გვჯობდა თამაშის ორგანიზაციით.ესპანეთისთვის მომგები გუნდი მოლდოვას რომ ვერ მოუგებს ეს ნამდვილად მწრთველის უნიათობის ბრალია და მას კონტრაქტი არ უნდა გაუგრძელდეს.
რეხოს
16 დეკემბერი 2017 18:07
0
მართალს ამბობს - "არც კლუბში და არც ნაკრებში არ ეძლევა იმ ფეხბურთელებს თავის გამოჩენის საშუალება, ვინც მართლა ნიჭიერი და ღირსია. ასე ვთქვათ ბევრი იჩაგრება..."
gega
29 ნოემბერი 2017 13:55
1
გიო, ბიძიკო, ახალგაზრდა ხარ და წინდახედულობა გმართებს, მაგით ხომ გაიფუჭე სანაკრებო საქმე? ხოლო უნაკრებოდ კარგ გუნდში ვერ წახვალ. შენი ნაკრებში არ თამაში აშკარა უსამართლობაზე მეტი რომ არის ყველა ფეხბურთის მცოდნემ იცის, დღევანდელ ნაკრებში მითუმეტეს, ასევე ებრალიძის მიმართაც უსამართლონი არიან. მე მგონი ამ ზამთარში ახალ გუნდში უნდა გადახვიდე, ეცადე ევროპის საშუალო გუნდი იყოს და უწყვეტი სათამაშო პრაქტიკა გქონდეს, სადაც დაამტკიცებ კიდეც შენს სიმართლეს. მთავარია გული არ გაიტეხო, პირიქით უფრო უნდა გაძლიერდე და მიზანს მიაღწევ. ხოლო ნაკრების დრო ამის შემდეგ აუცილებლად მოგეცემა. შრომით და ჟილკით უნდა გახვიდე ფონს. ასეა და ასე იყო მუდამ. წარმატებები. ეს ბიჭი მარტო იმაშია პროფესიონალი, რომ ტრამვებს არ ღებულობს და საკმარისი დრო რომ ჰქონოდა ნაკრებში, თუნდაც 3-4 თამაში რომ ეთამაშა, დღეს შეუცვლელი იქნებოდა და უკეტეს გუნდშიც იქნებოდა. შახტარში მაგის ადგილიუ კაი ხანს არ იქნება, რადგან, მათ გააჩნიათ ფინანსები, რათა მზა ფეხბურთელი იყიდონ
vaso
27 ნოემბერი 2017 14:49
2
სწორად მიმაჩნია აქცენტის გაკეთება საშუალო დონის უმაღლესი ლიგის გუნდზე. ეს აშკარად არ ნიშნავს, რომ მეტი არ შეუძლია. უბრალოდ აქ თავის ესაძლებლობების წარმოჩენის საშუალება ექნება და შემდეგ უფრო მაღალი დონის გუნდების დროც მოვა. წარმატებები!
1
27 ნოემბერი 2017 14:40
0
,,ჩემი პრიორიტეტი უმაღლესი ლიგის საშუალო გუნდიაო" ე გიორგი კაი ბიჭი ხარ ბიძიკო,რომ ხვდები შენი ოცნება საშუალო დონის გუნდია, რადგან გრანდებისთვის არც დონე და არც სიმაღლე არ გყოფნის. დანარჩენი რა ვთქვა ღმერთმა ხელი მოგიმართოს არ დაეცე ივარჯიშე და ვნახოთ იქნებ მარად პერსპექტიულად არ დარჩე.
კოტე
27 ნოემბერი 2017 12:38
0
ყველა არაკორექტული შეფასება და წაქეზება, მხოლოდ ავნებს გიორგის. ბევრი, მასზე უფრო ნიჭიერი ახალგაზრდა მახსოვს უკვალოდ გამქრალი ფეხბურთიდან. ჭორებზე დაფუძნებული ბრალდებების წერას, ჯობია თუ კონკრეტული ფაქტები და მტკიცებულებები გაქვთ შესაბამის სამსახურებს მიაწოდოთ. გიომ კი ჯობია ვარჯიშს მოუმატოს და დაელოდოს თავის "დროს".
tngh
27 ნოემბერი 2017 12:16
3
თავს ზედმეტი და დაუსაბუთებელი კომენტარების უფლებას აძლევს ეს ახალგაზრდა... ჯობია თამაშით გამოიჩინის თავი, ვინემ ბრალდებებით საქართველოს და "შახტარის" მიმართ. თანაც, როდესაც ყველა მწვრთენელი და მცოდნე გულშემატკივარი ერთხმად აღიარებს, რომ ტაქტიკურად მოუმზადებელია, ჯობს დაფიქრდეს და ამ კომპონენტზე იმუშაოს. ისე, უდავიდ ნიჭიერი ფეხბურთელია არაბიძე და საკუთარ თავზე თუ იმუშავებს, აუცილებლად მიაღწევს წარმატებებს...
tngh
27 ნოემბერი 2017 11:39
7
ყოჩაღ გიო, კარგი ბიჭი ხარ. ასეთი განცხადების გაკეთება ცოტა არ იყოს სარისკო შეიძლება იყოს შენთვის, თუმცა, მთავარია ითქვას სიმართლე. სიმართლის თქმა კი მხოლოდ მას შეუძლია, ვისაც მხოლოდ საკუთარი შესაძლებლობების და ოფლის წყალობით აქვს წარმატება მოპოვებული.

ის გამოხმაურებები კი, რაც შენი ინტერვიუს მოჰყვა, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ძალიან ძნელია საქართველოში ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის უსამართლო კონკურენციაში წარმატების მიღწევა.
გულშემატკივარი
27 ნოემბერი 2017 11:27
1
ამ ბიჭს თავხედს ეძახიან მწვრთნელები და იცით რატომ? იმიტომ რომ მან პირდაპირ გამოთქვა აზრი და გულგრილად არ შეხვდა იმ ფაქტს რომ ვიღაც ბიძას ან კიდევ კრიშა პოლიტიკოსის გამო იყო ნაკრებში.
roma-ni
26 ნოემბერი 2017 22:25
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული