საქართველოს ნაკრები თავის ისტორიაში ახალ ეტაპს იწყებს და მიუხედავად იმისა, რომ ერთა ლიგა მხოლოდ 5 თვის შემდეგ იღებს სტარტს, ამ ტურნირისადმი ჯეროვნად მომზადების დაწყება აქედანვე აუცილებელია.
ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ვაისმა ოპტიმალური სასტარტო შემადგენლობა დააყენა, რომელსაც უფრო შემტევი ეთქმის, ვიდრე დაცვითი (ახალგაზრდული ნაკრებისგან განსხვავებით), რაც ნამდვილად მისასალმებელია. ვარაუდობდნენ, რომ ძირითადში კვეკვესკირი იქნებოდა, მაგრამ "ჯვაროსნების" თავკაცმა გვილია ამჯობინა, ვინაც "ლუცერნში" ჩინებული დებიუტით გამოიჩინა თავი. შესაბამისად, ტაქტიკა 4-1-4-1 გახლდათ.
მასპინძლები თავიდანვე დაეუფლნენ ინიციატივას და
ამის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა მარჯვენა ფრთიდანაც დაიწყო მოწინააღმდეგის კარზე იერიშების მიტანა, სადაც ახალგაზრდა ჩაკვეტაძე აქტიურობდა. მე-15 წუთზე ნავალოვსკის პასით პაპუნაშვილმა ანგარიში გახსნა. მერე კაკაბაძის აწეულ ბურთზე ტანმაღალმა ქვილითაიამ მეორე სართულზე დაჯაბნა მეურვე და ულამაზესი გოლი გაიტანა. 31-ე წუთზე კი კაკაბაძის გადაცემული ბურთისთვის ბრძოლაში საჯარიმოში ქვილითაია წაიქცა, მსაჯმა ჩათვალა, რომ წესების დარღვევას ჰქონდა ადგილი და თერთმეტმეტრიანით ყაზაიშვილმა მესამედ დაამწუხრა სეტკუსი. მე-40 წუთზე ჩაკვეტაძემ გვილიას პასი მიიღო, მცველი მოატყუა და 4:0...
თბილისი. "მიხეილ მესხი".
საქართველო - ლიტვა
გოლები: 1:0 პაპუნაშვილი (15), 2:0 ქვილითაია (23), 3:0 ყაზაიშვილი (31, პენ), 4:0 ჩაკვეტაძე (40)
საქართველო: ლორია, ნავალოვსკი, კაშია, კვირკველია, კაკაბაძე, კანკავა, ანანიძე (პაპუნაშვილი 11), გვილია, ჩაკვეტაძე, ყაზაიშვილი, ქვილითაია
მთ. მწვრთნელი: ვაისი
ლიტვა: სეტკუსი, სლავიცკასი, კლიმავიჩიუსი, გიდრვაინისი, ბოროვსკი, ზულპა, ვერბიცკასი, ნოვიკოვასი, გერნიხი, სერნასი, ვალსკისი
მთ. მწვრთნელი: იანკაუსკასი