ვლადიმირ ვაისი: რაღაც-რაღაცებზე დავხუჭე თვალი, შემდეგში უფრო რადიკალური ვიქნები

AutoSharing Option
საქართველო - ლიტვის ამხანაგური მატჩის (4:0) დასრულების შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენცია გამართა.

- რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს მატჩი მოვიგეთ. ყოველთვის ესე არ იქნება. ბრწყინვალე თამაში ვაჩვენეთ პირველ ტაიმში.

მატჩის დასაწყისში ჯანო ანანიძემ მიიღო ტრავმა, ის შესანიშნავი ფეხბურთელია და მის გარეშე ძალიან რთული იქნება. ვიმედოვნებ, მალე მოირჩენს ტრავმას. მას ექიმები აკვირდებიან და ხვალ გვეცოდინება, როდის შეძლებს თამაშს.

ჩვენი გუნდის სახე და პოტენციალი დღეს ვნახეთ, ვაჩვენეთ ის კონცეტრაცია, რაც მნიშვნელოვანია ყველა მატჩის დროს.

კარგია, რომ
დღეს მოვიგეთ, თუმცა უნდა ვიყოთ თანმიმდევრულნი და ხვალიდან ვიწყებთ ესტონეთთან შეხვედრისთვის მომზადებას.

- რატომ იყო პირველი ტაიმი და მეორე ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული? ეს ანგარიშის ბრალია თუ ნაკრებს კონცეტრაცია დააკლდა?
- მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, როცა ამდენ ცვლილებას აკეთებ, ხდება რაღაც გადაჯგუფებები და ამის ბრალი იყო ეს.

- ნიკა კაჭარავას წინა ამხანაგურ მატჩებშიც კვიპროსთან და ბელორუსთან მცირე დრო მიეცა, დღევანდელ შეხვედრაში კი საერთოდ არ მიუღია მონაწილეობა. ვიხილავთ თუ არა შემდეგ შეხვედრაში?
- ცხადია, ჩვენ მოვიაზრებთ კაჭარავას შემდეგი თამაშისთვის ძირითადში. დღევანდელ შემადგენლობაში კაჭარავა არ იყო საჭირო, რადგან ჩვენ გვყავდა ძირითადში ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან ჯანო ანანიძე, გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი ქვილითაია და ა.შ

- რა არ მოგეწონათ დღევანდელ შეხვედრაში და რას შეცვლიდით?

- რაც ანგარიში გახდა 4:0 , ჩვენმა ბიჭებმა დაიწყეს პუბლიკაზე თამაში და სხვადასხვა ფინტების გაკეთება. მე რაღაც-რაღაცებზე დავხუჭე თვალი და შემდეგ თამაშებში უფრო რადიკალური ვიქნები ამ მხვრივ.

- როგორ შეაფასებდით მომავალ მეტოქეს ესტონეთის ნაკრებს, რომელიც ლიტვასთან შედარებით ბევრად წინაა რეიტინგში? თან, იმ ფაქტორსაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენ წინა ამხანაგურ შეხვედრაში 3:0 დავმარცხდით?
- ესტონეთის ნაკრები კარგად გამოიყურებოდა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში, ასევე თამაშობენ ძალიან კარგ თავდაცვას და შევეცდებით მათი სიძლიერეები ვაქციოთ მათ სისუსტედ.
მკითხველის კომენტარები / 24 /
ვაისი მაგარი მწვრთნელია და რა არჩევანიც აქვს იმით თამაშობს, ფეხბურთელებს თუ სათამაშო პრაქტიკა აკლიათ მაშინ რა ქნას ამ კაცმა, აი ხომ ხედავთ სათამაშო პრაქტიკა ვისაც აქვს თავის გუნდში იმათ ითამაშეს, მითხარით ფეხბურთელი რომელიც თავის გუნდის სასტავში არაა და ითამაშა ძირითადში? ითამაშეს კი არა და ფაქტიურად გადაუარეს. ყველა ფეხბურთელმა საკათარ გუნდში ძირითადში ითამაშოს ეს პირველი მოთხოვნა უნდა იყოს ნაკრების ფეხბურთელებისადმი, მერე უკვე ყველაფერი რიგზე იქნება ნაკრებში, ვეღარ ხვდებით რომ საქმე მწვრთნელში კი არა ფეხბურთელებშია.
roma
26 მარტი 2018 14:05
1
არც იყო საჭირო მეორე ტაიმში გოლები .. მეორეშიც რო გაეტნათ ეს უკვე უფრო შეურაცყოფა იქნებოდა ..თამ მეგობრული ქვეყანა და ასე დაჩაგვრაც არ გამოდის. რაგინდათ მშვენიერი ანგარიში იკო მეტი რაექნათ 10 ნოლი გინდოდათ
reali
25 მარტი 2018 15:54
5
უნდა მოვიგოთ ესტონეთთან ,თან აუცილებლად, ბოლოსდაბოლოს ხო უნდა გადავაბათ სამი ოთხი თამაში , ისე რო მოვიგოთ ყველა, ისტორიაში ასეთი რამ არ გაგვიკეთებია,, სულ იყო ერთი კაი თამაში და მერე გრძელდებოდა ვანდალიზმი დანარჩენ თამაშებში.../ ჯანოს კიდე რავიცი რა ვთქვა, საცოდაობაა და მეტი არაფერი , იმედია კარგადაა და არაფერია სერიოზული... (ისე ჩვენც ხალხმა რამე დავუკლათ, ან მკითხავს ან მჯღიბავს მივმართოთ, ან ცაგარელს ვუგდოთ ყური,,, ან კაკულიამ მაინც გააფრთხილოს ეს ბიჭი ...!!!
Vasili
25 მარტი 2018 14:22
1
დისციპლინა და ფსიქოლოგია. მეორე ტაიმში ერთი გოლი ვერ გაიტანენ
dro
25 მარტი 2018 11:33
9
წლები გადის და ერთი და იგივეა. მოიგებენ ერთ ამხანაგურს, გავგიჟდებით სიხარულით. ამას მოყვება ჩასვრა. მოდი ერთხელ ყველა შევთანხმდეთ, არც შევაქოთ და არც გავლანძღოთ. იქნებ ესე მაინც გამოვიდეს რამე.
haha
25 მარტი 2018 11:01
1
ნაკრების დღევანდელი კონტიგენტი საკმარისად ძლიერია იმისათვის რომ დაბალი ესEლონის ნაკრებები ყველგან დაამარცხოს. ეხლა ვაისზეა დამოკიდებული მთავარია ამან არ ჩაისვაროს :)
ძალიან კარგი ახალი თაობაა
lashamax
25 მარტი 2018 12:21
0
აგულავდნენ მეორე ტაიმში ბიჭები. ამით საკუთარ თავს მოუტანეს ზიანი, მეორე ტაიმის შემადგენლობას იმედია აღარ ვიხილავთ.
sandro
25 მარტი 2018 09:24
6
ესტონეთთან გამოჩნდება ჩვენი ნაკრებიც და ვაისიც!!! ჩვენი ნაკრების ავადმყოფობაა ერთი თამაშის მოგება და მომდევნო თამაშის ცუდად ჩატარება... მგონი გადაბმულად 2 თამაში არასოდეს მოუგია და ვნახოთ ესტონეთთან...
zura
25 მარტი 2018 09:03
0
ის მომენტია, ძაან გახარებული რომ ხარ და რომ არ იმჩნევ... რა თვალების დახუჭვა, 4-0 საქართველოს ნაკრებს არ მოუგია უკანასკნელი 30 წელია)))
ირაკლი
25 მარტი 2018 08:51
5
ნათელი წერტილი ჩაკვეტაძე. ერთადერთი რომელუც თამაშობს გამართულ თანამედროვე ფეხბურთს.
lashamax
25 მარტი 2018 01:09
4
ლაკვეხელიანი(ჯერ ადრეა)კი არა ხოჭოლვა ძალიანაც კარგად და დამაჯერებლად დადგება მრჩხენა ფლნგე,არის გრიგალავაც...
ბაჩო
24 მარტი 2018 23:41
10
თუ ძმა ხარ გრიგალავა არ გამაგონო dd
Gio
25 მარტი 2018 09:40
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული