ვლადიმირ ვაისი: ესტონეთთან მატჩში ვაკო გვილიაც გამოგვაკლდება

AutoSharing Option
საქართველო - ესტონეთის ამხანაგურ მატჩამდე ერთი დღით ადრე მომავალ შეხვედრაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ისაუბრა.

- ხვალინდელ შეხვედრაში რამდენიმე ცვლილება იქნება: ჯანო ანანიძესთან ერთად გამოგვაკლდება ვაკო გვილია, რომელიც მსუბუქად დაშავდა.  ასევე ვერ იასპარეზებს გიორგი ჩაკვეტაძეც.  ესტონეთთან ამხანაგური მატჩში ლიტვასთან შედარებით განსხვავებული ტაქტიკით და შემადგენლობით ვითამაშებთ.

წინასწარ ვიტყვი, რომ პაპუნაშვილი ძირითად შემადგებლობაში დაიწყებს თამაშს და კარს გიორგი მაკარიძე დაიცავს.

მონახაზი ალბათ 4-2-3-1 იქნება და ძირითადად  იმ ფეხბურთელებით იქნება დაკომპლექტებული, რომლებიც წინა მატჩში ვერ ვნახეთ. ესენია ნიკა კაჭარავა, გიორგი მერებაშვილი, ნიკა
კვეკვესკირი, ჯიმი ტაბიძე და ლაშა შერგელაშვილი.

ხოლო სხვა სიახლეებს რაც ნაკრების თამაშში იქნება, ვიხილავთ ხვალ მიხეილ მესხის სტადიონზე.

ცუდი ამბავია ის, რომ ჯანომ ნახევარწლიანი ტრავმა მიიღო და ვიმედოვნოთ, რომ ერთა ლიგაზე გვეყოლება როგორც ჯანო ანანიძე, ასევე ლევან მჭედლიძე და თორნიკე ოქრიაშვილი.
მკითხველის კომენტარები / 6 /
დიდი სიხარულით მოვდიოდი სტადიონზე ლამაზი ფეხბურთის სანახავად ამ დროს კი ნახევარი გუნდი არ გვყავს, გუნდი რომელიც მოედანზე ამინდს ქმნის: ანანიძე ოქრიაშვილი, მჭედლიძე, გვილია, ჭანკვეტაძე, ხოჭოლავა. თუმცა მაინც მოვალ :D და წარმატებები ნაკრებს არჩევი მოგების გარეშე დავასრულეთ ფაქტი ერთია ნაკრები მართლა თამაშობს სასიამოვნო ფეხბურთს და უაზროდ ბურთს არ იგერიებენ როგორც ადრე იყო.
Dima
20:10 26-03-2018
4
დიდი იმედით ველოდები ხვალინდელ მატჩს იქნებ მოვიგოთ! იმედი კი მაქვს ოღონდ ადვილი არ იქნება!
გენო
19:47 26-03-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული