"ჩემი კუკარაჩა ნანახი გაქვს?!" ანუ, როგორ გაისროლა ზუსტად 6-ჯერ მიზანში ვლადიმირ ვაისმა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებზე სტატიის დაწერას ვაპირებდი და ქეთი დოლიძის "კუკარაჩა" გამახსენდა. დიახ, ქალბატონო ქეთი, თქვენი "კუკარაჩა" ნანახი გვაქვს.

რა შუაშია "კუკარაჩა"? კარგი, მივყვეთ თანმიმდევრობით...

საქართველოს ნაკრების მდგომარეობა იმ სასამართლოს ჰგავდა, სადაც მსჯავრდებული მურტალო იმყოფებოდა. დიახ, მეგობრებო, მორიგი წარუმატებელი შესარჩევი ციკლის მერე ვლადიმირ ვაისს და მის შეგირდებს ხომ კრიტიკა არ აკლდათ...

კი მაგრამ, ვის ვასამართლებდით, ვლადიმირ ვაისს თუ ჩვენს ფეხბურთელებს? ალბათ, საქმე მაინც მთავარ მწვრთნელში იყო, რომელსაც სასამართლო პროცესზე პასუხი უნდა გაეცა კითხვისთვის: რა იქნება შემდეგ?

არ ვიცით, შეუძლია თუ არა ვლადიმირ
ვაისს ქალს ყოველდღე ერთი კალათა წითელი ვარდი მიართვას, მაგრამ იმედის მოცემა, რომელიც ბოლო დროს ასე ჭირდა, შეუძლია.

ახალი წელი და ახალი იმედი. ასე იწერებოდა სპორტულ პრესაში და ყველა მოუთმენლად ელოდა, თუ როგორ გაართმევდა საქართველოს ნაკრები თავს დაკისრებულ მოვალეობას.

ბატონმა ვაისმა და მისმა ბიჭებმა, არც აციეს, არც აცხელეს და ლიტვას სულაც 4 უპასუხო გოლი გაუტანეს. სხვა საკითხია, უფრო მეტის გატანა რომ შეგვეძლო და ვითომ ქვეყნებში მეგობრული ურთიერთობის გამო ლიტველები დავინდეთ...


გულშემატკივარი სასიამოვნოდ გაოცებული და ნასიამოვნები დარჩა. და მაინც, გაჩნდა კითხვები: იყო თუ არა ეს გამარჯვება გამონათება და ხომ არ ვეთამაშეთ ძალიან სუსტ მეტოქეს?

ყველაფერ ამაზე თუ არა, მცირედით მაინც ამ კითხვაზე პასუხი ესტონეთთან მატჩს უნდა გაეცა. აღნიშნულ ნაკრებთან დაპირისპირებაში "ჯვაროსნებმა" ზოგი წამყვანი მოთამაშე დაასვენეს და ზოგიც საერთოდ ტრავმის გამო ვერ გვეხმარებოდა. იყო ისეთი ფაქტიც, როდესაც ჩვენი ნაკრების მოთამაშე ურთიერთშეთანხმებით თავის კლუბს დაუბრუნდა.

ქართველებს სიტყვა ჩინეთზე, ალბათ, პირველ რიგში, ჩინური მასაჟი გაგვახსენდება და არა აზიაში მდებარე მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ქვეყანა. აღნიშნულ გამოცდილებას თუ გავითვალისწინებთ, დიდი პატივისცემის მიუხედავად, სიტყვა ჯიმიზე არა ჯიმი ტაბიძე, არამედ "ჯიმი-ჯიმი, აჯა-აჯა" უფრო გაგვახსენდება.

ინდური მუსიკა იქით იყოს, და "უფას" ფეხბურთელმაც საქართველოს ნაკრებში პირველი გოლი გაიტანა, რითაც "ჯვაროსნები" დააწინაურა.

მეორე ბურთმა კი სულაც ევროპული პრესა აალაპარაკა და ისეთი ქვეყნის ჟურნალისტებმა, როგორიც იტალიაა, ვაკოს გოლს ლეო მესის სტილში გატანილი ბურთი უწოდეს.


საბოლოოდ, ვლადიმირ ვაისმა 4 დღეში მიზანში 6-ჯერ ზუსტად ისროლა, განსხვავებით ინგასი, რომელმაც მურტალოს 7-ჯერ ააცილა.

თუმცა აცილებებზე სლოვაკმაც დაიჩივლა, აქაოდა, ბურთს კარში მე ხომ არ შევაგდებო?!

ქართულ-სლოვაკური სასამართლო პროცესი წარმატებულად დაიხურა. ბრალდებულმაც ჯერჯერობით თავს მხოლოდ გირაოთი უშველა, რადგან, როგორც ჩვენში იტყოდნენ, ჯერ გადახტი და ჰოპლა მერე დაიძახეო.

იმედია, გავა წლები და ქართველი ჟურნალისტები, ზოგი კალმით და ზოგიც კლავიატურაზე კაკუნით მსგავს ფრაზებს დავწერთ:

- შენ შეგიძლია მსოფლიო რეიტინგის 101-ე გუნდი ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანო?
- აი, ვლადიმირ ვაისს კი შეუძლია.

- შენ შეგიძლია გუნდში გამარჯვებულის მენტალიტეტი დანერგო?
- აი, ვლადიმირ ვაისს შეუძლია.

- შენ შეგიძლია იმ ქვეყნის ნაკრებით, რომლის ჩემპიონატიც ერთ-ერთი უსუსტესია, დიდ საფეხბურთო ფორუმებზე გახვიდე?
- აი, ვლადიმირ ვაისს კი შეუძლია.

ვლადიმირ ვაისიც ერთგვარი მურტალოა. სასამართლო პროცესი დაიხურა და მოსამართლემ ჩაქუჩიც დაარტყა. პროცესი მაისამდე გადაიდო, რომელიც ავსტრიაში, მალტასთან დაპირისპირებით განახლდება.

მკითხველის კომენტარები / 27 /
სტატია ავანსად გაცემულ ფულს გავს, მარა მთლიანობაში საკაიფოა, აი კომენტატორებს (ყველას) რა ეშველებათ ნერვებზე მოშლილი ჩაუწევ ხმას და ფეხბურთი ეშხს კარგავს სტადიონის ხმა რომ არ ისმის ,აუვწევ და ამათი ვითომ პროფესიული გარჩევები და ჭორაობები გხეთქავს ნერვებზე, მიჰყეთ თამაშის მსვლელობებს გარჩევით კი ვაკის პარკში გაარჩიეთ ესა თუ ის თამაში.რა დაგიშავეთ კომენტატორებოოოოოოოოოო არ გეცოდებით.
დათო
15:55 30-03-2018
1
ნამეტანი ხმამაღლაა ეს "სტატია" დაწერილი. მაგრამ ამას კიდევ ეშველება - ხმადაბლა წაიკითხავს კაცი, აი ამ ნაჯღაბნის ავტორს რა ეშველება, ეგაა საკითხავი.:D

P.S. უფასო რჩევა: წაი ბიძია, რამე სხვა საქმით დაკავდი, არაა წერა შენი საქმე.;)
ნოშრევან შიკლგრუბერი
06:33 30-03-2018
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული