ერთა ლიგის ჩვენების უფლება Silk Sport-მა მოიპოვა: სად იქნება საქართველოს ნაკრების თამაშები?

AutoSharing Option
ერთა ლიგის თამაშები SILK SPORT-ის ეთერით იქნება წარმოდგენილი, ამის შესახებ Sportall.ge-ს ლევან სალუქვაძემ განუცხადა.

"ჩვენ შევიძინეთ როგორც ერთა ლიგის ტურნირი, ისე ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩები. გვაქვს აბსოლიტურად ყველა შეხვედრის ჩვენების უფლება.

შევეცდებით, ერთა ლიგის ტურნირი მაქსიმალურად გაშუქებული იყოს. ორგანიზატორები თითონ დროში ისე აკეთებენ, რომ გულშემატკივარმა მაქსიმალურად ბევრი მატჩის ნახვა შეძლოს.

რა თქმა უნდა, იმ ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრებია, ყველა თამაში იქნება ნაჩვენები.

რაც შეეხება თავად საქართველოს ნაკრებს, ჩვენ არ გვაქვს უფლება მისი თამაშები პირდაპირ ეთერში გავუშვათ. შეგვიძლია,
რომ რამდენიმე საათის დაგვიანებით ჩანაწერში ვაჩვენოთ.

რეალურად, პირდაპირ ეთერში ჩვენების უფლება საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს, თუმცა მე ვერ გეტყვით ანახებენ თუ არა ისინი საქართველოს ნაკრების თამაშებს", - აღნიშნა სალუქვაძემ.
მკითხველის კომენტარები / 8 /
პრიველი არხს ქონდა აქვს და უნდა ქონდეს კიდეც მაგის უფლება ვინაიდან ყველას აქვს პირველი არხი საქართველოში და ეს სილქ სპორტია თუ გინდა სილქ უნივერსალიც კი ყველას არ აქვს და რაქნას ხალხმა ნაკრების თამაშსაც აღარ უნდა უყუროს?
ზურ
10:32 29-04-2018
0
eg silk sport, saertod ra ubedurebaa, sazgvargaret mzxovrebi kartvelebistvis eg arxi araa...milioni adamiani mainz viknebit sazgvargaret((((
qomagi
14:11 21-04-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული