საინტერესო ფაქტი - მოჰამედ სალაჰი "მიხეილ მესხზე" საქართველოს წინააღმდეგ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2012 წლის 14 ნოემბერს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოსა და ეგვიპტის ნაკრებების ამხანაგური მატჩი შედგა.

იმ თამაშიდან მხოლოდ ის მახსოვს, რომ საქართველოს ნაკრები ძალიან შორს იყო ფეხბურთისგან და სტადიონიდან უკმაყოფილო წამოვედი.

მაშინ ნამდვილად არ ვიცოდი, ვინ იყო მოჰამედ სალაჰი, რომელიც 22-ნომრიანი მაისურით აწუხებდა ჩვენს კარს. 19 წლის ტალანტი მაშინ "ბაზელში" თამაშობდა.

ამავე წელს ჩვენი საიტის მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაში, დავით თავართქილაძე წერს: "მაჰმუდ შიკაბალა, აჰმედ თემშახი, მოჰამედ სალაჰი, მოჰამედ აბდელშაფი - მათი სახელები ვინძლო არაფერს გვეუბნება, მაგრამ თბილისში ჩინებულად ირჯებოდნენ."

მოჰამედ სალაჰი საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ

ადრე თუ მოჰამედ სალაჰის სახელი არაფერს გვეუბნებოდა, ახალგაზრდა ფარაონი ახლა მსოფლიო საფეხბურთო სამყაროს იპყრობს.

საქართველო-ეგვიპტე 0:0 - ნამდვილი ფეხბურთის შიმშილი

▶ ჩემპიონთა ლიგა. 1/2 ფინალი. I მატჩი: "ლივერპულისგან" 5 გოლი და "რომას" მორიგი განსაცდელი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული