ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, ერთა ლიგის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში, ორ ამხანაგურ თამაშს ჩაატარებს. ქართველი ფეხბურთელები, ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით, ავსტრიაში მდებარე დაბა ბად ჰერინგში 26 მაისიდან შეიკრიბებიან. ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა უახლოესი ორი ამხანაგური მატჩისთვის 26 მოთამაშისგან დაკომპლექტებული შემადგენლობა დაასახელა.

ეროვნულ ნაკრებში პირველად თამაშის შანსი ეძლევა დონეცკის „ოლიმპიკის“ მეკარე ზაურ მახარაძეს. უკრაინული კლუბის 25 წლის წევრმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და გუნდთან ერთად საწვრთნელ შეკრებაზე იქნება. აგრეთვე, ნაკრებში სადებიუტო მატჩის ჩატარების შესაძლებლობა ექნებათ ბექა ვაჩიბერაძეს (რიგასი, ლატვია), გიორგი ბერიძეს (ტრენჩინი, სლოვაკეთი) და
საქართველოს ეროვნულ ლიგაში მოასპარეზე თბილისის "დინამოს" წევრ ლევან ხარაბაძეს.

მნიშვნელოვანი საკლუბო შეხვედრების გამო, კლუბსა და ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბს შორის არსებული კომუნიკაციის საფუძველზე, ავსტრიასა და ლუქსემბურგში დაგეგმილ შეხვედრებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ გიორგი პაპუნაშვილი და ოთარ კაკაბაძე. სავარაუდოდ, ლუქსემბურგთან თამაშის შესაძლებლობა ექნება უნგრეთის ჩემპიონატში მოასპარეზე ბაჩანა არაბულს. ასევე, მალტასთან, ავსტრიაში ჩასატარებელ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებენ ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი და ჯაბა ჯიღაური. სამივე მოთამაშე ნაკრებს ლუქსემბურგში შეუერთდება. ამხანაგურ მატჩებს ტრავმების გამო აგრეთვე რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი გამოტოვებს.

საქართველო-მალტას შეხვედრა ავსტრიის ქალაქ შვაცში 1-ელ ივნისს შედგება. 3 ივნისს საქართველოს ნაკრები ლუქსემბურგში გადაინაცვლებს. ლუქსემბურგისა და საქართველოს საფეხბურთო დაპირისპირება 5 ივნისს გაიმართება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ამხანაგურ მატჩებში:

მეკარეები: გიორგი მაკარიძე ("რიუ ავე", პორტუგალია), როინ კვასხვაძე ("ტორპედო", ქუთაისი), ზაურ მახარაძე ("ოლიმპიკი", დონეცკი)

მცველები: გურამ კაშია ("ვიტესი", ჰოლანდია), ლევან გეგეჭკორი ("რუსთავი", რუსთავი) სოლომონ კვირკველია ("ლოკომოტივი", მოსკოვი), დავით ხოჭოლავა ("შახტარი", დონეცკი), ლაშა დვალი ("პოგონი", პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი ("სკა-ენერგია", რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი ("რიგასი", ლატვია), ლევან ხარაბაძე ("დინამო", თბილისი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი (ორივე - "ტობოლი", ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია ("სევილია", ესპანეთი), ოთარ კიტეიშვილი ("დინამო", თბილისი), ვაკო გვილია ("ლუცერნი", შვეიცარია), ბექა  ვაჩიბერაძე ("რიგასი", ლატვია), საბა ლობჟანიძე ("რანდერსი", დანია), გიორგი ბერიძე ("ტრენჩინი", სლოვაკეთი), გიორგი ჩაკვეტაძე ("გენტი", ბელგია), ვახტანგ ჭანტურიშვილი ("სპარტაკი", ტრნავა, სლოვაკეთი), ჯაბა ჯიღაური ("ორდაბასი", ყაზახეთი)

თავდამსხმელები: ნიკა კაჭარავა ("კორონა", პოლონეთი), ბუდუ ზივზივაძე ("დინამო", თბილისი), ლადო დვალიშვილი ("ჰაპოელ აშქელონი", ისრაელი), ბაჩანა არაბული ("ბალმაზუივაროში", უნგრეთი)

საქართველოს ნაკრები წლის პირველ ოფიციალურ მატჩს 6 სექტემბერს ჩაატარებს. ყაზახეთისა და საქართველოს საფეხბურთო დაპირისპირება უეფას ერთა ლიგის გათამაშების პირველი შეხვედრა იქნება. აღნიშნული შეხვედრა ასტანაში შედგება.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 51 /
ნავალოვსკი აღარ არის სკას მოთამაშე! სკა გავარდა რუსეთის პრემიერლიგიდან და 13 მოთამაშემ დატოვა ეს გუნდი მათ შორის ნავალამაც და არის ეხლა უგუნდოდ!
ელდეპო
22 მაისი 2018 17:29
0
ისევ დვალიშვილი ..კარგით რა///
რეზი
22 მაისი 2018 15:08
2
ებრალიძემ რა დაუშავა ამ კაცს ერთ შანსსაც რომ არ აძლევს
gaguuuu
22 მაისი 2018 17:22
2
მახსოვს 20-იანი წლები იყო ჰოდააა... დვალიშვილმა გოლი გაიტანააა, ნეტავ ვინმე ამიხსნის რატომ ყავთ ეს ბიჭი მუდამ ნაკრებში? მცველებსაც კი მაგაზე მეტი აქვთ გატანილი, ეტყობა კარგი პიროვნებაა და ევასებათ, ან ვინმეს სიძედ უნდა, კაი იწვევენ იწვევენ, თვითონ ხო მაინც უნდა რცხვენოდეს..............
gela gloveli
23 მაისი 2018 08:38
0
1-ელ ივნისსო ისევ, რა უბედურებაა უკვე მეასედ წერენ 1-ელს.
Mindia
22 მაისი 2018 15:25
0
ისე ევროპაში ახლა გვყავს ფორვარდი, რომელიც უკვე ვეტერანია, მაგარამ დვალიშვილზე და კიდევ ბევრზე მეტი გოლი აქვს შეგდებული.რატომ არ ვეძახით ნაკრებში? მე ვსაუბრობ ირაკლი სირბილაძეზე.ახლანდელი ჩვენი ფორვარდებიდან დამისახელეთ ვის აქვს გატანილი ევროპაში მასზე მეტი გოლი? დვალიშვილს!?
burnuTa
22 მაისი 2018 14:33
6
ბეგლარიშვილისთვის ერთი შანსი რა გახდა,რაც არ უნდა სუსტი იყოს ესტონეთის ჩემპიონატი მათმა არ მოგვიგეს 3-0....
Obieqturi
22 მაისი 2018 16:35
12
გეთანხმები ნამდვილად. კაცი უსტაბილურესად თამაშობს.გოლებსაც იტანს და საგოლე პასებსაც ბლომად არიგებს.რაც არ უნდა სუსტი ჩემპიონატი იყოს ნამდვილად იმსახურებს გამოძახებას
ირაკლი
22 მაისი 2018 19:35
4
ირაკლი სირბილაძე? ეს ფინთში რომ თამაშობს ისაა? ერთი ის ვიცი, რომ ფინეთის ჩემპიონატს პულსი არ ესინჯება, ისე როგორც ჩვენს ჩემპიონატს, თუმცა ცოტა უფრო მაღალი დონეა, ვიდრე ჩვენი.
isa
22 მაისი 2018 15:07
2
ვო გალაქტიონი))) ჩქიმ ჯიმა ჩემი კომენტარი რატომ არ გაუშვი კაროჩე, დვალიშვილს ლობირებთ?)))))
georgian
23 მაისი 2018 12:09
1
ამ შემადგენლობით თამაშს რა აზრი აქვს, ტყუილა ფულის ყრაა ჩვენთვის თორე მაგათთვის გულაობაა, ისე კობახიძე აქაც როგორ არ მოხვდა საინტერესოა, თავდასხმა საერთოდ წოდებით ბრუნვაშია , უბრალოდ ეგრე ეძახიან რა თავმდამსხმელებს...
achi
22 მაისი 2018 16:19
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული