ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, ერთა ლიგის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში, ორ ამხანაგურ თამაშს ჩაატარებს. ქართველი ფეხბურთელები, ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით, ავსტრიაში მდებარე დაბა ბად ჰერინგში 26 მაისიდან შეიკრიბებიან. ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა უახლოესი ორი ამხანაგური მატჩისთვის 26 მოთამაშისგან დაკომპლექტებული შემადგენლობა დაასახელა.

ეროვნულ ნაკრებში პირველად თამაშის შანსი ეძლევა დონეცკის „ოლიმპიკის“ მეკარე ზაურ მახარაძეს. უკრაინული კლუბის 25 წლის წევრმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და გუნდთან ერთად საწვრთნელ შეკრებაზე იქნება. აგრეთვე, ნაკრებში სადებიუტო მატჩის ჩატარების შესაძლებლობა ექნებათ ბექა ვაჩიბერაძეს (რიგასი, ლატვია), გიორგი ბერიძეს (ტრენჩინი, სლოვაკეთი) და
საქართველოს ეროვნულ ლიგაში მოასპარეზე თბილისის "დინამოს" წევრ ლევან ხარაბაძეს.

მნიშვნელოვანი საკლუბო შეხვედრების გამო, კლუბსა და ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბს შორის არსებული კომუნიკაციის საფუძველზე, ავსტრიასა და ლუქსემბურგში დაგეგმილ შეხვედრებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ გიორგი პაპუნაშვილი და ოთარ კაკაბაძე. სავარაუდოდ, ლუქსემბურგთან თამაშის შესაძლებლობა ექნება უნგრეთის ჩემპიონატში მოასპარეზე ბაჩანა არაბულს. ასევე, მალტასთან, ავსტრიაში ჩასატარებელ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებენ ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი და ჯაბა ჯიღაური. სამივე მოთამაშე ნაკრებს ლუქსემბურგში შეუერთდება. ამხანაგურ მატჩებს ტრავმების გამო აგრეთვე რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი გამოტოვებს.

საქართველო-მალტას შეხვედრა ავსტრიის ქალაქ შვაცში 1-ელ ივნისს შედგება. 3 ივნისს საქართველოს ნაკრები ლუქსემბურგში გადაინაცვლებს. ლუქსემბურგისა და საქართველოს საფეხბურთო დაპირისპირება 5 ივნისს გაიმართება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ამხანაგურ მატჩებში:

მეკარეები: გიორგი მაკარიძე ("რიუ ავე", პორტუგალია), როინ კვასხვაძე ("ტორპედო", ქუთაისი), ზაურ მახარაძე ("ოლიმპიკი", დონეცკი)

მცველები: გურამ კაშია ("ვიტესი", ჰოლანდია), ლევან გეგეჭკორი ("რუსთავი", რუსთავი) სოლომონ კვირკველია ("ლოკომოტივი", მოსკოვი), დავით ხოჭოლავა ("შახტარი", დონეცკი), ლაშა დვალი ("პოგონი", პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი ("სკა-ენერგია", რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი ("რიგასი", ლატვია), ლევან ხარაბაძე ("დინამო", თბილისი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი (ორივე - "ტობოლი", ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია ("სევილია", ესპანეთი), ოთარ კიტეიშვილი ("დინამო", თბილისი), ვაკო გვილია ("ლუცერნი", შვეიცარია), ბექა  ვაჩიბერაძე ("რიგასი", ლატვია), საბა ლობჟანიძე ("რანდერსი", დანია), გიორგი ბერიძე ("ტრენჩინი", სლოვაკეთი), გიორგი ჩაკვეტაძე ("გენტი", ბელგია), ვახტანგ ჭანტურიშვილი ("სპარტაკი", ტრნავა, სლოვაკეთი), ჯაბა ჯიღაური ("ორდაბასი", ყაზახეთი)

თავდამსხმელები: ნიკა კაჭარავა ("კორონა", პოლონეთი), ბუდუ ზივზივაძე ("დინამო", თბილისი), ლადო დვალიშვილი ("ჰაპოელ აშქელონი", ისრაელი), ბაჩანა არაბული ("ბალმაზუივაროში", უნგრეთი)

საქართველოს ნაკრები წლის პირველ ოფიციალურ მატჩს 6 სექტემბერს ჩაატარებს. ყაზახეთისა და საქართველოს საფეხბურთო დაპირისპირება უეფას ერთა ლიგის გათამაშების პირველი შეხვედრა იქნება. აღნიშნული შეხვედრა ასტანაში შედგება.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 51 /
ამ დვალიშვილს ვინ ჰყავს ასეთი მფარველი,თავდამსხმელს 3 წელია გოლი არ გაუტანია და რა უნდა ნაკრებში...
სტატუს ქუო
22 მაისი 2018 14:39
0
მართლა რა უნდა დვალიშვილს ნაკრებში ვერ გამიგია, ბარემ დაწერონ ჯვარი ნაკრებზე სიკვდილამდე ერთად იქნებითო :(
nika
22 მაისი 2018 15:35
0
შემადგენლობა რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრება? დვალიშვილი მუჯირს შვილად ჰყავს აყვანილი? ამას უკვე ძმაკაცობა აღარ ჰქვია ამას გულშემატკივრის დაცინვა ჰქვია. ნამუსი სად დაკარგეთ? მაინცდამაინც სტადიონზე საკუთარმა გულშემატკივარმა უნდა დაამტვრიოს ფეხები ნაკრებში რო აღარ გამოიძახონ? მამაჩემის ბავშვობაში თამაშობდა, ჩემს ბავშვობაში თამაშობდა ახლა შვილი მყავს და იმის ბავშვობაშიც თამაშობს. წადიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი!!!!!!!!!!!!!!
dadu
22 მაისი 2018 14:07
5
ისევ დვალიშვილი? ჯადო აქვს ამ კაცს გაკეთებული მწვრთნელებისთვის, თუ რა დოზანაა? :/
ქუთაისელი
22 მაისი 2018 14:10
1
ჩემი აზრიც ემთხვევა უმეტესობის აზრს, რომ დვალიშვილზე უკეთესი ვარიანტები იყო მაგალითდ სხირტლაზე, მაგრამ დვალიშვილის რა ბრალია რომ იძახებენ. ქვეყანა იხმობს ნაკრებში და მოდის კაცი პატიოსნად არც ტრამვა მოუმიზეზებია როდესმე არც თვითფმრინავის ვიწრო სკამებზე უწუწუნია. მოკლედ ამ კაცსთან ჩვენ გულშემატკივრებს არანაირი პრეტენზია არ უნდა გქვონდეს, მის გამომძახებლებთან შეიძლაბა:)
gionat
22 მაისი 2018 16:29
1
დვალიშვილმა ბოლოს თუნდაც კლუბში როდის ითამაშა ძირითადში ის თუ ახსოვს ვინმეს? გოლზე აღარ ვსაუბრობ. ასე თუ მოსწონს ვაის ეს კაცი თანაშემწედ მაინც აიყვანოს. ფულს ჩვენ გადავუხდით!
kaxa
22 მაისი 2018 14:25
2
ამ დვალიშვილს ვინ ჰყავს ასეთი მფარველი,თავდამსხმელს 3 წელია გოლი არ გაუტანია და რა უნდა ნაკრებში...
სტატუს ქუო
22 მაისი 2018 14:39
1
ოოო! ქართული ფეხბურთის ლეგენდა - დვალიშვილი ბრუნდება!
ბონდო
22 მაისი 2018 19:41
2
დვალიშვილი კიდე გამოიძახეს. ღმერთო რა შევცოდეთ ამისთანა ასე რომ გვსჯი.
giga
22 მაისი 2018 13:52
2
ერთი შეხედვითაც ჩანს რომ ნაკრებს უზარმაზარი დანაკლისი აქვს,ტრამვები და ზოგს კლუბში აქვს მნიშვნელოვანი მატჩები ჩასატარებელი{პაპუ,კაკაბაძე,ვაკო}. ერთი მხრივ კარგია ახლებს მიეცემათ თავის გამოჩენის შანსი. კარგი რაღა მოხდა ეს დვალიშვილი,მართლა რა დაინახა ვაისმა ამ ვეტერანში,არ სჯობდა ებრალიძე ენახა საქმეში ამის ნაცვლად? მესმის რომ ახლა გვიჭირს, მაგარამ ძველების ნახვას ახლის ნახვა სჯობს, ბარემ გელაშვილსაც დაუძახოს ან ბაჩანას ან ხუბუტიას ან დაუშვილს ან უჩას. მართლა ვერ ხვდები ამ კაცის აზრს ამ კონკრეტულ შემთხვევაში!
kika
22 მაისი 2018 13:57
1
ლადოსთან პირადად არაფერი მაქ საწინააღმდეგო კაცი ჩამოდის როდესაც გამოუძახებენ ბოლომდე თამაშობს მაგრამ ჯობდა ვინმე ახალგაზრდა წასულიყო ან სულაც საქართველოს ჩემპიონატიდან ბუდუსთან ერთად კარგი იქნებოდა! რა აზრი აქვს ლადოს წაყვანას არ მესმის, ერთა ლიგაზე ამის გამოძახება აბსურდი იქნება და არ ჯობდა სხვა ფეხბურთელი ენახათ საქმეში!
svan
22 მაისი 2018 20:28
4
თუნდაც ირაკლი სიხარულიძე, გამოიძახეს და კაცმა შამსი გამოიყენა. ახლა კი რაღაც დაიკარგა
grego
23 მაისი 2018 00:54
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული