22:49 01-06-2018
საქართველო - მალტა 1:0 - ასეთ გუნდს უფრო ადვილად უნდა მოუგო! [VIDEO]
AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მწვრთნელის ვლადიმირ ვაისის განკარგულებაში მიზეზთა და მიზეზთა გამო რამოდენიმე წამყვანი ფეხბურთელი არ იყო, მაგრამ მან მოსალოდნელზე გაცილებით არაოპტიმალური შემადგენლობა დააყენა და უახლოესი რეზერვი გამოსცადა.
ჩვენი მეტოქე ციდან ვარსკვლავებს ნამდვილად არასოდეს არ წყვეტდა, მაგრამ რამოდენიმე დღის წინ სომხეთს ფრე (1:1) გაუგორა, "ჯვაროსნებთან" კი აბსოლუტურად უსუსურად გამოიყურებოდა. საქართველოს ნაკრების უპირატესობა აშკარა იყო ყველა კომპონენტში: საფეხბურთო აზოვნებაში, თამაშის კითხვაში, სისწრაფეში და რაც მთავარია - ტექნიკაში. თუმცა, მომენტების რეალიზაცია ჰქონდა საშინელი.
მარტო ლობჟანიძემ გაუშვა პირველ ტაიმში ანგარიშის გახსნის 3 ჩინებული შესაძლებლობა, შემდეგ ზივზივაძემაც და ბოლოს ჭანტურიშვილმა და იმავე ზივზივაძემ. ამას კი არავითარი გამართლება არა აქვს, ვინაიდან ბოძებულ შანსს გამოყენება უნდა და ოდნავ უკეთესი კლასის გუნდი ამისათვის უთუოდ დაგსჯის.
ვაისის გუნდი უზადოდ მოქმედებდა დაცვაში, ორი უფრო შემტევი ყაიდის საყრდენი ნახევარმცველით თამაში კი გაცილებით თვალსასეიროდ სანახავს ხდიდა მატჩს. იერიშებს კარგად წარმართავდნენ კიტეიშვილი და გვილია.
მეორე ტაიმის დასაწყისში გვილიამ სრულიად არასაჭირო სიტუაციაში მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და საქართველოს ნაკრები რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა. მოკლედ, ჩვენმა გუნდმა ძალად შეიქმნა პრობლემა.
ამის შემდეგ მოწინააღმდეგემ ერთხანს მორცხვად კი შემოგვიტია, მაგრამ მალე ვაისის შეგირდებმა თამაში გაათანაბრეს და მეტოქის ნახევარზე აიწიეს. ეგაა, კაცნაკლულობა საქართველოს ეროვნულ გუნდს დაეტყო, თან გაწვიმდა, მაგრამ ბოლოს აქტიურმა კიტეიშვილმა პენალტი მოინადირა და კაშიამ ჩვენს გუნდს გამარჯვება მოუპოვა.
ერთი სიტყვით, საქართველოს ნაკრებმა ისევ გაიმარჯვა, თუმცა გარკვეული კითხვის ნიშნები დატოვა.
სილბესტადი. "შვაც არენა".
საქართველო - მალტა 1:0
გოლი: კაშია (78)
გაძევება: გვილია (52)
საქართველო: კვასხვაძე, გეგეჭკორი (ხოჭოლავა 67), კაშია, კვირკველია, დვალი,აბურჯანია (ნავალოვსკი 78) , გვილია, კიტეიშვილი (შერგელაშვილი 90+2), ჭანტურიშვილი (ხარაიშვილი 71), ლობჟანიძე (ბერიძე 67), ზივზივაძე (კაჭარავა 71)
მალტა: ბონელო, აგიუსი, ბეერამი (გამბინი 58), ბორგი, ბრიფა (ველა 84), კამილერი, ეფიონგი (დეჟაბრიელე 81), ფენეჩი (გრეჩი 65), მბონგი, მიფსუდი (ნვოკო 70), ზერაფა
მკითხველის კომენტარები / 20 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ლობჟანიძე და კიტეიშვილი იყო აქედან ყველაზე კარგები!!! ვწუხვარ რომ არ გაუმართლა, უფრო მეტი ანგარიშით უნდა მოგვევგო.
0
0
აბურჯანია საუკეთესო იყო , ქართველი ბუსკეცი .იმედია გუნდს მალე შეიცვლის !!
8
2
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული