მეკარეების დიდი კონკურენცია საქართველოს ნაკრებში - ვინ იქნება პირველი ნომერი?

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებში ამ ეტაპზე მეკარეების პრობლემა გადაწყვეტილია.

პირველი ნომრის პოზიციაზე ერთდროულად რამდენიმე ფეხბურთელი იბრძვის. 

თუ ვის აირჩევს ვლადიმირ ვაისი, ეს სექტემბერში გამოჩნდება, თუმცა მანამდე ჩვენი კარის დარაჯები სასურველ ფორმაში შესვლას შეეცდებიან.

გთავაზობთ ბოლო პერიოდის ხუთი საუკეთესო მეკარის სტატისტიკასა და მათ მიმდინარე გამოწვევებს.

5. ნუკრი რევიშვილი - 31 წლის - ღირებულება 300 000 ევრო - უკლუბოდ
საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ გამორჩეულ მეკარეს ბოლო პერიოდში ბარგი ჩალაგებული აქვს და კლუბიდან-კლუბში მოგზაურობს. ბოლო ნახევარი წელი "რუსთავში" დაჰყო, თუმცა ამჯერად მისი რიგებიც დატოვა და ახალ შემოთავაზებებს ელოდება.
რევიშვილს საქართველოს ნაკრებში 32 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული.

მიმდინარე სეზონში ეროვნულ ლიგაში მან 16 მატჩი ჩაატარა და 21 გოლი გაუშვა. საშუალოდ შეხვედრაში - 1.31 გოლი. თუ დინამოში" მის წინა სეზონის მაჩვენებელს შევადარებთ, თითქმის იმავე შედეგს მივიღებთ, 10 ჩატარებულ შეხვედრაში 13 გოლი გაუშვა - საშუალოდ 1.3 გოლი შეხვედრაში. ნუკრი რევიშვილმა ამ სეზონში ერთი გოლიც გაიტანა - გორის "დილას" კარში.

რა იქნება მისი შემდეგი გაჩერება, უცნობია, მაგრამ დიდი ალბათობით, მისი მეთერთმეტე გუნდი ეროვნულ ლიგაში არ იქნება.

altეროვნული ლიგა. VII ტური: მეკარე რევიშვილმა 90+5-ე წუთზე "დილას" გოლი გაუტანა და თავის გუნდს ქულა მოუპოვა [VIDEO]

4. გიორგი მაკარიძე - 28 წლის -
ღირებულება 500 000 ევრო - "რიო ავე"დიდი ალბათობით, საქართველოს ნაკრების მეკარემ საკმაოდ დიდი უთამაშებლობის პერიოდი დაასრულა და ამიერიდან პრაქტიკის პრობლემა არ ექნება. მას საქართველოს ნაკრების 14 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული.

რიო ავეში" ის ნახევარი წელია იმყოფება, თუმცა მას აქამდე ძირითად შემადგენლობაში თამაშის საშუალება არ ეძლეოდა. ის ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში "ბიალისტოკთან" გამოჩნდა, რომელიც მისმა გუნდმა 1:0 წააგო. მას ხშირი სათამაშო პრაქტიკა 2017 წლის ზაფხულამდე ჰქონდა, თუმცა მას შემდეგ თითქმის ერთი წელი უთამაშებელი იყო.

მისი უთამაშებლობაა მიზეზი, რომ ამ ეტაპზე მეოთხე ადგილი მივანიჭეთ. თუ ის სასურველ ფორმას დაიბრუნებს, ერთ-ერთი მთავარი კანდიდატურა იქნება პირველი ნომრის პოზიციაზე.



altგიორგი მაკარიძემ "რიო ავესთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

3. როინ კვასხვაძე - 29 წლის - ღირებულება 400 000 ევრო - "ტორპედო"
ქუთაისელთა მეკარე ერთ-ერთი მთავარი შემოქმედია იმისა, რომ "ტორპედო" საქართველოს ჩემპიონი გახდა. მან ბოლოს ნაკრების მაისურით ამხანაგურ შეხვედრაში მალტასთან ითამაშა და გოლი არ გაუშვია. საქართველოს ნაკრების მაისურით მას ჯამში 6 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული.

როინმა ამ სეზონში ეროვნულ ლიგაში 16 მატჩი ჩაატარა 16 გოლი გაუშვა, საშუალოდ შეხვედრაში 1 გოლი. ხოლო წინა სეზონში 36 შეხვედრაში 27 გოლი მიიღო, საშუალოდ 0.75 გოლი შეხვედრაში. სტატისტიკურად მკვეთრი კლებაა, მაგრამ აღსანიშნავია ისიც, რომ 2018 წლის ეროვნული ლიგის პირველი ნახევარი "ტორპედომაც" ჩააგდო.

კვასხვაძემ ამ სეზონში ევროპა ლიგის სამი საკვალიფიკაციო ეტაპის თამაშიც მოასწრო. მას 4 გოლი აქვს გაშვებული და ყველა "შერიფთან" ორმატჩიან დაპირისპირებაში.



altდიდი ინტერვიუ: მეორე კვასხვაძე "ტორპედოში", სვირინგი და შარშანდელი დრამა

2. ზაურ მახარაძე - 25 წლის - ღირებულება 700 000 ევრო - "ზორია"
საქართველოს ნაკრებში კონკურენცია ზაურ მახარაძემ კიდევ უფრო გაზარდა, რაც ნაკრებისთვისაც კარგია და ეს პროცესი შესანიშნავ შედეგს გამოიღებს. ზაურის არჩევანით უკრაინელები გულდაწყვეტილები დარჩნენ, მაგრამ რაც მთავარია, ჩვენ კმაყოფილები დავრჩით.

ზაური ამ სეზონში "ზორიაში" ასპარეზობს და მან 2 შეხვედრის თამაშიც მოასწრო. თითოეულ შეხვედრაში ერთი გოლი გაუშვა. წინა სეზონი დონეცკის "ოლიმპიკში" გაატარა, 24 შეხვედრა ჩაატარა და 28 გოლი გაუშვა, საშუალოდ 1.16 გოლი შეხვედრაში.

"ზორიაში" მისი გადასვლა დადებითად უნდა შეფასდეს, რადგან ეს გუნდი ევროპა ლიგაზე გამოდის. მისი მეტოქე მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე პორტუგალიური "ბრაგა" იქნება და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენებურის გუნდი ამ ეტაპს გადალახავს.



altზაურ მახარაძე: ჩემთვის დიდი მოტივაციაა საქართველოს მოქალაქეობის მიღება

1. გიორგი ლორია - 32 წლის - ღირებულება 800 000 ევრო - "კრილია სოვეტოვი"
გიორგი ლორია ერთა ლიგის მატჩებისთვის, ალბათ, კვლავ პირველ მეკარედ უნდა მოვიაზროთ. ამ დროისთვის ის, ალბათ, გარკვეულწილად ყველა დანარჩენ მეკარეს სათამაშო სტილით აღემატება. სამწუხაროა მხოლოდ ის, რომ რუსეთის პრემიერლიგის აუტსაიდერი გუნდების კარის დარაჯია და ნამდვილად მეტს იმსახურებს. მას საქართველოს ნაკრების მაისური 42-ჯერ აქვს მორგებული.

წინა სეზონი მან "ანჟიში" დაჰყო, სადაც 13 შეხვედრა ჩაატარა და 18 გოლი გაუშვა, საშუალოდ შეხვედრაში 1.38 გოლი. ასეთი შედეგი იქიდან გამომდინარეობს, რომ "ანჟი" ერთ-ერთი ყველაზე სუსტი გუნდი იყო წინა წელს და მისი დაცვითი ხაზი ვერანაირი სახის გამოწვევას ვერ პასუხობდა. 2016/17 წლების სეზონშიც ის "კრილია "სევეტოვში" იყო, რომელიც იმ წელს გავარდა. მან 25 შეხვედრაში 33 გოლი გაუშვა, საშუალოდ 1.32 გოლი.

ახალი სეზონი რუსეთში დღეს, 31 ივლისს იწყება და პირველი მეტოქე ცსკა იქნება. წარმატებები ვუსურვოთ საქართველოს ნაკრების დარაჯს. მისი კარგ ფორმაში ყოფნა საქართველოს ნაკრების კარის საიმედოდ დაცვის გარანტიაა.



altგიორგი ლორია "კრილია სოვეტოვში" დაბრუნდა და ახალი კონტრაქტი გააფორმა






მკითხველის კომენტარები / 7 /
ხარაიშვილს რატომ არ იძახებს?
sdfffff
12:56 21-08-2018
0
მახარაძე საუკეთესოა ამ ეტაპზე. რევიშვილი საერთოდ არ უნდა იყოს კანდიდატებშიც. ლორია კრილიაში ძირითადში ვერ ხვდება. მაკარიძემ იაგელონიასთან უცჰვენა თავისი კლასი- მეხუთე არ გაუშვა
andro
14:31 03-08-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული