თუმცა, როგორც მეტოქეთა პრესსამსახურმა აღნიშნა, ეს სია საბოლოო არ არის და ცვლილებები შეიძლება მოხდეს.
თითქმის ყველა ყაზახეთის ჩემპიონატიდან - ყაზახეთის ნაკრების შემადგენლობა საქართველოსთან მატჩისთვის ცნობილია
მოდი, მივყვეთ თანმიმდევრულად და გავაანალიზოთ ბულგარელი სპეციალისტის, სტანიმირ სტოილოვის არჩევანი, რომელსაც ძალიან უყვარს ექსპერიმენტები და რადიკალურად განსხვავებული ტაქტიკით ათამაშებს გუნდს, ვიდრე მისი წინამორბედი იყო.
სტანიმირ სტოილოვმა სულ 3 შეხვედრაში უხელმძღვანელა გუნდს. სამივე ამხანაგური დაპირისპირება იყო. მისი რჩეული ტაქტიკა
სტოილოვი არ ენდობა ყაზახეთის ყველაზე ძვირად ღირებულ მეკარეს, "კაირატის" 25 წლის ფეხბურთელ სტას პოკატილოვს. თუმცა განაცხადში არის "კაირატის" მეორე მეკარე, 32 წლის ვლადიმერ პლოტნიკოვი, რომელიც მაგალითად, ბულგარეთთან ამხანაგურ შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში დააყენა.
თუმცა პირველი სამი თამაშიდან გამოჩნდა, რომ პირველი ნომერი "ასტანას" 36 წლის მეკარე ნენად ერიჩი იქნება. ის სტატისტიკურად ჩემპიონატში ყველაზე ცოტა გოლს უშვებს, მაგრამ ნაკრების მაისური ოფიციალურ შეხვედრაში არასდროს მოურგია. ზოგადად, მას სულ 3 თამაში აქვს ნაკრებში ჩატარებული და ყველა ამხანაგურ შეხვედრაში, მათგან ორი სტოილოვის ხელმძღვანელობის დროს.
ცენტრალური მცველების არჩევისას შეუძლია აირჩიოს "ასტანას" წყვილი - სერგეი მალი და იური ლოგვინენკო, თუმცა ლოგვინენკოს არ ენდობა და მის პოზიციაზე მარჯვენა მცველ აბზალ ბეისებეკოვს იყენებს.
მარცხენა მცველის პოზიციაზე უკონკურენტოა ნაკრების ლიდერი და კაპიტანი დიმიტრი შომკო, თუმცა აქვს გაფუჟან სუიამბიევის ვარიანტი, რომელიც "კაირატის" მცველია და ერთ-ერთი მთავარი კონკურენტია. აღსანიშნავია ისიც, რომ ბულგარეთთან შომკო სკამზე დასვა და სუიამბიევს დააკვირდა, თუმცა ეს ექსპერიმენტი სტოილოვს ჩაუვარდა.
აი, მარჯვენა მცველად, რაც უნდა გასაკვირი იყოს, "ასტანას" ცენტრალურ მცველ ევგენი პოსტნიკოვს იყენებს და მას სრული ნდობა აქვს, როცა ამ პოზიციაზე ერთადერთ გამორჩეულ ფეხბურთელს, ბეისებევკოვს ცენტრალურ მცველად ათამაშებს.
თუ რაიმე არ შეიცვალა 6 სექტემბრამდე, დიდი ალბათობით, საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ "ასტანის" დაცვის ხაზი ანალოგიურად განლაგდება.
მის გვერდით ვიხილავთ შემტევებს, ამავე გუნდის 25 წლის ფეხბურთელ ბაირუჟან ისლამხანს და "ასტანას" ტალანტს, 20 წლის ბახტიორ ზაინუტდინოვს. ეს სამეული ცენტრალურ ნახევარდაცვაში პოზიციების მოპოვებას შეეცდება.
საერთო ჯამში, ნახევარდაცვა ყველაზე სუსტ წერტილად უნდა შეფასდეს. ნაკრების მთავარ მომმარაგებელ კლუბებსაც კი ამ პოზიციებზე ლეგიონერები ჰყავთ და ადგილობრივ ფეხბურთელებს ნაკლებად ენდობიან. სტოილოვის არჩევანი კი მინიმალურია, ერთმა ფეხბურთელმაც რომ მიიღოს ტრავმა, მას სერიოზული პრობლემები შეექმნება.
დიდი ალბათობით, ძირითად შემადგენლობაში დაიწყებს სტოილოვისთვის ნაცნობი და სანდო წყვილი, "ასტანას" 24 წლის ერთ-ერთი ბომბარდირი რომან მურთაზიევი და ერთადერთი ლეგიონერი, ყაზახური ფეხბურთის 18 წლის ტალანტი და რუსული"უფას" თავდამსხმელი იერკებულან სეიდაჰმეთი, რომელიც ჯერჯერობით "უფას" ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება.
დიდი ალბათობით, მესამე ამ პოზიციაზე "ორდაბასის" შემტევი იერკებულან ტუნგიშბაიევი იქნება, თუმცა შეიძლება "ტობოლის" შემტევი ბაირუჟან ტურისბეკი არჩიოს.
ისინი შეეცდებიან ფლანგების გამოყენებას, რაც მათი პლუსია. ბულგარეთთან და უნგრეთთან შეხვედრაში გამოჩნდა, რომ ისინი უკანმოუხედავად მიდიან წინ და გამოირჩევიან დამუშავებული კომბინაციებით.
მაგრამ პირდაპირ უნდა ითქვას, იმის მიუხედავად, რომ "ასტანა" და "კაირატი" კარგი გუნდებია, მეტოქეს კი აქვს იმის "ფუფუნება", რომ ნაკრები ადგილობრივი ჩემპიონატის ფეხბურთელებით დააკომპლექტოს, ჩვენ გვყავს ლეგიონერები, რომლებიც საერთო ჯამში, ბევრად უფრო დიდ ძალას წარმოადგენენ, ვიდრე მთლიანად ყაზახეთის ნაკრები და ეს ორი გუნდი.
უნდა მოვიგოთ თუ არა ასტანაში? - უნდა მოვიგოთ კითხვის ნიშნების გარეშე! სხვა შემთხვევაში არაფერი არ გვესაქმება ევროპის ჩემპიონატზე. რთულ გზაზე გრანდებს ვაბრალებთ ვერგასვლას, მარტივ გზაზე კი უნდა გავიაროთ...
დაცვის ფლანგები - როგორ დაალაგებს სიტუაციას ვლადიმირ ვაისი?
გვილია, კანკავა, აბურჯანია, კვეკვესკირი... - რომელი მოხვდება ვაისის სქემაში?
მჭედლიძის კლასი, ქვილითაიას ალღო, კაჭარავას პარამეტრები - ვის აირჩევს ვაისი?
მეკარეების დიდი კონკურენცია საქართველოს ნაკრებში - ვინ იქნება პირველი ნომერი?