სფფ-მ და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა გურამ კაშიას მხარდაჭერა გამოუცხადეს

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ნიკოლოზ ჯღარკავა გურამ კაშიას გარშემო მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა უეფა-სგან Equal Game-ის ჯილდო მიიღო. ჯილდოს გადაცემის ცერემონია 30 აგვისტოს მონაკოში, Grimaldi Forum-ში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრის შემდეგ გაიმართება.

ჯილდოს შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ საზოგადოების ნაწილმა გურამ კაშია გააკრიტიკა, კოტე მორგოშიამ კი "ფეისბუქზე" კაშიას მიმართ შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი პოსტი გამოაქვეყნა, რის შემდეგაც ის შსს-ში დაკითხვაზე დაიბარეს.

altშსს-მ გურამ კაშიას საქმეზე კოტე მორგოშია გამოკითხვაზე დაიბარა

აღსანიშნავია, რომ ამ მოვლენების შემდეგ ქართველმა ფეხხბურთელმა

"ფეისბუქის" ოფიციალური გვერდი გააუქმა, ხოლო "ინსტაგრამი" მხოლოდ გამომწერებისთვის გახადა ხელმისაწვდომი.

ჯღარკავას თქმით, ფედერაცია ყველანაირად მხარს უჭერს კაშიას და მის გადაწყვეტილებას.

"პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ეს ჯილდო ძალიან მნიშვნელოვანია ფეხბურთის ფედერაციისთვის და რა თქმა უნდა, პირველ რიგში, გურამისთვის და ასევე მიმაჩნია, რომ მნიშვნელობის მქონეა ჩვენი ქვეყნისთვის.

რაც შეეხება ამ ამბის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, ფეხბურთის ფედერაციის პოზიცია უცვლელია - ჩვენ ვეწინააღმდეგებით ყოველგვარი სახის დისკრიმინაციასა და ძალადობას, გვერდში ვუდგავართ გურამს და ყველანაირ მხარდაჭერას ვუცხადებთ.

საგულისხმოა, რომ ეს ყველაფერი ხდება მოსალოდნელი მატჩების ფონზე, თუმცა, რა თქმა უნდა, თამაშების ორგანიზებისა და უსაფრთხოების საკითხი მოგვარდება სათანადო დონეზე. ფეხბურთის ფედერაცია და ეროვნული ნაკრები ვფიქრობთ მხოლოდ სპორტულ შედეგზე", - აღნიშნა ჯღარკავამ.

აღსანიშნავია, რომ გურამ კაშიას მხარი დაუჭირეს სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა.

კობიაშვილი ჩაერთო კამპანიაში #გურამშენთანვართ.

კობიაშვილმა "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ფეხბურთის ფედერაციის მიერ გამოქვეყნებული ფოტო გააზიარა წარწერით: "სანამ ერთი გულშემატკივარი მაინც მეყოლება ჩვენს ქვეყანაში, იმ ადამიანებისთვის გამოვცხადდები ნაკრებში."

Sportall.Ge

ამავე კამპანიის ფარგლებში, კაშიას მხარი დაუჭირეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა: გიორგი მერებაშვილმა, გიორგი ლორიამ, ნიკა კეკვესკირმა, გიორგი ქვილითაიამ.

Sportall.Ge



altჩვენ მუდამ შენთან ვართ! - გიორგი მერებაშვილმა გურამ კაშიას მხარდაჭერა გამოუცხადა

კაშიას მხარდაჭერის განცხადება გაავრცელა "ქართული სპორტის ქომაგებმა", რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ქართული სპორტის ქომაგებს" გვსურს, საკუთარი პოზიცია გამოვხატოთ ეროვნული ნაკრების კაპიტნის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო. იმის მიუხედავად, რომ თემაზე კამათი და დავა თვეებია არ წყდება, ვცდილობდით, ჩვენი მოსაზრება არ ყოფილიყო კიდევ ერთი განხეთქილებისა და აჟიოტაჟის საბაბი.

გურამ კაშიას მიერ სექსუალური უმცირესობების სოლიდარობის ნიშნად გაკეთებული კაპიტნის სამკლავურის შესახებ განსხვავებული პოზიციები გამოხატეს სხვადასხვა სფეროსა თუ ასაკის წარმომადგენლებმა, რაც ბუნებრივი და ჩვეულებრივი მოვლენა იქნებოდა, რომ არა კამათის დაუსრულებელი და გადაჭარბებული სახე და ფორმა. მიგვაჩნია, რომ დღეს დროა, ჩვენი ფან-კლუბის მოსაზრება გამოვაქვეყნოთ და ამას თავისი ობიექტური მიზეზები აქვს:


  1. "ქომაგებს" კარგად გვესმის, რომ თავს მოხვეული საკითხები მიუღებელია საქართველოს მოქალაქეთა დიდი ნაწილისთვის, მათ შორის, ჩვენთვის, რომ ჩვენი სახელმწიფო ტრადიციულ სახელმწიფოთა რიგს განეკუთვნება, სადაც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ აწმყო, არამედ ისტორიული წარსულის კონტექსტი, წესები და ჩვეულებები, რომელსაც პატივს ვცემთ და ასე იქნება მომავალშიც. ვფიქრობთ, რომ თითოეული ჩვენგანის ვალი და პასუხისმგებლობაა, შევიტანოთ საკუთარი წვლილი ქვეყნის განვითარებასა და ეროვნული ცნობიერებისა თუ თვითშეგნების გაღრმავებაში.
  2. მიუხედავად ჩვენი პოზიციისა, ჩვენ ასევე კარგად გვესმის ადამიანის თავისუფლების ცნება და პატივს ვცემთ ამ ღირებულებას, იმდენად, რამდენადაც საქართველო ყოველთვის იყო და იქნება თავისუფალი ადამიანების სახელმწიფო. სახელმწიფო, სადაც პოლიტიკური რეპრესიების, ბედის უკუღმართობის თუ სხვა მიზეზების გამო არსებულ მძიმე ვითარებას სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები თავს აღწევდნენ სწორედ თავისუფლების იდეით და თავისუფლების მიზნით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საკითხი, მისი მგრძნობიარობიდან გამომდინარე, საჭიროებდა მეტ გაანალიზებას და ალბათ, შესაძლებელი იყო მსგავსი პროცესების თავიდან აცილება.
  3. ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ გურამ კაშიას, როგორც რიგითი ჯარისკაცის და როგორც კაპიტნის მნიშვნელობას ეროვნულ ნაკრებში. ვერცერთი გულშემატკივარი, თუკი ის გულწრფელი იქნება, ვერ გაიხსენებს მატჩს და მომენტს, როცა ნაკრების კაპიტანმა გუნდს უღალატა და ბოლომდე არ დაიხარჯა. ვერცერთი ქომაგი მას ბრალს ვერ დასდებს არაპროფესიონალიზმში და ეს მან არაერთგზის დაამტკიცა, არაერთ ვითარებაში.
  4. გურამ კაშია არის თავისუფალი ადამიანი და მას აქვს უფლება, გამოხატოს საკუთარი პოზიციები, მათ შორის, ისეთ მგრძნობიარე თემებზე, რომელიც შესაძლოა ჩვენი თანამოქალაქეების ნაწილისთვის მიუღებელია და ეს არ აკნინებს მას, როგორც ფეხბურთელს.
  5. რამდენიმე დღეში, ეროვნულ ნაკრებს წინ ელის უმნიშვნელოვანესი მატჩები და შანსი, ჩაწეროს ღირსეული ფურცელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში. ამ შეხვედრებში ეროვნული ნაკრების მაისურს კვლავ მოირგებს და კვლავ ღირსეულად წარდგება მოედანზე გურამ კაშია. ვფიქრობთ, ასეთ დროს, ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ მაქსიმალური თვითშეგნება უნდა გამოიჩინოს და თუკი არ შეუძლია გაამხნევოს, უარყოფითი ფსიქოლოგიური ზეგავლენა მაინც არ უნდა მოახდინოს მოთამაშეებზე. განსაკუთრებით მათ, ვისაც არც სამშობლოსთვის და არც ქართული ფეხბურთისთვის ღირებული არაფერი შეუქმნიათ, ჩასაფრებულნი ელიან ნაკრების თითოეულ წარუმატებლობას, რათა კრიტიკის ქარცეცხლში გაახვიონ ფეხბურთელები და ხელმოცარულნი ინტერნეტსივრცეში ცდილობენ საკუთარი შესაძლებლობების მტკიცებას. მოგიწოდებთ თითოეულ ქომაგს თუ რიგით ადამიანს, შევწყვიტოთ ნაკრების კაპიტნის კრიტიკა, მაქსიმალურად მივმართოთ ჩვენი ძალები საქართველოს ეროვნული ნაკრების გულშემატკივრობისკენ, თითოეული მოთამაშის, მათ შორის, გურამ კაშიას მხარდაჭერისკენ და ერთად მოვიპოვოთ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება!

ქართული სპორტის ქომაგები".

"ფეისბუქგვერდის" გაუქმების შემდეგ საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა გურამ კაშიამ "ინსტაგრამით" კრიტიკოსებს პასუხი გასცა და მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა.

"ვიდრე ერთი გულშემატკივარი მაინც მეყოლება ჩვენს ქვეყანაში, იმ ადამიანისთვის გამოვცხადდები ნაკრებში!

ფეისბუქის გვერდს ვაუქმებ, მიყვარს ჩემი ქვეყანა, ჩვენი კულტურა, თავად რელიგიური პიროვნება ვარ. აი, ეს არის ჩემთვის უმთავრესი და მნიშვნელოვანი.

არავის აზრს არ ვითვალისწინებ. არაფერს არ ვნანობ. ძალიან ამაყი ადამიანი ვარ.

იმ გულშემატკივარს, ვინც მხარში მიდგას, დიდი მადლობა და ბოდიში. მიყვარხართ".

altგურამ კაშიამ კრიტიკოსებს უპასუხა, მხარდამჭერებს კი მადლობა გადაუხადა
შეგახსენებთ, კაშია ლგბტ-ს მხარდამჭერი სამკლავურის გამო გააკრიტიკეს, რომელიც მან არნემის "ვიტესში" ყოფნის დროს, "ჰერნევენთან" (4:0) მატჩში უეფა-ს კამპანიის ფარგლებში გაიკეთა. მაშინ ჰოლანდიის ჩემპიონატის აღნიშნულ ტურში ყველა გუნდის კაპიტანს ანალოგიური სამკლავური ეკეთა. უეფა კაშიას ამ გაბედული ნაბიჯის გამო Equal Game-ის ჯილდოს გადასცემს.

თავის მხრივ, უეფა-ს პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა პირადად გამოხატა თავისი მხარდაჭერა:

"მივესალმები გურამის გამბედაობასა და სიმტკიცეს. მისი ქმედებები მეტად მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს თანასწორობის პრინციპის მხარდაჭერის კუთხით. აქედან გამომდინარე, მან ნამდვილად დაიმსახურა ეს ჯილდო".

აღნიშნული ჯილდო ასახავს უეფა-ს კამპანიის, #EqualGame-ის პათოსს, რომლის მიხედვითაც, ფეხბურთისგან სიამოვნების მიღების უფლება გააჩნია ყველას, განურჩევლად მისი წარმომავლობისა, ასაკისა, სქესისა, სექსუალური ორიენტაციისა, სოციალური მდგომარეობისა თუ რელიგიისა.

"#EqualGame-ის ჯილდოს შემოღებით ჩვენ გვსურს იმ ფეხბურთელების აღიარება, ვინც მხარს უჭერს ჩვენი კამპანიის ღირებულებებს - მრავალფეროვნებას, ინკლუზიურობასა და ხელმისაწვდომობას. ფეხბურთი განაპირობებს საზოგადოებაში ცვლილებებს. ადამიანები, რომლებიც დადებით მაგალითს ქმნიან საკუთარ საზოგადოებასა და სპორტში, იმსახურებენ აღიარებასა და დაჯილდოებას." - განაცხადა ალექსანდრ ჩეფერინმა.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ფრაგლებში პირველ მატჩს სტუმრად ყაზახეთი 6 სექტემბერს გამართავს, ხოლო 9 სექტემბერს "დინამო არენაზე" ლატვიას უმასპინძლებს.

altგურამ კაშიამ უეფა-სგან სპეციალური ჯილდო მიიღო

მკითხველის კომენტარები / 48 /
კაშია უნდა გაუშვან... და უნდა მიჰყვეს ყველა გეების მოტრფიალე ჩვენ თქვენგან გვინდა თავდადება სტადიონზე და არა გეების პროპაგანდა... ისინი კაშიას დახმარების გარეშეც პარპაშობენ, თამაშს და ავტორიტეტს გაუფრთხილდით ბატონებო...
jolo
15:13 30-08-2018
6
კაშიამ თავის საქმე თვითონ იცის მიუხედავად იმისა რომ არ ვეთანხმები ასეთ რამეს მარა არც მისი გაწირვა არის საჭირო, მაგარ, ამ ტექსტს რომ წერენ, ესეიგი როცა გულშემატკივრობ კარგი ხარ და როგოც ი რამე არაფერი არ გაგიკეთებიათო ქართული ფეხბურთისთვისო, და ამათ რა გუკეთებიათ, ბოლო 20 წელი საქართველოს ნაკრებს რა გაუკეთებია, ჯარისკაცები ვართო რომ წერენ, სირცხვილის მეტი რამე ახსოვს ამ ქვეყანას დღემდე ქართული ფეხბურთისგან და მათი წარმომადგენლებისგან? ნამუსი აღარ გაქვთ? თუ არ გაგვიკეთებია არც გაგვიფუჭებია თქვენგან განსხვავებით, დავიწყოთ თქვენი ცოდვების გახსენება? იმედია ეს თაობა მაინც მოწმენდს ამ სირცხვილს რომელიც აგერ ამდენი წელია გრძელდება.
niko
02:53 30-08-2018
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული