ყაზახეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩზე ანშლაგი იქნება

AutoSharing Option
ხვალ, 6 სექტემბერს საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებაში ჩაებმება და სტუმრად ყაზახეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

სტადიონზე ანშლაგს ელოდებიან. როგორც ყაზახეთის ნაკრების პრესსამსახურში გვითხრეს, 27 000-ზე მეტი ბილეთი უკვე გაყიდულია. ცნობისათვის, "ასტანა არენა" 30 200 ადამიანს იტევს.

მატჩის შესახებ ინფორმაცია მთელს ქალაქშია გამოკრული: სავაჭრო ცენტრებში, ქუჩებში, შენობებზე და ტრანსპორტში.

მოლოდინი საკმაოდ დიდია, ხალხი ერთა ლიგის დაწყებას ელოდება. მოკლედ, ყაზახეთის ნაკრებს გულშემატკივრობა არ მოაკლდება და სავარაუდოდ სტადიონი ბოლომდე გაივსება.

მატჩზე დასასწრებად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით ჩამოსულია 25-მდე ქომაგი,
ამავდროულად გარკვეული მოლოდინია იმ ქართველების მხარდაჭერისა, ვინც ასტანაში ცხოვრობს.

altვლადიმირ ვაისი: აქ ქალაქის დასათვალიერებლად კი არა, გამარჯვებისთვის ჩამოვედით

altყაზახეთი-საქართველოს მატჩი ისტორიაში შევა

მკითხველის კომენტარები / 6 /
მართალია ბიჭები მთლად კარგ ფორმაში ვერ ხვდებიან ამ მატჩს, მაგრამ მე არ მახსოვს, ბოლო წლებში ნაკრაბში თამაში ჩაეგდოთ გუნდში უთამაშებლობის გამო. წინ ბიჭებო გამარჯვებას გისურვებთ, თანაც დამაჯერებელს. იმ ტვირთით ნუ იქნებით თითქოს ყველაფერი დღევანდელი თამაშით წყდებოდეს. ითამაშეთ ლაღად თქვენ ხომ თვით ესპანეთი გყავთ მათ მოედანზე დამარცხებული და გერმანია ბოლო წუთებზე გადაგირჩათ. საიდან მოიგონეს ყაზახებმა ''საქართველოს ნაკრები საშინაო გუნდიაო''
გიზოგ
13:35 06-09-2018
0
ყაზახები მთელ თამაშს პრესინგით გვეთამაშებიან და ალბათ გაუძლებენ კიდეც,აი ჩვენი დამტვრეული ბიჭები როგორ იქნებიან ფიზიკურად,პრობლემა ეგ არის.ალბათ ბურთი უნდა დავიჭიროთ და უბურთოთ ვარბენინოთ ყაზახები,პლიუს წინ თამამი დრიბლინგი,ბურთის სწრაფ გათამაშებასთან მონაცვლეობით და კარში ხშირი დარტყმა.მეკარე არც ისე კარგი ჰყავთ.ნავალოვსკისა მეშინია ძალიან.ზენიტთან განმეორებით მატჩში ვუყურე და ძალიან შორსაა ფორმიდან,მთლად დაკარგული იყო.ღმერთმა ქნას,რომ უკეთეს ფორმაში იყოს.თავდასხმის ცენტრში ალბათ მაინც ქვილითაია,გოლის გრძნობა შენარჩუნებული აქვს ტრავმის შემდეგ.გამარჯვება ჩვენს ნაკრებს,მათზე ძლიერები მაინც ვართ.
სოსო
09:45 06-09-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული