ახალი ტურნირის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები სტუმრად ყაზახეთს დაუპირისპირდება. რადგან ყაზახეთი აღმოსავლეთისკენ საკმაოდ შორსაა, ევროპული დროით, სხვა მატჩებთან შედარებით, ეს შეხვედრა ყველაზე ადრე დაიწყება.
გვინდა შემოგთავაზოთ საქართველოსა და ყაზახეთის ნაკრებების არა სპორტული, არამედ ფინანსური შედარება, რადგან ეს ფაქტორი საკმაოდ დიდ როლს თამაშობს თანამედროვე ფეხბურთში.
Transfermarkt-ის მომხმარებლები, ექსპერტები და ადმინისტრატორები მუდმივად განიხილავენ ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულებას, ფეხბურთელის ფასი წელიწადში 2-ჯერ ან 4-ჯერ იცვლება, ხოლო ფასის განსაზღვრისთვის ექსპერტები
მათ შორისაა: ასპარეზობის სტატისტიკა, კლუბი, ლიგა, სადაც თამაშობს, ნაკრები, ბოლო ტრანსფერებში გადახდილი თანხა, მომავალში მოსალოდნელი თანხები, მარკეტინგული ფაქტორები და ფეხბურთელის პრესტიჟი.
შესაბამისად, დღეისთვის გერმანული გამოცემა ყველაზე ობიექტურ შეფასებას გვაძლევს. ამიტომ სტატიაში მათ მონაცემებს დავეყრდნობით.
transfermarkt-ის დღევანდელი მონაცემებით, ყაზახეთის ნაკრების ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულება საერთო ჯამში 19.7 მლნ ევროა.
ჩვენი მეტოქის ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი დმიტრი შომკოა, რომლის სატრანსფერო ფასი 2.5 მლნ ევროა. ის ყაზახური "ასტანას" მცველია.
სულ ყაზახეთის ნაკრებს 10 ისეთი ფეხბურთელი ჰყავს, რომელთა სატრანსფერო ღირებულება მილიონი ევრო და მეტია.
"კაირათის" ნახევარმცველ ბაიურზან ისლამჰანის ფასი კი 2 მლნ ევრო იყო, თუმცა შემდეგ მისი სატრანსფერო ღირებულება დაეცა და ამ დროისთვის 1.8 მლნ ევროა.
ასევე ფასის მიხედვით გამოსარჩევია ასევე "კაირათის" ნახევარმცველი ისლამბეკ კუატი, რომელიც 1.5 მლნ ევრო ღირს.
მეკარეები
- დმიტრო ნეპოგოდოვი (ტობოლი) - 700 000 ევრო
- ნენად ერიჩი (ასტანა) - 300 000
- ვლადიმირ პლოტნიკოვი (კაირატი) - 300 000
მცველები
- დიმიტრი შომკო (ასტანა) - 2 500 000
- გაფურჟან სიუიუმბაევი (კაირატი) - 1 200 000
- სერგეი მალიჰი (ასტანა) - 1 000 000
- აბზალ ბეისებეკოვი (ასტანა) - 1 000 000
- იური ლოგვინენკო (ასტანა) - 1 000 000
- ევგენი პოსტნიკოვი (ასტანა) - 800 000
- დიმიტრი მიროშნიჩენკო (ტობოლი) - 600 000
- აიბოლა აბიკენი (კაირატი) - 200 000
ნახევარმცველები
- ბაუირჟან ისლამხანი (კაირატი) - 1 800 000
- ისლამბეკ კუატი (კაირატი) - 1 500 000
- სერიკჟან მუჟიკოვი (ასტანა) - 800 000
- ბაკტიერ ზაინუტდინოვი (ასტანა) - 750 000
- გეორგი ჟუკოვი (კაირატი) - 600 000
- იან ვოროგოვსკი (კაირათი) - 400 000
- დუმან ნარზილდაევი (კაისარი) - 250 000
თავდამსხმელები
- რომან მურთაზაევი (ასტანა) - 1 200 000
- ერკებულან ტუნგიშბაევი (ორდაბასი) - 1 000 000
- ალექსეი შჩეტკინი (ასტანა) - 1 000 000
- ბაუირჟან ტურისბეკი (ტობოლი) - 500 000
- ერკებულან საიდახმეტი (უფა, რუსეთი) - 300 000
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულება საერთო ჯამში ამ დროისთვის 32.83 მლნ ევროა. ყველაზე ძვირად ღირებული ქართველი ფეხბურთელი მოსკოვის "ლოკომოტივის" მცველი საბა კვირკველიაა, რომლის ფასი 8 მლნ ევროა.
კვირკველიას შემდეგ ყველაზე ძვირად "გენტის" ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი, 19 წლის გიორგი ჩაკვეტაძე ფასობს, რომლის ფასი 3 მლნ ევროა.
2.5 მლნ ევრო ორი ქართველი ფეხბურთელი ღირს - დონეცკის "შახტარის" მცველი დავით ხოჭოლავა და "სან ხოსეს" ნახევარმცველი ვაკო ყაზაიშვილი.
ჩვენს ნაკრებში მილიონი და მეტი 11 ფეხბურთელი ღირს.
მეკარეები
- გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი) - 800 000 ევრო
- როინ კვასხვაძე (ტორპედო) - 400 000
- ლაზარე კუპატაძე (საბურთალო) - 200 000
მცველები
- საბა კვირკველია (ლოკომოტივი) - 8 000 000
- დავით ხოჭოლავა (შახტარი) - 2 500 000
- გურამ კაშია (სან ხოსე) - 2 000 000
- ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი) - 1 000 000
- ჯიმი ტაბიძე (უფა) - 1 000 000
- ლაშა შერგელაშვილი (რიგასი) - 375 000
- გიორგი ნავალოვსკი (დინამო მნ) - 250 000
ნახევარმცველები
- გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი) - 3 000 000
- ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე) - 2 500 000
- ვალერიან გვილია (ლუცერნი) - 1 250 000
- ჯაბა კანკავა (ტობოლი) - 1 000 000
- თორნიკე ოქრიაშვილი (კრასნოდარი) - 1 000 000
- გიორგი აბურჯანია (ლუგო) - 800 000
- ოთარ კიტეიშვილი (შტურმი) - 800 000
- გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა) - 800 000
- ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი) - 700 000
- გიორგი არაბიძე (ნასიონალი) - 700 000
- გიორგი მერებაშვილი (პლოცკი) - 400 000
- ჯაბა ჯიღაური (გრენობლი) - 300 000
თავდამსხმელები
- გიორგი ქვილითაია (გენტი) - 1 750 000
- ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი) - 700 000
- ლევან მჭედლიძე (ემპოლი) - 600 000
ფინანსური თვალსაზრისით, ჩვენი ნაკრები ყაზახეთს თავდასხმაში ჩამოუვარდება. მართალია, ყაზახების 5 თავდამსხმელის მონაცემებია მოყვანილი, მაგრამ სამი ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელის საერთო ჯამი 3 200 000 მლნ ევროა, ხოლო ჩვენი, როგორც ხედავთ, 3 050 00 მილიონი.
მეკარეებს რაც შეეხება, აქ მცირე უპირატესობა ჩვენს მხარესაა - 1.4 მლნ ევრო 1.3-ის წინააღმდეგ.
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველების საერთო ღირებულება 13 250 000 ევროა, ხოლო ყაზახების - 6 100 000 ევრო.
მცველებშიც დიდი უპირატესობა გვაქვს - 15 125 000 ევრო 8 300 000 ევროს წინააღმდეგ.
ყაზახეთი VS საქართველო - ისტორიული მნიშვნელობის მატჩი!