უეფა-მ ადრე ოფიციალურ ვებგვერდზე ერთა ლიგის ბონუსური და სოლიდარობის ფონდის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. ამის შესახებ სტატია ადრეც შემოგთავაზეთ, მაგრამ რადგან ერთა ლიგა უკვე კარს მოგვადგა, ვფიქრობთ, ამ ინფორმაციის ხელახლა გაცნობა მხოლოდ თუ წაგვადგება.
უეფა-მ ერთა ლიგის პირველ გათამაშებაში მონაწილე 55 ნაკრებისთვის სოლიდარობისა და ბონუსური თანხების ოდენობა დაადგინა.
ერთა ლიგის სოლიდარობისა და ბონუსური საერთო ფონდის თანხა
კონკრეტული ლიგის მონაწილე ნაკრებები ერთჯერადად შემდეგ თანხებს მიიღებენ:
- ლიგა A: 1.5 მლნ ევრო
- ლიგა B: 1 მლნ ევრო
- ლიგა C: 750 ათასი ევრო
- ლიგა D: 500 ათასი ევრო
ხოლო ჯგუფის გამარჯვებულები დამატებით მიიღებენ შემდეგ თანხებს:
- ლიგა A-ს ჯგუფის გამარჯვებული: 1.5 მლნ ევრო
- ლიგა B-ს ჯგუფის გამარჯვებული: 1 მლნ ევრო
- ლიგა C-ს ჯგუფის გამარჯვებული: 750 ათასი ევრო
- ლიგა D-ს ჯგუფის გამარჯვებული: 500 ათასი ევრო
A ლიგის ოთხივე ჯგუფის გამარჯვებულები 2019 წლის ერთა ლიგის ჩემპიონის ტიტულს გაითამაშებენ. ფინალურ სტადიაში კი ნაკრებები შემდეგ თანხებს მიიღებენ:
- გამარჯვებული: 4.5 მლნ ევრო
- ფინალისტი: 3.5 მლნ ევრო
- მესამე ადგილი: 2.5 მლნ ევრო
- მეოთხე ადგილი: 1.5 მლნ ევრო
მაქსიმალური თანხა, რომელიც შესაძლოა გამოიმუშავონ ნაკრებებმა ლიგების მიხედვით, ასე გამოიყურება:
- A ლიგის გუნდი: 7.5 მლნ ევრო
- B ლიგის გუნდი: 2 მლნ ევრო
- C ლიგის გუნდი: 1.5 მლნ ევრო
- D ლიგის გუნდი: 1 მლნ ევრო
აქვე თქვენი ყურადღება გვინდა გავამახვილოთ, რომ უეფა-ს ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, A ლიგის გარდა, ჯგუფის მოგების შემდეგ ნაკრები პლეი-ოფში მონაწილეობისთვისა და ლიგის მოგებისთვის დამატებით თანხას არ იღებს.
შესაბამისად, საქართველოს ნაკრებისთვის ერთა ლიგაში მონაწილეობას კიდევ ერთი დადებითი ფაქტორი დაემატა. გარდა იმისა, რომ "ჯვაროსნებს" ევროპის ჩემპიონატზე გასვლის რეალური შანსი გაუჩნდათ, მათ შეუძლიათ ასევე 1 მლნ ევრო გამოიმუშავონ.
აღსანიშნავია, რომ ამ თანხაში არ არის შესული სატელევიზიო უფლებების გაყიდვიდან მიღებული თანხები.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები D ლიგის პირველ მატჩს სტუმრად ყაზახეთთან დღეს, 6 სექტემბერს გამართავს, ხოლო 9 სექტემბერს ლატვიას უმასპინძლებს.
მხოლოდ ერთ პოზიციას ვაგებთ - საქართველოსა და ყაზახეთის ნაკრებების ფინანსური შედარება
ყაზახეთი VS საქართველო - ისტორიული მნიშვნელობის მატჩი!
"პოსტსაბჭოთა სივრცის 7 ტალანტი" - ყაზახები გიორგი ჩაკვეტაძეს უფრთხიან