ჩაკვეტაძის ულამაზესი გოლი - საქართველოს ნაკრებმა ყაზახეთი დაამარცხა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგა გამარჯვებით დაიწყო - სტუმრად ყაზახეთი 2:0 დაამარცხა.

არის პირველი გამარჯვება! არის პირველი 3 ქულა!

გილოცავთ!

კარგი დასაწყისი საქმის ნახევარიაო და ერთა ლიგაზე ჩატარებულ პირველ შეხვედრას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. მას უნდა დაენახვებინა ყველასთვის, თუ რისი შემძლენი არიან "ჯვაროსნები"  და რამდენად ობიექტურია ქართველი გულშემატკივრების უმრავლესობის ოპტიმიზმი, რომელმაც ყაზახების გაღიზიანება გამოიწვია.

ყაზახების უპირატესობა საკუთარ მოედანზე თამაში იყო და ისინი შეხვედრის წინ აცხადებდნენ, რომ საქართველოს ნაკრები ე.წ საშინაო გუნდია.

რა თქმა უნდა, ასტანას სტადიონის ხელოვნურ, ძალზედ სპეციფიკურ მოედანზე თამაში მასპინძელთათვის
უფრო ადვილი გახლდათ, რადგან ასეთ საფარზე ასპარეზობას მიჩვეულნი არიან.

მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა სტანიმირ სტოილოვამა აზერბაიჯანთან მოგებულ მატჩის სასტარტო შემადგენლობასთან შედარებით ერთადერთი ცვლილება განახორციელა - ტუნგიშბაევის ნაცვლად ჟუკოვი გაიყვანა მოედანზე. შეგახსენებთ, აზერებაიჯანელები ყაზახებმა 3:0 დაამარცხეს და მე-14 წუთზე 2:0 დაწინაურდნენ.

რაც შეეხება საქართველოს ეროვნული გუნდის მწვრთნელის ვლადიმირ ვაისის მიერ შერჩეულ თერთმეტეულს, მოულოდნელობა გახლდათ ძირითადში კვეკვესკირის დაყენება. თუმცა, ეს ალბათ, უფრო იმით იყო განპირობებული, რომ ის ყაზახეთის ჩემპიონატზე ასპარეზობს და იქაურ ფეხბურთს კარგად იცნობს. მოკლედ, ვაისმა 4-2-3-1 ტაქტიკა აირჩია.

მასპინძლებმა თავიდანვე შეუტიეს და მე-6 წუთზე საჯარიმოს უფლება მოიპოვეს, რომელიც ისლამხანმა არაზუსტად შეასრულა. ჩვენმა გუნდმა ყაზახთა პირველი შეტევები მოიგერია და იქით დაიწყო იერიშების მიტანა - ხიფათის გარეშე. ორივე გუნდმა ერთმანეთს ზონები გადაუკეტა და ნაკლებად სანახაობრივი, თანაბარი თამაში წავიდა.

21-ე წუთზე კვეკვესკირმა შორიდან დაარტყა ბურთი, მაგრამ მეკარემ მოიგერია. შემდეგ კი ჩაკვეტაძის წამოწყებული შეტევა ჩვენმა გუნდმა გოლით ვერ დააგვირგვინა - ბურთი მცველმა ზედ კარის ხაზიდან გამოიტანა.

31-ე წუთზე კინაღამ გოლი ლორიას შეცდომის შედეგად გავუშვით, რომელმაც ბურთი უხეიროდ მოიგერია, მასპინძელთა თავდამსხმელმა დაარტყა და ნავალოვსკიმ აკრობატულ ნახტომში გადაგვარჩინა.

მეორე ტაიმი ყაზახეთის ნაკრების შეტევებით დაიწყო, ცენტრალურმა მცველებმა პოზიციური შეცდომა დაუშვეს და შეტკინს დარტყმისას ხელი ნავალოვსკიმ შეუშალა, რომელმაც დაზღვევაზე ითამაშა.

59-ე წუთზე ყაზაიშვილმა მერებაშვილი მეკარეს პირისპირ შეჰყარა, მაგრამ მან მისი მოტყუება სცადა, რაც არ გამოუვიდა და ჩინებული მომენტი დაიკარგა.

ერთი სიტყვით, ერთ შეცდომამდე წავიდა თამაში.

65-ე წუთზე ვაისმა ქვილითაია გვილიათი შეცვალა და შემადგენლობა უფრო დაცვითი გახადა. მასპინძლები უპირატესობას დაეუფლნენ და კონტრშეტევაზე ჩაკვეტაძემ ბრწყინვალე გოლი გაიტანა. გოლი და რა გოლი! აი, ესაა რასაც ჰქვია ფეხბურთელი, რომელსაც მარტოს შეუძლია მატჩის ბედი გადაწყვიტოს.

მერე ლორიამ ოდნავ მახვილი კუთხიდან მოიგერია ბურთი, კონტრშეტევაზე ისევ ჩაკვეტაძე გაიჭრა, ყაზაიშვილს უპასა, მის დარტყმულ ბურთს კი მალიმ საკუთარი კარის ბადეში მიუჩინა ადგილი.

დარჩენილ დროში სტოილოვის შეგირდებმა უშედეგოდ შეგვიტიეს და საქართველოს ნაკრებმა გაიმარჯვა, ჩაკვეტაძემ კი ტურნირზე პირველი გოლი გაიტანა და ისტორიაში შევიდა.

ასტანა. "ასტანა არენა". 28 736 მაყურებელი
ყაზახეთი - საქართველო 0:2
გოლი: 0:1 ჩაკვეტაძე (69), 0:2 მალი (საკ. კარში)

ყაზახეთი: ერიჩი, მალი, პოსტნიკოვი, კუატი (ტურისბეკი 75), მუჟიკოვი, ისლამხანი (ზაინუტდინოვი 81), ჟუკოვი, შეტკინი, მურტაზაევი (სეიდახმეტი 88), შომკო, ბეისებეკოვი

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, კვირკველია, ნავალოვსკი, კვეკვესკირი, კანკავა, ყაზაიშვილი (ხოჭოლავა 84), ქვილითაია (გვილია 65), მერებაშვილი, ჩაკვეტაძე (ოქრიაშვილი 74)

altვლადიმირ ვაისი: იდეალურად არ გვითამაშია, მაგრამ მთავარი მეტოქე სტუმრად დავამარცხეთ

altსტანიმირ სტოილოვი: საქართველო ფავორიტად რჩება - ომი არ დასრულებულა

altნენად ერიჩი: საქართველომ დამსახურებულად გაიმარჯვა

მკითხველის კომენტარები / 85 /
ყველას გილოცავთ გამარჯვებას,თუმცა ბოლო ოცმა წუთმა უკმაყოფილების გრძნობა დამიტოვა.ყაზახეთის დონის გუნდთან ასეთი პანიკური დაცვით თამაში არ უნდა გჭირდებოდეს.სხვა დონის გუნდი ამას არ გაპატიებდა.მწვრთელმაც საეჭვო შეცვლები განახორციელა.
j.ch.
06 სექტემბერი 2018 20:10
6
გილოცააავთ!!! სულ ესეთი წარმატებით გევლოთ ჯიგრებო! გენაცვალეთ თქვენ
დდდ
06 სექტემბერი 2018 20:03
0
ყველას გილოცავტ, სულ ესეტი გახარებული გვენახოს საქარტველო და ყველა ის ადამიანი ვინც აქ კომენტარებს წერს, ცუდს ვინც წერდა ისინიც.
ave
06 სექტემბერი 2018 20:06
0
მაგარი გოლი შეაგდო ჩაკვეტაძემ...3 ქულა გვაქვს, შეგვერგოს!
saba
06 სექტემბერი 2018 19:58
1
ეს ჩაკვეტაძის მოგებაა და არა ვაისის! ლორია არ არის ფორმაში! რავი კი მოვიგეთ, მაგრამ 2 თვე ვაისი რომ ერთ ადგილს იფხანდა აგერ ჩანს, შეუთამაშებლობა გუნდის! თუ ჯგუფში პირველ ადგილზე გავედით მერე გაგვიჭირდება ევრო 2020 საგზურის მოპოვება 100%-ანი!
კარგია მოგება
06 სექტემბერი 2018 21:44
15
გილოცავთ ყველას.ის ხალხი სადაა რომ არ სჯეროდათ ჩვენი ფეხვურთის და ფეხბურთელების.გამოიღეთ ყველამ ერთად.საქართველო საფეხბუეთო ქვეყანაა და ამას დავამტკიცებთ.ღმერთის წყალობით მოვიგეთ,არავის აღარ აინტერესებს მწვრთნელის ტაქტიკა და ბიჭების შეცდომები.შევირგოთ მოგება და მოვემზადოთ შემდეგი თამაშისათვის.მისია ევროპის ჩემპიონატი გრძელდება.გაუმარჯოს საქართველოს
1
06 სექტემბერი 2018 20:45
4
აი ესაა საქ.ჩემპიონატი სადაც ყაზახები გვხვდებიან იქ გვხევენ ბურთს თავზე .ეს იმიტომ,რომ ნაყარნუყარი ფეხბურთელებითაა სავსე ჩვენი ჩემპიონატი ,მაგრამ სრული რეალობა საქართველოს და ყაზახების დონე ნაკრებების თამაშებში აისახება
საქმე
06 სექტემბერი 2018 20:36
0
კარგი დასაწყისია, ტურნირის მსვლელობისას კიდევ უფრო მოვუმატებთ ამის პოტენციალი აშკარად ჩანს. რაც შეეხება ამ კონკრეტულ თამაშს შედეგზე ორიენტიერებული გამართული გუნდის შთაბეჭდილება დატოვა ჩვენმა ნაკრებმა, მეტოქეს აღემატებოდა კლასით და დამსახურებულად მოიგო. საშინაო თამაშები ბევრად უფრო სანახაობრივი იქნება ჩვენი გუნდის შესრულებით. ყველას გილოცავთ ამ გამარჯვებას.
irakli81
06 სექტემბერი 2018 20:33
0
გაიხარე, ჩემი სათქმელი თქვი მოკლედ და ლაკონურად
გოგლიკა
06 სექტემბერი 2018 23:35
0
მოგება კარგია მაგრამ პოზიტივი რა იყო? ჩაკვეტაძე და მისი ულამაზესი გოლი ხოლო ნაკლი რამდენიც გინდა. მოწინააღმდეგე როგორც მოსალოდნელი იყო უსუსტესი. თუარ გამოვასწორედ თამაში ევროპაზე სხვა წავა და ესიქნება ძალიან ცუდი.დღეს კიდე ვულოცავ ყველა ქომაგს და გუნდს.
zaza
06 სექტემბერი 2018 20:37
14
კაი რაა რას თხოვ???ხელოვნურზე ითამაშეს და ასფანაში დავამარცხეთ 2:0.იტალიის ნაკრებს უჭირს თამაში და მეტი პოზიტივი დაინიხე
ვასიკო
06 სექტემბერი 2018 20:48
7
მოკლედ მაგარი დებილობა იყო მერება რომ ბოლომდე დატოვა,ვაკოვ მაგაზე იყო უკმაყოფილო,ტიპმა პასი ვერ გააკეთა
საქმე
06 სექტემბერი 2018 20:30
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული