ჩაკვეტაძის ულამაზესი გოლი - საქართველოს ნაკრებმა ყაზახეთი დაამარცხა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგა გამარჯვებით დაიწყო - სტუმრად ყაზახეთი 2:0 დაამარცხა.

არის პირველი გამარჯვება! არის პირველი 3 ქულა!

გილოცავთ!

კარგი დასაწყისი საქმის ნახევარიაო და ერთა ლიგაზე ჩატარებულ პირველ შეხვედრას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. მას უნდა დაენახვებინა ყველასთვის, თუ რისი შემძლენი არიან "ჯვაროსნები"  და რამდენად ობიექტურია ქართველი გულშემატკივრების უმრავლესობის ოპტიმიზმი, რომელმაც ყაზახების გაღიზიანება გამოიწვია.

ყაზახების უპირატესობა საკუთარ მოედანზე თამაში იყო და ისინი შეხვედრის წინ აცხადებდნენ, რომ საქართველოს ნაკრები ე.წ საშინაო გუნდია.

რა თქმა უნდა, ასტანას სტადიონის ხელოვნურ, ძალზედ სპეციფიკურ მოედანზე თამაში მასპინძელთათვის
უფრო ადვილი გახლდათ, რადგან ასეთ საფარზე ასპარეზობას მიჩვეულნი არიან.

მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა სტანიმირ სტოილოვამა აზერბაიჯანთან მოგებულ მატჩის სასტარტო შემადგენლობასთან შედარებით ერთადერთი ცვლილება განახორციელა - ტუნგიშბაევის ნაცვლად ჟუკოვი გაიყვანა მოედანზე. შეგახსენებთ, აზერებაიჯანელები ყაზახებმა 3:0 დაამარცხეს და მე-14 წუთზე 2:0 დაწინაურდნენ.

რაც შეეხება საქართველოს ეროვნული გუნდის მწვრთნელის ვლადიმირ ვაისის მიერ შერჩეულ თერთმეტეულს, მოულოდნელობა გახლდათ ძირითადში კვეკვესკირის დაყენება. თუმცა, ეს ალბათ, უფრო იმით იყო განპირობებული, რომ ის ყაზახეთის ჩემპიონატზე ასპარეზობს და იქაურ ფეხბურთს კარგად იცნობს. მოკლედ, ვაისმა 4-2-3-1 ტაქტიკა აირჩია.

მასპინძლებმა თავიდანვე შეუტიეს და მე-6 წუთზე საჯარიმოს უფლება მოიპოვეს, რომელიც ისლამხანმა არაზუსტად შეასრულა. ჩვენმა გუნდმა ყაზახთა პირველი შეტევები მოიგერია და იქით დაიწყო იერიშების მიტანა - ხიფათის გარეშე. ორივე გუნდმა ერთმანეთს ზონები გადაუკეტა და ნაკლებად სანახაობრივი, თანაბარი თამაში წავიდა.

21-ე წუთზე კვეკვესკირმა შორიდან დაარტყა ბურთი, მაგრამ მეკარემ მოიგერია. შემდეგ კი ჩაკვეტაძის წამოწყებული შეტევა ჩვენმა გუნდმა გოლით ვერ დააგვირგვინა - ბურთი მცველმა ზედ კარის ხაზიდან გამოიტანა.

31-ე წუთზე კინაღამ გოლი ლორიას შეცდომის შედეგად გავუშვით, რომელმაც ბურთი უხეიროდ მოიგერია, მასპინძელთა თავდამსხმელმა დაარტყა და ნავალოვსკიმ აკრობატულ ნახტომში გადაგვარჩინა.

მეორე ტაიმი ყაზახეთის ნაკრების შეტევებით დაიწყო, ცენტრალურმა მცველებმა პოზიციური შეცდომა დაუშვეს და შეტკინს დარტყმისას ხელი ნავალოვსკიმ შეუშალა, რომელმაც დაზღვევაზე ითამაშა.

59-ე წუთზე ყაზაიშვილმა მერებაშვილი მეკარეს პირისპირ შეჰყარა, მაგრამ მან მისი მოტყუება სცადა, რაც არ გამოუვიდა და ჩინებული მომენტი დაიკარგა.

ერთი სიტყვით, ერთ შეცდომამდე წავიდა თამაში.

65-ე წუთზე ვაისმა ქვილითაია გვილიათი შეცვალა და შემადგენლობა უფრო დაცვითი გახადა. მასპინძლები უპირატესობას დაეუფლნენ და კონტრშეტევაზე ჩაკვეტაძემ ბრწყინვალე გოლი გაიტანა. გოლი და რა გოლი! აი, ესაა რასაც ჰქვია ფეხბურთელი, რომელსაც მარტოს შეუძლია მატჩის ბედი გადაწყვიტოს.

მერე ლორიამ ოდნავ მახვილი კუთხიდან მოიგერია ბურთი, კონტრშეტევაზე ისევ ჩაკვეტაძე გაიჭრა, ყაზაიშვილს უპასა, მის დარტყმულ ბურთს კი მალიმ საკუთარი კარის ბადეში მიუჩინა ადგილი.

დარჩენილ დროში სტოილოვის შეგირდებმა უშედეგოდ შეგვიტიეს და საქართველოს ნაკრებმა გაიმარჯვა, ჩაკვეტაძემ კი ტურნირზე პირველი გოლი გაიტანა და ისტორიაში შევიდა.

ასტანა. "ასტანა არენა". 28 736 მაყურებელი
ყაზახეთი - საქართველო 0:2
გოლი: 0:1 ჩაკვეტაძე (69), 0:2 მალი (საკ. კარში)

ყაზახეთი: ერიჩი, მალი, პოსტნიკოვი, კუატი (ტურისბეკი 75), მუჟიკოვი, ისლამხანი (ზაინუტდინოვი 81), ჟუკოვი, შეტკინი, მურტაზაევი (სეიდახმეტი 88), შომკო, ბეისებეკოვი

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, კვირკველია, ნავალოვსკი, კვეკვესკირი, კანკავა, ყაზაიშვილი (ხოჭოლავა 84), ქვილითაია (გვილია 65), მერებაშვილი, ჩაკვეტაძე (ოქრიაშვილი 74)

altვლადიმირ ვაისი: იდეალურად არ გვითამაშია, მაგრამ მთავარი მეტოქე სტუმრად დავამარცხეთ

altსტანიმირ სტოილოვი: საქართველო ფავორიტად რჩება - ომი არ დასრულებულა

altნენად ერიჩი: საქართველომ დამსახურებულად გაიმარჯვა

მკითხველის კომენტარები / 85 /
ვერ ვიტყვი, რომ იდეალურად ვითამაშეთ და არ გვქონდა პრობლემები. ეს ყველაფერი ამ მატჩს თან ახლდა და ჩვენ მათი გამოსწორება გვმართებს. აუცილებლად უნდა გავზარდოთ სათამაშო ხარისხი ეს ვაისის სიტყვებია და არა ჩემი ამას ვითხოვთ და ევროპაზე გასვლას ზოგიერთებივით ვერ ჩაუსაფრდებით გუნდს და წაგებისთანავე ვერ დაუწყებთ ლანძღვა გინებას.პოზიტივი თუ რამე იყო დასხვამ ვერ დაინახა ვინც დაინახეთ იმან დაწერეთ ოღონდ კონკრეტულად.ვაისი კიდე სასიამოვნოდ ადეკვატურია რაც მახარებს.
ზაზა
06 სექტემბერი 2018 23:11
1
გილოცავთ ამ ნანატრ გამარჯვებას რომელსაც ამდენი ხანი ველოდით!! ყაზახეთის ნაკრები უსუსტესი გუნდი ნამდვილად არ არის, შეთამაშებულები კარგად არიან და შეტევაში რა სწრაფად გადადიოდნენ ეს მომხვდა თვალში, ერთი ეგაა რომ საშემსრულებლო კლასი დაბალი აქვთ!! თამაშს რაც შეეხება ნორმალური თამაში იყო, ეგ რა მსოფლიო ჩემპიონატზე ამაზე უარესი თამაში რამდენიც გინდა იმდენი იყო!! ბიჭებმა კარგად ითამაშეს, იყო შეცდომები, თუმცა მთავარია მოვიგეთ და იმედია უფრო შეთამაშებიან ბიჭები
zaza
06 სექტემბერი 2018 23:09
2
ძმებო, ქართველებო!
გილოცავთ გამარჯვებას!
(კადრი ფილმიდან “ბაში-აჩუკი”)
ხშირად გვეთქვას ეს ფრაზები
qomagi
06 სექტემბერი 2018 22:52
0
რა გჭირთ ხალხო ყველა ექსპერტი როგორ გახდით ყველა ერთად. მოვიგეთ დაღლილებმა ნამგზავრებმა შეუთამაშებლებმა უდროობის გამო. ხალხი წინდა დღით ჩამოფრიმდა 8.9 საათიანი ფრენების შემდგომ და მოუგეთ დასვენებულ გუნდს რომელიც კვირეებია შეკრებილოა და ემზადება ჩენთვის
გილოცავთ ყველას მადლობა ბიჭებს და 9ში დავხვდეთ ლატვიელებს
Gg
06 სექტემბერი 2018 22:10
3
ქართველი ყველა ექსტრა ექპერტია
გიორგი
06 სექტემბერი 2018 22:43
3
აუ ჯიგარი ხარ რაააა,ხო შეჭა,ეს ტვინი გასვლზე მოიგეს 2-0 მეტი რა გვინდა ვერ გავიგე :
ბექა
06 სექტემბერი 2018 22:26
1
ეს ჩაკვეტაძის მოგებაა და არა ვაისის! ლორია არ არის ფორმაში! რავი კი მოვიგეთ, მაგრამ 2 თვე ვაისი რომ ერთ ადგილს იფხანდა აგერ ჩანს, შეუთამაშებლობა გუნდის! თუ ჯგუფში პირველ ადგილზე გავედით მერე გაგვიჭირდება ევრო 2020 საგზურის მოპოვება 100%-ანი!
კარგია მოგება
06 სექტემბერი 2018 21:44
15
ადმინ რატომ მიბლოკავ, მაინც და მაინც ორი სიტყვით უნდა შემოვიფარგლო?თქვენზე ნაკლებად არ ვგულშემატკივრობ ნაკრებს და საკუთარი აზრის გამოთქმის უფლებაც მაქვს, ასე რომ კეთილი ინებეთ და გამოაქვეყნე. ყველას გილოცავთ გამარჯვებას და 3 ქულას, მაგრამ თამაშის ხარისხით ძალიან უკვაყოფილო ვარ. ძირითადი შემადგენლობის დაყენებაშია შეცდომები. ლორიას დღეს კვასხვაძეც ჯობია და არგამოძახებული მახარაძეც. კაშიას ნაცვლად ხოჭილოვა ბევრად უკეთესია და მის მსგავს შეცდომებს არ უშვებს, რასაც "შახტარის" ყველა შეხვედრაში ამტკიცებს. ნავალოვსკი კი დარბის ჭაკი ცხენივით, მაგრამ მისი შეტევაში ქმედებების ეფექტიანობა ნულს უტოლდება, თან დაცვაშიც პრობლემებს გვიქმნის. ეს პოზიცია ყველაზე მტკივნეულია და სანამ დროა ნაკრებში მჭედლიშვილი გამოიძახონ. ან თუნდაც ლაკვეხელიანი მიაჩვიონ ნაკრებს, ძალიან კარგი ახალგაზრდა გვეზრდება. მერებაშვილს ბოლოს და ბოლოს უნდა დავემშვიდობოთ, კაცის მოტყუება მას არ შეუძლია და მხოლოდ მისი შესაშური შრომისუნარიანობა ნაკრებისათვის საკმარისი არაა. მის ადგილზე არაბიძე დახატავდა ამ თამაშს. ცენტრში კვეკესკირის ნაცვლად გვილა აჯობებდა თავიდან, და თუ დაიღლებოდა მერე გამოეყვანა კვეკესკირი. თორნიკეს გამოსვლა კი საერთოდ გაუმართლებელი იყო, თუნდა იმიტომ, რომ ახალაღდგენილს შემთხვევით არ მიეღო ტრავმა, როცა თამაშის ბედი ფაქტიურად გადაწყვეტილია. შემტევ ნახევარმცველებში კი ვინც გნებავთ ის აარჩიონ ვაკოსთან ერთად. კიტეიშვილიც ფორმაშია, პაპუნაშვილიც შევა მალე და ჯანოც დაგვიბრუნდება, ასე რომ მშვენიერი ნაკრები შეიძლება ჩამოყალიბდეს, მარა ვაისი აშკარად ურევს რაღაცეებს და ჯობია სანამ დროა დავემშვიდობოთ. ნებისმიერი ახალგაზრდა ქართველი მწვრთნელი უკეთესად გაუძღვება ნაკრებს.
emigranti
06 სექტემბერი 2018 21:38
23
ამ თამაშმა სიხარული მოგვიტანა და თან დაგვძაბა კიდეც, იმიტომ რომ არ იყო ეს მოგება ისეთი როგორიც გვინდა, ძაან ბევრია აქვს სწორედ ვაისს სამუშაო, ვისაც ფეხბურთი არ გესმით და მარტო დაში-ტუში ქომაგობა იცით ნუ ჩაერევით ამ საუბარში, თქვენც გვჭირდებით სტადიონზე, მარა იმედია უმეტესობა არ ხართ.
ლორიაზე და ნავალოვსკიზე ვერ დაგეთანხმებით პატივცემულო, მესმის და გეთანხმებით, რომ უკეთესი გვინდა, მაგრამ ამ ეტაპზე ორივე საუკეთესოა იმათ შორის ვისაც მათ პოზიციაზე შეუძლიათ თამაში, თუმცა 100 პროცენტით მართალი ხართ რომ ნავალას კონკურენტი უნდა გამოუჩნდეს, თუნდაც ლაკვეხელიანი უნდა მიეჩვიოს ამ დონეზე თამაშს.
თქვენი არ ვიცი და ვაისმა ნერვები დამაწყვიტა დღეს, და კიდევ ეს რა წესია, ვინ ბრძანა რომ მე-60 წუთამდე არ უნდა შეცვალო არავინ? მოდას მისდევს ბ-ნი ვაისი თუ რა ხდება?! რომ ხედავ რომ ვერ თამაშობს ფეხბურთელი შეცვალე რა შე დალოცვილო ტაიმის დასაწყისში, რას ელოდები მოურინიოს მიერ დაწესებულ შეცვლის დროის დადგომას!
bs
07 სექტემბერი 2018 09:39
0
ვინმე მაინც დაგვიტოვეთ ნაკრების გუშინდელი შემადგენლობიდან. :))
გივი
07 სექტემბერი 2018 09:31
1
ყველა გამოხმაურება
სულ ორ შეტევაში არ მონაწილეობდა მერებაშვილი და ორივე გოლით დამთავრდა, ძალიან მონდომებულია მარა ძირითადის ფეხბურთელი არაა ამ ეტაპზე, იმედია ვაისი მიხვდა ამას... რაც შეეხება ვაისს, სამი დღე ყავდა გუნდი სულ და ორჯერ იმგზავრეს და პირველი თამაშისთვის უმნიშვნელოვანესი სამი ქულაც საკმარისია, თუ ეს შესარჩევიც ჩააგდო და განსაკუთრებით უსახური თამაშის ხარისხით მაშინ ვიმსჯელოთ მის მომავალზე ჩემი მოკრძალებული აზრით ))
რა მაფიაა?
06 სექტემბერი 2018 21:37
0
ყველას გილოცავთ!!! ეს გამარჯვება თითოეულ გულშემატკივარს ეკუთვნის!!! მადლობა ბიჭებს გახარებისთვის!!! თამაშის ხარისხი: მოედანი ხელოვნური, აბსოლუტრად განსხვავებული!!!! მასპინძლების დიდი ჟინი და მონდომება, შეიძლება ითქვას თავგანწირვა!!! პირველი მატჩის სინდრომი!!! ყველაზე უფრო ის მომეწონა, რომ ნაკრები არ დაიღალა!!! მთავარია ახლა სწორი ანლიზის და დასაკვნების გაკეთება ვაისის მხრიდან!!!! ნამდვილ ბრძოლაში ,დიდი ხნის შემდეგ,ვაისმაც ჩვენთან ერთდ უყურა ნაკრების თამაშს!!! მადლობა ნაკრებს!!!
დათო
06 სექტემბერი 2018 21:29
1
ნახევარდაცვა იმდენი გვყავს კარგი ფეხბურთელი რომ უკვე გული გვწყდება იმან რატომ არ ითამაშა და ამან რატომ არ ითამაშაო, სამაგიეროდ დაცვის და თავდასხმის რგოლში არავინ არის შემცვლელი, განაპირა მცველებს ვგულისხმობ!
fsiuuu
06 სექტემბერი 2018 21:12
0
გამოცდილი გულშემატკივარი შეამჩნევდა, რომ გუშინდელი მოგება სწორედ განაპირა მცველის ნავალოვსკის დამსახურებაა. ორ აშკარა გოლისგან გადაგვარჩინა. იმ გოლებიდან ერთიც, რომ გასულიყო არავინ იცის როგორ განვითარდებოდა მოვლენები. ორივე მომენტში სწორედ ცენტრალური მცველების შეცდომები გამოასწორა.
გიზოგ
07 სექტემბერი 2018 10:14
0
მართალი ხარ ზაზა, ძალიან სუსტი გუნდური თანაში. ძალიან სამწუზაროა, მაგრამ ერთ ორ თამაშს თუ არ ჩავთვლით, ვასის ხელში მე პირადად გუნდის გმართული თამაში არ მინახია. ღმერთმა ქნას და ვცდებოდე, დაბრდღვნან დარჩენილ თამაშებში ყველაფერი, მაგრამ თუ არა? კიდევ ერთი წყალს გატანებული შესარჩევი? მჯერა რომ ძალიან კარგი სპეციალისტია, მაგრამ არ გამოსდის აქ მუშაობა (მაგას კი არა, კუპერს არაფერი გმოუვიდა) და გადავყვეთ?
Dato
06 სექტემბერი 2018 20:53
28
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული