ჩაკვეტაძის ულამაზესი გოლი - საქართველოს ნაკრებმა ყაზახეთი დაამარცხა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგა გამარჯვებით დაიწყო - სტუმრად ყაზახეთი 2:0 დაამარცხა.

არის პირველი გამარჯვება! არის პირველი 3 ქულა!

გილოცავთ!

კარგი დასაწყისი საქმის ნახევარიაო და ერთა ლიგაზე ჩატარებულ პირველ შეხვედრას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. მას უნდა დაენახვებინა ყველასთვის, თუ რისი შემძლენი არიან "ჯვაროსნები"  და რამდენად ობიექტურია ქართველი გულშემატკივრების უმრავლესობის ოპტიმიზმი, რომელმაც ყაზახების გაღიზიანება გამოიწვია.

ყაზახების უპირატესობა საკუთარ მოედანზე თამაში იყო და ისინი შეხვედრის წინ აცხადებდნენ, რომ საქართველოს ნაკრები ე.წ საშინაო გუნდია.

რა თქმა უნდა, ასტანას სტადიონის ხელოვნურ, ძალზედ სპეციფიკურ მოედანზე თამაში მასპინძელთათვის
უფრო ადვილი გახლდათ, რადგან ასეთ საფარზე ასპარეზობას მიჩვეულნი არიან.

მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა სტანიმირ სტოილოვამა აზერბაიჯანთან მოგებულ მატჩის სასტარტო შემადგენლობასთან შედარებით ერთადერთი ცვლილება განახორციელა - ტუნგიშბაევის ნაცვლად ჟუკოვი გაიყვანა მოედანზე. შეგახსენებთ, აზერებაიჯანელები ყაზახებმა 3:0 დაამარცხეს და მე-14 წუთზე 2:0 დაწინაურდნენ.

რაც შეეხება საქართველოს ეროვნული გუნდის მწვრთნელის ვლადიმირ ვაისის მიერ შერჩეულ თერთმეტეულს, მოულოდნელობა გახლდათ ძირითადში კვეკვესკირის დაყენება. თუმცა, ეს ალბათ, უფრო იმით იყო განპირობებული, რომ ის ყაზახეთის ჩემპიონატზე ასპარეზობს და იქაურ ფეხბურთს კარგად იცნობს. მოკლედ, ვაისმა 4-2-3-1 ტაქტიკა აირჩია.

მასპინძლებმა თავიდანვე შეუტიეს და მე-6 წუთზე საჯარიმოს უფლება მოიპოვეს, რომელიც ისლამხანმა არაზუსტად შეასრულა. ჩვენმა გუნდმა ყაზახთა პირველი შეტევები მოიგერია და იქით დაიწყო იერიშების მიტანა - ხიფათის გარეშე. ორივე გუნდმა ერთმანეთს ზონები გადაუკეტა და ნაკლებად სანახაობრივი, თანაბარი თამაში წავიდა.

21-ე წუთზე კვეკვესკირმა შორიდან დაარტყა ბურთი, მაგრამ მეკარემ მოიგერია. შემდეგ კი ჩაკვეტაძის წამოწყებული შეტევა ჩვენმა გუნდმა გოლით ვერ დააგვირგვინა - ბურთი მცველმა ზედ კარის ხაზიდან გამოიტანა.

31-ე წუთზე კინაღამ გოლი ლორიას შეცდომის შედეგად გავუშვით, რომელმაც ბურთი უხეიროდ მოიგერია, მასპინძელთა თავდამსხმელმა დაარტყა და ნავალოვსკიმ აკრობატულ ნახტომში გადაგვარჩინა.

მეორე ტაიმი ყაზახეთის ნაკრების შეტევებით დაიწყო, ცენტრალურმა მცველებმა პოზიციური შეცდომა დაუშვეს და შეტკინს დარტყმისას ხელი ნავალოვსკიმ შეუშალა, რომელმაც დაზღვევაზე ითამაშა.

59-ე წუთზე ყაზაიშვილმა მერებაშვილი მეკარეს პირისპირ შეჰყარა, მაგრამ მან მისი მოტყუება სცადა, რაც არ გამოუვიდა და ჩინებული მომენტი დაიკარგა.

ერთი სიტყვით, ერთ შეცდომამდე წავიდა თამაში.

65-ე წუთზე ვაისმა ქვილითაია გვილიათი შეცვალა და შემადგენლობა უფრო დაცვითი გახადა. მასპინძლები უპირატესობას დაეუფლნენ და კონტრშეტევაზე ჩაკვეტაძემ ბრწყინვალე გოლი გაიტანა. გოლი და რა გოლი! აი, ესაა რასაც ჰქვია ფეხბურთელი, რომელსაც მარტოს შეუძლია მატჩის ბედი გადაწყვიტოს.

მერე ლორიამ ოდნავ მახვილი კუთხიდან მოიგერია ბურთი, კონტრშეტევაზე ისევ ჩაკვეტაძე გაიჭრა, ყაზაიშვილს უპასა, მის დარტყმულ ბურთს კი მალიმ საკუთარი კარის ბადეში მიუჩინა ადგილი.

დარჩენილ დროში სტოილოვის შეგირდებმა უშედეგოდ შეგვიტიეს და საქართველოს ნაკრებმა გაიმარჯვა, ჩაკვეტაძემ კი ტურნირზე პირველი გოლი გაიტანა და ისტორიაში შევიდა.

ასტანა. "ასტანა არენა". 28 736 მაყურებელი
ყაზახეთი - საქართველო 0:2
გოლი: 0:1 ჩაკვეტაძე (69), 0:2 მალი (საკ. კარში)

ყაზახეთი: ერიჩი, მალი, პოსტნიკოვი, კუატი (ტურისბეკი 75), მუჟიკოვი, ისლამხანი (ზაინუტდინოვი 81), ჟუკოვი, შეტკინი, მურტაზაევი (სეიდახმეტი 88), შომკო, ბეისებეკოვი

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, კვირკველია, ნავალოვსკი, კვეკვესკირი, კანკავა, ყაზაიშვილი (ხოჭოლავა 84), ქვილითაია (გვილია 65), მერებაშვილი, ჩაკვეტაძე (ოქრიაშვილი 74)

altვლადიმირ ვაისი: იდეალურად არ გვითამაშია, მაგრამ მთავარი მეტოქე სტუმრად დავამარცხეთ

altსტანიმირ სტოილოვი: საქართველო ფავორიტად რჩება - ომი არ დასრულებულა

altნენად ერიჩი: საქართველომ დამსახურებულად გაიმარჯვა

მკითხველის კომენტარები / 85 /
მერებაშვილი კი არა მარტო, კანკავაც ცუდი იყო. კაშიას გრძელი პასები ხო - სასწაული. ჩვენ საფირმო ფეხბურთად იქცა ეს გრძელი, უაზრო პასები. თამაშის ხარისხიც არ ვარგოდა. არა და პოტენციალი ჩანს. ასეთი თამაშიც ვერც სომხებს გასცდები პლეიოფში და ვერც ბელორუსს. უბრალოდ გაგვიმართლა და მოვიგეთ, თორემ ახლა სულ სხვა ლაპარაკი წავიდოდა. არავინ თქვას რომ დავჩაგრეთ მეტოქე და ეს შედეგი სამართლიანი იყო. პირველ ტაიმში იმათ მეტი ჰქონდათ ბურთის ფლობა და კარისკენ დარტყმებიც და მეორე ტაიმში აშკარად გვჯობდნენ, მანამ ჩაკვეტაძე შეასრულებდა. და მაგის მერეც დაგვაჯდნენ.
odala
07 სექტემბერი 2018 07:55
5
რა პონტში აკეთებთ ამ ნეგატიურ კომენტარებს ზოგიერთები,წავაგებთ ილანძღებით დგეს მოვიგეთ და ისევ ილანძგებით ხან მერებაშვილზე ( ვინაც ერთი მომენტი გამაზა სხვა ხველაფერი კოხტად გააკეთა) ხან ლორიაზე, სასწაული ერი ვართ რა საოცარი იმენა. ყველა თითოეული ფეხბურთელის წვლილია ამ გამრაჯვებაში, გილოცავთ ყველას.მეგობრებო.
ემირი
07 სექტემბერი 2018 04:23
8
ფაქტია, რომ ვაისმა მოუგო სტოილოვს და ეს მშვენივრად გამოჩნდა თამაშით.რაც შეეხება მერაბიშვილს - ვერ გავიგე ამდენი ბოღმა საიდენ მოდის მის მიმართ.
ზაზა
07 სექტემბერი 2018 03:36
9
ორი გვამი რო ჭირდებოდა იმიტომ ზის მატროსოვზე :-დ წარმატებები ჩვენს ნაკრებს!!!
დდდ
07 სექტემბერი 2018 15:27
0
ორი გვამი მჭირდებაო, გახსოვს რომ თქვა? ეტყობა მაგიტომ.
odala
07 სექტემბერი 2018 07:51
2
მერებაშვილზე მინდა ვთქვა(არც ჩემი მეგობარია და არც ახლობელი და არც ახლობელის ახლობელი). უბრალოდ ყველაზე მეტი ლანძღვა შეხვდა და ვფიქრობ აბსოლუტურად უსამართლო. არაფერი გაუფუჭებია და თავის საქმეს მშვენიერად გაართვა თავი. მომენტი ვერ გამოიყენა, მერე ვის არ მოსვლია. რატომღაც მიზანმიმართულად დაესია ზოგი. ნებისმიერს ვინც ჩააგდებს თამაშს ერთად არ შეხვედრია ამდენი ბოღმა და ღვარძლი. წინ თამაშებია, ისიც ხო ადამიანია, ალბათ წაიკითხავს ამას ყველაფერს და როგორ გინდა არ გაგიფუჭდეს ხასიათი და განწყობა, კარგი იქნება თუ არ მიაქცევს ყურადღებას. ვინა ხართ თქვენ და რა გინდათ, იმის ნაცვლად მოგებით გაიხაროთ დასკდით ბოღმით. ვა, ასეთი არ მინახია ჩვენს გარდა არსად.
სამართალი
07 სექტემბერი 2018 03:09
8
მეც არ მინახია ასეთები როგორც თქვენ არსად, არ არი საჭირო ეს ,,ბოჩოლას აღტკინება"! მხოლოდ და მხოლოდ ჩაკვეტაძის ინდივიდუალური ოსტატობის დამსახურებაა რომ მოვიგეთ, თავისუფლად შეიძლებოდა წაგვეგო კიდეც, არანაირი სათამაშო უპირატესობა არ გვქონია! მერებაშვილს არავინ არ ერჩის, მან და ბიჭებმა მაქსიმუმი გაიღეს და იბრძოლეს, ითამაშეს როგორც შეეძლოთ. საქმე ვაისს ეხება, როცა სკამზე გყავს ფერხბურთელები ვისაც შეუძლია შეცვალოს მერებაშვილი უნდა შეცვალო, რადგან ვერ მისდის თამაში. გამარჯვებამ არ უნდა დაგაბრმავოთ და ეიფორიაში არ უნდა ჩავარდეთ, თქვენ და ვერც ვერავინ ვერ მასწავლის ქომაგობას, გამომივიდნენ აქ ზოგიერთები ,,დედა ტერეზები"
როგორც იქნა გვეღირსა და მოვიგეთ, გილოცავთ ყველას! გენაცვალეთ ბიჭებო! მარა შეცდომებზე იფიქრეთ და იმუშავეთ, რომ ეს მოგება გამონაკლისად არ დაგვრჩეს!
bs
07 სექტემბერი 2018 09:20
2
სამწუხაროდ თამაში ვერ ვნახე, რა თქმა უნდა მოგებით გახარებული ვარ! აბა ეხლა 9-ში თქვენ იცით.მოგებას ველოდებით!
დავით 67
07 სექტემბერი 2018 02:20
0
მერებაშვილი რო არ იყოს ვიტყოდი რო ევროპაზე გავალთთქო, მაგრამ სანამ ეგ ძირითადში იქნება ვგონებ თავი უნდა შევიკავო
Superman
07 სექტემბერი 2018 01:48
14
ვულოცავ საქართველოს ამ მოგებას!!!
ბექა
07 სექტემბერი 2018 01:34
0
ვულოცავ მთელ საქართველოს. წარმატებები ბიჭებს, ყველას უკლებლივ. ერთი რამე უნდა ვთქვა, წავიკითხე კომენტარები და ზოგიერთი კლავიატურის "ლომის" გასაგონად მინდა ვთქვა, თქვენს მოსაწონ ფეხბურთს ბარსელონაც ვერ თამაშობს ალბათ, ბიჭებმა მწვრთნელის დავალება შეასრულეს მაღალ დონეზე, ვიცი რაც ჰქონდათ დავალება და იმიტომ ვამბობ. შეცდომები ყველას მოსდის, იმის ნაცვლად გაიხაროთ გამარჯვებით, ზიხართ და ბიჭებს ლანძღავთ. ამდენი ფეხბურთის პროფესორი ნამეტანია ჩემმა მზემ. ტაქტიკურად მოუგო ვაისმა სტოილოვს და ესაა ფაქტი.
&exa
07 სექტემბერი 2018 01:10
2
სულ რამდენიმე ასეთი ლომია, ბევრს კი ხმაურობენ
დათო
07 სექტემბერი 2018 03:40
3
ჯულაყიძეს რატომ არ იძახებს ვაისი? ან თუნსაც შემაზაშვილს
გიორგი
07 სექტემბერი 2018 00:24
8
ნუგზარ ჯუღელმა წაიყვანოს რეპირტაჟები!!! მოვითხოვ!!

ნაკრების კარში კიდევ გაბელია დააბრუნეთ!
გიორგი
07 სექტემბერი 2018 00:15
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული