გიორგი ჩაკვეტაძის გოლმა მსოფლიო აალაპარაკა

AutoSharing Option
AUTO PLAY
გიორგი ჩაკვეტაძის ულამაზესმა გოლმა მთელი მსოფლიო აალაპარაკა.

საქმე მხოლოდ იმაში არაა, რომ ჩაკვეტაძის გოლი ერთა ლიგის ტურნირის ისტორიაში პირველი იყო. 19 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ულამაზესი დარტყმა განახორციელა და ბურთი "ცხრიანში" მოათავსა.

მსოფლიოში ამ ფაქტს უამრავი ვებგვერდი გამოეხმაურა. ამიტომ მათგან ყველაზე ორიგინალურ სათაურებს გთავაზობთ.

tuttomercatoweb.com - "ერთი ტალანტი, გიორგი ჩაკვეტაძე უკვე ფეხბურთის ისტორიაში შევიდა"

walfoot.be - "გიორგი ჩაკვეტაძე ერთა ლიგის პირველი გოლის ავტორია"

voetbalkrant.com - "რამდენიმე წლის შემდეგ ეს ვიქტორინის კითხვა იქნება: ვინ გაიტანა ერთა ლიგის პირველი გოლი? და ეს "გენტის"
ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე იყო"

Eurosport.ru - "საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი საჯარიმოს მიუახლოვდა და მთელ პლანეტაზე არსებულ ატმებზე მწიფედ შეაგდო გოლი"

index.hr - "შეხედეთ ამ ისტორიულ შედევრს: ერთა ლიგა ღიაა ამ სასწაულისთვის"

sportnieuws.nl - "დიახ, ჩვენ გვყავს გამარჯვებული: გიორგი ჩაკვეტაძემ ერთა ლიგის ისტორიაში პირველი გოლი გაიტანა. ყაზახეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი ისტორიის სახელმძღვანელოებში შევა"

voetbalnieuws.be - "გენტის" ტალანტი ერთა ლიგაში ისტორიას წერს"

hln.be - "ერთა ლიგის პირველი გოლის ავტორი ცნობილია და განსაკუთრებით ეს "გენტის" ფანებს მოეწონებათ"

nieuwsblad.be - "გენტის" ფეხბურთელი ერთა ლიგის ისტორიას წერს"

telegraaf.nl - "ერთა ლიგის პირველი გოლი ნამდვილი მარგალიტია"

altპუშკაში, კიარუჯი, ჩაკვეტაძე - ქართველი ფეხბურთელი ისტორიაში შევიდა

altგიორგი ჩაკვეტაძე: უბედნიერესი ადამიანი ვარ, ლატვიაც უნდა დავამარცხოთ

altჩაკვეტაძის ულამაზესი გოლი - საქართველოს ნაკრებმა ყაზახეთი დაამარცხა! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 9 /
როგორ გიყვართ ბაქი-ბუქი ამ ქართველებს რა.
odala
17:52 07-09-2018
33
მასე გააგრძელეთ ბიჭებო! წარმატებები!
ვახო...
15:35 07-09-2018
0

სიახლეები პოპულარული